რეგულარული რეისები შეწყვეტილია - ავიაკომპანიები დიდი ზარალის მოლოდინში არიან

რეგულარული რეისები შეწყვეტილია - ავიაკომპანიები დიდი ზარალის მოლოდინში არიან

access_time2020-03-19 10:00:00

მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო საავიაციო სექტორი მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. საქართველოს ცა ჩაკეტილია, რეგულარული რეისები შეწყვეტილია, სრულდება სპეც რეისები და ქვეყანაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს უშვებენ.

 

ქართული ავიაცია დარტყმის ქვეშ რომ აღმოჩნდა ადასტურებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიც. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ  საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობა ავიაკომპანიების რეისებს სუბსიდირებას გაუწევს.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აგრძელებენ მუშაობას ავიაკომპანიები, რა გამოწვევის წინაშე დგანან , როგორია მათი სამოქმედო გეგმა და რა ზარალი შეიძლება მიადგეთ კორონავირუსის გამო.

 

თავდაპირვლად გეტყვით, რომ აღნიშნულ საკითხებზე საუბარი არ ისურვეს თურქეთის ავიახაზების თბილისის ფილიალში და ყატარის ავიახაზებში.

 

ამ ორი ავიაკომპანიისგან განსხვავებით გაუქმებულ ჯავშნებზე და მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს  „ჯორჯიან ეარვეისის“  კომერციული დეპარტამენტის დირექტორი ეთერ გაიაშვილი და აცხადებს, რომ სექტორი მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.  მისი თქმით ჯავშნები მასიურად უქმდება, რაც კომპანიას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. „ჯორჯიან ეარვეისში“ შიშობენ რომ შეიძლება ისეთ, რთულ მდგომაროებაში აღმოჩნდნენ, რომ თანამშრომლების და ხელფასების შემცირება მოუწიოთ.

 

„ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ, რადგან სიტუაცია ყოველდღე მძიმდება. საზღვრების დაკეტვის შემდეგ დაგეგმილ რეისებს ვეღარ ვახორციელებთ. პრობლემა რომელიც გვაქვს არის ის, რომ მგზავრი რეისზე არ მოდის. მაგალითად, გუშინდელ რეისზე რომელიც თელ-ავივის მიმართულებით გვქონდა 160 ადამიანიდან 140 არ გამოცხადდა. პრობლემას გვიქმნის ის, რომ მგზავრები ჯავშნის სისტემაში ფიქსირდებიან,  მაგრამ გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ გვატყობინებენ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბილეთიც ჰქონდეს ნაყიდი. თბილისიდან თელ-ავივში გავფრინდით, რეისი შესრულდა, მაგრამ თელ-ავივში არავინ გამოცხადდა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ცარიელი დაბრუნდება. როდესაც წინასწარ გვაქვს ინფორმაცია​ მგზავრის არ გამოცხადების შესახებ შეგვიძლია პროცესებში ცვლილებები შევიტანოთ, მაგრამ ბოლო მომენტში როდესაც ვიგებთ ინფორმაციას, რთულია მუშაობა. კონკრეტული სამოქმედო გეგმა სამწუხაროდ არ გვაქვს, ჩვენ ვაპირებთ სანამ შევძლებთ ვიფრინოთ, თუმცა, როდესაც მგზავრები აღარ გვეყოლება, მაშინ გაჩერება მოგვიწევს. ეს ჩვენი თითოეული თანამშრომლისთვის რთული იქნება, რადგან მათი შემცირება მოგვიწევს და ხელფასების გაცემაც გაგვიჭირდება“, - განმარტავს ეთერ გაიაშვილი.

 


„ჯორჯიან ეარვეისში“ ჯერჯერობით არ იციან რა რაოდენობის ზარალი შეიძლება მიადგეს კომპანიას, თუმცა იციან ის, რომ ეს რიცხვი დიდ თანხას შეადგენს. ეთერ გაიაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე თვეში ზუსტად დაინახავენ იმ მძიმე შედეგებს რაც კორონავირუსმა ავიაკომპანიას დაუტოვა.

 

„როდესაც რუსეთმა ავიაემბარგო დაგვიწესა და ჩვენ ფრენების გაუქმება მოგვიწია, დაახლოებით 25 მლნ დოლარის ზარალი გვქონდა. ახლა იგივე სცენარი განმეორედება, თუმცა ზარალი გაცილებით მეტი იქნება, რადგან პროცესი ყველა რეისს ეხება. იმ რეისებს იმიტომ ვასრულებთ, რომ ჩვენი ქართველი მოქალაქეები დავაბრუნოთ სამშობლოში. როდესაც ზარალი დადგება და ნათელი იქნება სრული სურათი მთავრობის მხარდაჭერას ველოდებით, მაგრამ დიდი იმედი არ გვაქვს. ახლა მგზავრებთან კონტაქტით ვართ დაკავებულები, ოპერატიულად ვატყობინებთ ცვლილებებს. ვგეგმავთ როგორ ვიმოქმედოთ, ჩვენი უსაფრთხოებაც რომ დავიცვათ, ვზრუნავთ ეკიპაჟზე და მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ეთერ გაიაშვილი.

 

ეთერ გაიაშვილი აცხადებს, რომ მომხმარებლები მაისის, ივნისის და ივლისის ჯავშნების თარიღი შეცვლას ითხოვენ, თუმცა მისი თქმით, არიან ისეთებიც, რომლებსაც ბილეთის დაბრუნება უნდათ.  ჯორჯიან ეარვეისის“  კომერციული დეპარტამენტის დირექტორი  ვარაუდობს, რომ 2020 წელ ქვეყანაში ტურისტული სეზონი ჩავარდება.

 

„ყველაზე კარგ სიტუაციაში თუ აპრილის ბოლოს მდგომარეობა დასტაბილურდება, მაშინ მგზავრთ ნაკადი ორ თვეში მოიმატებს, უარეს შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ წლის განმავლობაში მგზავრების 50 პროცენტი დაკარგული გვეყოლება. ივლისში და აგვისტოში ხალხი თუ არ ჩამოვა, სექტმებერში უკვე სკოლები იწყება, ამ პერიოდში ტურისტების ნაკადი არის ძალიან მცირე. ვფიქრობთ, რომ ტურისტები შიდა მოგზაურობას დაიწყებენ, საქართველოში მათი რაოდენობა კი  2021 წლამდე არ გაიზრდება. ამ წელს ძალიან დიდ დარტყმას ველოდებით და სავარაუდოდ, სხვა ავიაკომპანიებიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“,- ამბობს ეთერ გაიაშვილი.

 

რეგულარული რეისების შეწყვიტა კიდევ ერთმა ქართულ ავიაკომპანია „Myway Airlines“-მა. ავიაკომპანია კვირაში სამჯერ თელ-ავივის მიმართულებით დაფრინავდა, კომპანიის საზოგადობასთან ურთიერთობის მენეჯერ თამარ ქობულაშვილი აცხადებს, რომ მათი მომხმარებლების დიდმა ნაწილმა ჯავშნების თარიღი შეცვალეს ნაწილმა კი საერთოდ გააუქმა. კომპანიაში ამ ეტაპზე ზარალზე საუბარი უჭირთ, თუმცა ამბობენ იმას, რომ კომპანია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. კომერციული დეპარტამენტი რამდენიმე მიმართულებაზე მუშაობას და გაჩერებას არ აპირებს. „Myway Airlines“- ში იმედი აქვთ, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და უნდათ მოსალოდნელ გამოწვევებს მომზადებულები შეხვდნენ.

 

„15 მარტიდან 5 აპრილამდე ჩვენ რეგულარულ ავიამიმოსვლას არ შევასრულებთ, ამის შესახებ ინფორმაცია ყველა მგზავრს მეილის საშუალებით მივაწოდეთ და აბსოლუტურად ყველა მგზავრს თანხა დავუბრუნეთ. გადაწყვეტილება მივიღეთ მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოცხადდა. ისრაელში მიიღეს კანონი რომ ნებისმიერი ქვეყნიდან შესული მგზავრი უნდა დაქვემდებარებოდა 14 დღიან კარანტინს. შესაბამისად, თვითონ მგზავრების მხრიდანაც იყო ბილეთების დაბრუნების და გადაცვლის სურვილი. ამიტომ,მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამი კვირის განმავლობაში შევაჩეროთ მიმოსვლა. ტურისტულმა კომპანიებმა არსებული ჯავშნების თარიღი გადაწიეს, ხოლო ახალი ჯავშნები კომპანიაში არ შემოსულა, რადგან ყველას ეშინია, თუმცა არიან ჯგუფები რომლებმაც ჯავშნები ივლისის თვეში გადაწიეს, რადგან ჰგონიათ, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება“- განმარტავს თამარ ქობულაშვილი.

 

როდესაც მსოფლი პანდემიისგან გამოწვეულ საფრთხეებს ებრძვის, მნიშვნელოვანია ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია ის, რომ „Myway Airlines“-მა ურთულეს სიტუაციაში, საქართველოში ჩინეთში დარჩენილი მოსახლეობის ტრანსპორტირება განახორციელა:

 

„ჰუალინგ ჯგუფმა ევროპის ქვეყნებში შეიძინა პირბადეები, ჩამოიტანა საქართველოში და ჩვენი ავიაკომპანიით მოხდა პირპადეების ტრანსპორტირება ურუმჩის მიმართულებით. ჩარტერული და ჰუმანიტარული რეისის დაგეგვმის პროცესში გაჩნდა იდეა, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც სურვილი ექნებოდათ საქართველოში დაბრუნებულიყვნენ ჩვენ ამას უზრუნველყოფდით სრულიად უფასოდ. საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაუკავშირდა იქ მყოფ ქართველებს, რის შემდეგაც მოხდა 34 ადამიანის ჩამოყვანა“ - გვიყვება თამარ ქობულაშვილი.

 

ბაჩო ადამია





„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს

„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს
access_time2022-12-03 22:50:49
    დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო (NCA) იტყობინება, რომ 58 წლის რუსი ბიზნესმენი ლონდონში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (TASS) წყარო ირწმუნება, რომ ის Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია. ინფორმაციას ...

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა
access_time2022-12-03 22:20:33
2021 წელს ევროკავშირმა 328 მლრდ ევრო დახარჯა კვლევასა და განვითარებაზე, (R & D) რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს ამ მიმართულებით 310 მლრდ ევრო დაიხარჯა, მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.   2021 წელს R&D ხარჯები მშპ-ს პროცენტულად ყველაზე მაღალი დაფიქსირდა: შვედეთში (3.35%), ავსტრიასა (3.22%) და ბელგიაში (3.19%). ყველაზე დაბალი - რუმინეთში (0.48%), მალტასა (0.65%) და ლატვიაში...

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...


მსგავსი სიახლეები

up