ოლიმპიური აუზი შესაძლოა ზაფხულის სეზონზე აღარ გაიხსნას

ოლიმპიური აუზი შესაძლოა ზაფხულის სეზონზე აღარ გაიხსნას

access_time2020-05-25 16:00:51

„თუ  მთავრობა სილამაზის სალონების  მსგავსად გარკვეულ  რეგულაციებს დაგვიწესებს, რომლის ფარგლებშიც შეგვეზღუდება საქმიანობა, მუშაობაში ხელი შეგვეშლება და არ ღირს. მაგალითად, თუ დააწესებენ იმას, რომ აკრძალავენ  აუზზე ერთდროულად  50 ადამიანზე მეტის შემოსვლას,ობიექტის  გახსნას აზრი არ აქვს“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ ოლიმპიური აუზის  მენეჯერმა  მარიამ მაჭარაძემ განუცხადა. 

 


როგორც ცნობილია, პანდემიის გამო საცურაო აუზებს  წლის ყველაზე აქტიურ, გაზაფხულის სეზონზე შემოსავლების მიღების ყველა საშუალება შეუწყდათ. ობიექტები მეექვსე ეტაპს და რეგულაციებს ელოდებიან, რის მიხედვითაც გაირკვევა არის თუ არა კომპანიებისთვის რეგულაცია მისაღები და  გააგრძელებენ თუ არა საქმიანობას. 

 

„აუზის გახსნას,  მენეჯმენტი  მას შემდეგ გადაწყვეტს, როდესაც  რეგულაცია იქნება ცნობილი. ჯერ უცნობია რა ფორმით შევძლებთ ფუნქციონირებას.  ჩვენი აუზი  დღეში 2000 ადამიანს, ერთ ჯერზე კი 500 სტუმარს მასპინძლობდა. თუ რეგულაციის მიხედვით ერთ ჯერზე მათი  რაოდენობა 50 კაცამდე შემცირდა აზრი არ აქვს აუზის გახსნას, რადგან ხარჯი  საკმაოდ მაღალია  და არ უღირს კომპანიას ასეთ  ზარალზე წასვლა.  თუ რეგულაციამ  ერთდროულად 50-ზე  მეტი ადამიანის შემოყვანის უფლება მოგვცა, გვაქვს გეგმა,აბონიმენტების გაყიდვები სრულიად ონლაინ რეჟიმზე გადავა და აუზზე  დრო  გადანაწილებული იქნება. მაგალითად,  მხოლოდ 3 საათი  გაჩერდება შემომსვლი, რომ ნაკადის ცირკულაცია მოხდეს და შედარებით მეტმა მომხმარებელმა შეძლოს აუზით სარგებლობა “,-აღნიშნა მაჭარაძემ.


 

 ოლიმპიური აუზის  მენეჯერი  „კომერსანტთან“  საუბრისას  იმ ზარალზეც  საუბრობს, რომელიც ამ დრომდე კომპანიას მიადგა.  მაჭარაძის თქმით, რთული მდგომარეობის მიუხედავად კომპანიამ თანამშრომლების შენარჩუნება სრულად შეძლო. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს,  საუბარი უჭირს  და აცხადებს, რომ კომპანია მხოლოდ რეგულაციის მოლოდინშია და ქვეყანაში მდგომარეობის დასტაბილურებას ელოდება.

 

„კომპანიას აქვს ძალიან ბევრი ობიექტი, მხოლოდ აუზით არ შემოვიფარგლებით, გვაქვს ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის მოედანი და სხვა სპორტული ობიექტები. დღეს ყველა დახურულია და  ჩვენი შემოსავლის ყველა წყარო გაჩერებულია.ამ ეტაპზე ზარალის ზუსტი ოდენობა არ ვიცით, თუმცა წლის შეჯამების შემდეგ საკმაოდ დიდ რიცხვზე  იქნება საუბარი.   მდგომარეობის სირთულის მიუხედავად შევძელით თანამშრომლების სრულად შენარჩუნება. სეზონური თანამშრომლები კი ჯერ არ აგვიყვანია, რადგან არ ვიცით სამომავლოდ რა გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს, დავბრუნდებით თუ არა ზაფხულის სეზონზე ბაზარზე“,-აღნიშნა მარიამ მაჭარაძემ.  



ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up