„რეგულაციების შერბილება დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს“ - საბანკო სექტორის მოლოდინები

„რეგულაციების შერბილება დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს“ - საბანკო სექტორის მოლოდინები

access_time2020-03-16 17:30:47

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებისა და მისი პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომის განმტკიცების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გულისხმობს, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ და რისკების მართვაში მეტი მოქნილობა მიეცემათ. შემცირდება, მათ შორის, სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრების რაოდენობაც.


საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ეს ცვლილებები მომხმარებლების დაკრედიტების კუთხით  სურათის არსებითად შეცვლას არ გამოიწვევს.


პირველ რიგში, მივესალმებით სებ-ის გადაწყვეტილებას, რომელიც მეტ შესაძლებლობებს მოგვცემს უფრო კარგად მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს. თვითონ ეს ცვლილებები მომხმარებლების დაკრედიტების კუთხით  არ გამოიწვევს  არსებითად სურათის შეცვლას“, - განაცხადა სულხან გვალიამ.


„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაიაც მიიჩნევს, რომ სებ-ის მიერ რეგულაციების შერბილება დადებითი მოვლენაა, თუმცა დიდ ცვლილებებს არ ელოდება.



„საბანკო რეგულაციების შერბილება გარკვეულ დადებით ზეგავლენას გამოიწვევს, თუმცა, დრამატულ ცვლილებებს არ ველით. უფრო გამარტივებული იქნება სესხების აღება და ფინანსებზე წვდომა უფრო მეტად გაიზრდება ზედმეტი რისკების გარეშე, თუმცა ძალიან დიდ ცვლილებებს ეს არ გამოიწვევს. ამასთან, რეალურად შიდა განვადებების სეგმენტია ძალიან მზარდიდა დამატებით ცვლილებებს იპოთეკურ დაკრედიტებაში არ გამოვრიცხავ“, განმარტავს ოთარ ნადარაია.


საბანკო რეგულაციების შედეგებზე და მის შერბილებაზე საუბრისას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა „კომერსანტთან“ განმარტა, რომ რეგულაციის ტექნიკური გამარტივება, მეტ საშუალებას და მოქნილობას შესძენს სესხის გამცემებს.


„2019 წელს დაკრედიტება გაზრდილია 16%-ით, შესაბამისად საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებული შიშები გადაჭარბებული იყო. გვქონდა 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა. ფიზიკური პირების დაკრედიტება გაზრდილია 11%-ით, ხოლო იურიდიული პირების 23%-ით. ბიზნესის დაკრედიტება კი უფრო ჯანსაღია, რადგან ზრდის სამუშაო ადგილებს და უფრო მდგრადი დაკრედიტებაა. რეგულაციამ სექტორის გაჯანსაღებისთვის კარგად იმუშავა, თუმცა რეგულაციის ტექნიკური გამარტივება, მეტ საშუალებას და მოქნილობას შესძენს სესხის გამცემებს, როგორც კომერციულ ბანკებს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.


აღსანიშნავია, რომ სებ-ის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში ბანკების მიერ შინამეურნეობების დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 10.8% შეადგინა. შინამეურნეობებზე გაცემული სესხების წლიურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი იპოთეკურმა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე გაცემულმა სესხებმა შეიტანა. გარდა ამისა, 2019 წლის დასაწყისიდან შემცირდა ისეთი იპოთეკური სესხების წილი, რომელთა მომსახურების კოეფიციენტი (PTI) 50 პროცენტზე მეტია. ამასთან, გაიზარდა ფინანსური რესურსი იურიდიული პირების დასაფინანსებლად. 2020 წლის იანვარში იურიდიული პირების დაკრედიტების წლიური ზრდა 22.9 პროცენტამდე გაიზარდა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up