რეგულაციების შემსუბუქების ჯაჭვი კერძო სექტორის მწვავე კრიტიკას იწვევს – თამუნა თანდაშვილი

რეგულაციების შემსუბუქების ჯაჭვი კერძო სექტორის მწვავე კრიტიკას იწვევს – თამუნა თანდაშვილი

access_time2021-01-22 20:00:00

როდესაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, სარესტორნო ბიზნესი შეზღუდული რჩება, ზამთრის კურორტები დაკეტილია და იხსნება საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა, ეს ტურიზმის გახსნის თანმიმდევრულ სტრატეგიულ გეგმაზე არ მეტყველებს, – მიიჩნევს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ​ავიაკომუნიკატორის პრეზიდენტი თამუნა თანდაშვილი.

თანდაშვილი ამბობს, რომ კერძო სექტორის მწვავე კრიტიკას იწვევს რეგულაციების შემსუბუქების არალოგიკური ჯაჭვი.

“მთავრობის მხრიდან, შეზღუდვების დაწესება და მისი მართვა როცა რეალურ საფრთხეებზე და მათი არიდების ლოგიკურ მექანიზმზე დგას, არც ერთ ინდუსტრიას არ აქვს პრეტენზია. ამის მაგალითი ვნახეთ ჩვენ აპრილში. დავსხედით სახლში და მივენდეთ მთავრობას. ინსტიტუციების პატივისცემა და კერძო-საჯარო პარტნიორობის კულტურა თუ არ დავხვეწეთ, დემოკრატიული პროცესების იმედი არ უნდა გვქონდეს საზოგადოებას.

ტურიზმისა და სტუმართ-მასპინძლობის სფეროს მართვა სპეციფიურ ცოდნასა და გამოცდილებას უნდა ემყარებოდეს. ის რეგულაციები რომელიც არ არის ნაკარნახევი დარგის სიცოცხლისუნარიანობის დეტალური შესწავლით, იწვევს სფეროს შესუსტებას და ქაოსს.

მაშინ როცა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შეზღუდული რჩება და იხსნება საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა, ტრანსპორტის მართვის მაღალკვალიფიციურ გადაწყვეტილებებზე ვერ მეტყველებს.

მაშინ როცა იხსნება საავიაციო შეზღუდვა და დედაქალაქში დახურული რჩება სარესტორნო სერვისი, ასევე არ მეტყველებს ტურიზმის გახსნის თანმიმდევრულ სტრატეგიულ გეგმაზე.

მაშინ, როცა იხსნება ფრენებზე შეზღუდვა ზამთრის დაბალ სეზონზე, (საავიაციო კალენდარში თებერვალი ყველაზე ნაკლებად დატვირთული თვეა) ზამთრის კურორტები დაკეტილია, ეს ყოველივე კურორტების განვითარების გეგმაში აცდენაზე მიგვითითებს.


მაშ ვისთვის იხსნება საჰაერო სივრცე?

რეგულაციები ქვეყანაში შემოსვლის შესახებ თუ რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი, განვლილი დღეები რას ეთმობოდა?

კერძო სექტორის მწვავე კრიტიკას იწვევს რეგულაციების შემსუბუქების არალოგიკური ჯაჭვი. მხოლოდ ფაქტების გამოქვეყნება, – აჭარა და კახეთი გვაქვსო, და ისევ იმ რისკებთან მივყავართ, რაც აგვისტოში “თავაშვებული, ურეგულაციო გართობის” პრეცენდენტმა შექმნა.
სამართლიანია კერძო სექტორის კრიტიკა.

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ფორმატში 30 ნოემბერს მივმართეთ ოფიციალური წერილით მმართველ ხელისუფლებას და 27 ორგანიზაციის, მათ შორის 13 ასოციაციის და მის უკან მდგომი 2000 კომპანიის თხოვნა პასუხის გარეშე დარჩა.
დღევანდელ დღეს გაცხადებული რეგულაციები არ მიუთითებს კერძო საჯარო სფეროების ეფექტურ თანამშრომლობაზე.
მე მჯერა, რომ გვაქვს საერთო რესურსი მთავრობის ეფექტური მუშაობის ხელშესაწყობად, უბრალოდ ნებაა მთავარი. სოც ქსელებში არსებული ჯგუფები, სადაც კერძო და საჯარო პირები არიან გაერთიანებული, კომუნიკაციის გამჭირვალობაზე მიუთითებს, მაგრამ არა ეფექტურობაზე.

დახურული სარესტორნო სფერო და სამთო კურორტები, გახსნილ ბაზრობებთან მიმართებაში, ვერ გვარწმუნებს რომ კოვიდ ინფიცირების მობილობა ხელისუფლების მხრიდან დაცულია.
რეალობა ასეთია, სფერო ითხოვს სამთო კურორტების გახსნას და სარესტორნო სფეროს ამუშავებას, მაშინ როცა იხსნება საავიაციო შეზღუდვები”, აცხადებს თანდაშვილი.


avianews.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up