2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

access_time2019-07-20 16:00:59

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.

 

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.

 

არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება თითქმის სრულად ხორციელდება რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. ამ მხრივ, წლების მანძილზე საქართველო დამოკიდებული იყო რუსეთზე, თუმცა, გაზის უსაფრთხო მიწოდების თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიის მილსადენმა დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს.

 

მთელი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის მოხმარების პროფილი მკვეთრად იცვლება - ზამთარში გაზზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო ზაფხულში მისი მოხმარება ძალზედ მცირდება. საქართველოში ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია გაზის უწყვეტი მიწოდება. ამჟამად, საქართველოს ენერგომომარაგებაზე მოდის ბუნებრივი გაზის თითქმის ნახევარი.

 

ანგარიშის მიხედვით, 2030 წლისათვის გაზზე მოთხოვნა სავარაუდოდ გაორმაგდება. შესაბამისად, ფასების შესაძლო ცვლილების გამო, იმპორტზე დამოკიდებულება და ეკონომიკაზე გავლენა გაიზრდება.


 

შეგახსენებთ, გაზის ბალანსის 2018 წლის მონაცემებით, საქართველო წელიწადში დაახლოებით 2,5 მლრდ მ3 გაზს მოიხმარს.

 

მიწისქვეშა გაზსაცავის არსებობა უზრუნველყოფს სარეზერვო მარაგს, რომელიც ხელს შეუწყობს გაზის უწყვეტ იმპორტს და ენერგომომარაგების უსაფრთხოებას საქართველოში.

 

მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, აგრეთვე 2016 წელს კომპანია GEOSTOCK-ის მიერ შემუშავებულმა პროექტის ტექნიკურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობისათვის სამგორის სამხრეთი თაღს, როგორც ტენიკურად, ასევე გეოლოგიურად შესაფერისი ადგილია. გაზსაცავის მშენებლობის ძირითად ეტაპზე, დაახლოებით 250 მუშახელი დასაქმდება, -ნათქვამია ანგარიშში.

 

გაზსაცავის სამშენებლო ვადებმა არაერთხელ გადაიწია. ბოლო ინფორმაციით, მისი დასრულება 2023 წელს იგეგმება. პროექტის ბიუჯეტი 250-300 მილიონი დოლარია.

 

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, გაზსაცავის მშენებლობას ერთის მხრივ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს. უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის შედეგად 150 მილიონი ევროს მოცულობის სესხის გამოყოფა მოხდა. მეორეს მხრივ კი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის საინვესტიციო ბანკთან 100 მილიონი დოლარის სესხით დაფინანსებასთან დაკავშირებით.


BMG




კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

კინოთეატრ „აპოლოს” რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა

კინოთეატრ „აპოლოს”  რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა
access_time2019-12-13 15:30:31
 კინოთეატრ „აპოლოს“ ფასადი რამდენიმე დღის წინ  ჩამოინგრა,  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაშია  ისტორიული შენობა-ნაგებობა და  გიორგი გეგელიას დაუკავშირდა, რომელიც  კინოთეატრ  „აპოლოს“ 100%-იანი წილის  მფლობელია და კომპანია „კონფიდენს გრუპის“ ხელმძღვანელია.  როგორც გეგელია  აღნიშნავს,  შენობის ფასადი  სიცოცხლისთვის საშიში არ არის, რადგან  დაზიანებული ფასადის დემონტაჟი...

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა
access_time2019-12-13 13:17:09
„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.აღნიშნულის შესახებ რეესტრში მონაცემები უკვე აისახა. კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვის“ გადაწყვეტილებით, საბჭოს დატოვებს დავით შონია. როგორც რეესტრშია მითითებული, შონიამ წასვლის შესახებ კომპანიას თავად მიმართა. შეგახსენებთ, რომ დავით შონია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს....

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას
access_time2019-12-13 09:10:25
Wizz Air-მა, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრულმა და წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, დღეს დააანონსა, რომ აბუ-დაბის დეველოპმენტ ჰოლდინდგის კომპანია PJSC (“ADDH”)-თან პარტნიორობით დაარსდება Wizz Air  Abu Dhabi, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ახლადშექმნილი ავიკომპანია იქნება Wizz Air-ის პირველი ავიახაზი ევორპის...

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...


მსგავსი სიახლეები

up