რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა

რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა

access_time2019-11-13 16:30:28

ბოლო პერიოდში თბილისის სამშენებლო ბაზარზე ფასები მკვეთრად, კვადრატულ მეტრზე საშუალოდ $100-ით გაიზარდა. ეს მოცემულობა შეუქცევადია და მნიშვნელოვანწილად ახალ სამშენებლო რეგულაციებს უკავშირდება.


სამშენებლო ბაზრის გაჯანსაღებისა და შრომის, ასევე შენობების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელიც იყო სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სავალდებულო გათვალისწინება. მარტივად განვმარტოთ, რატომ გააძვირა ბინები თუნდაც ამ კონკრეტულმა რეგულაციამ: ნებისმიერ კორპუსში, რომელიც ახალი რეგულაციების პირობებში შენდება, სავალდებულოა ალტერნატიული სახანძრო/საავარიე კიბის არსებობა. ხანძრის შემთხვევაში ლიფტით სარგებლობა რომ ყოვლად დაუშვებელია, ეს ყველასთვის ცნობილია. შესაბამისად, თუ ხანძარი გაჩნდება  ერთ  კიბეზე,  შენობაში მყოფი ადამიანები ალტერნატიული კიბიდან შეძლებენ სახიფათო ზონის დატოვებას. ალტერნატიული კიბის დამატება, სამშენებლო კომპანიისთვის სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული და ეს ის ხარჯია, რომლის ამოღებას კიბის  გაყიდვით ვერ ამოიღებს მშენებელი. შესაბამისად, ეს თანხა ემატება თვითღირებულებას და საბოლოოდ ვღებულობთ ბინის კვადრატულ მეტრზე მომატებულ ფასს.


გარდა ალტერნატიული კიბისა, სავალდებულო გახდა შენობების სარდაფებში ხანძარსაწინააღმდეგო ავზების მოწყობაც, რომლებიც შესაბამისი ტუმბოებით აღიჭურვება და ხანძრის შემთხვევაში მომენტალურად ამოქმედდება. ამ რეგულაციით გამოწვეული დამატებითი ხარჯებიც, რა თქმა უნდა, ბინის ფასზე აისახება.

ეს მცირედი მაგალითებია იმ რეგულაციებიდან, რომლებიც უძრავი ქონების ფასის მატებას განაპირობებენ და დროთა განმავლობაში ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაუარესდება.


„მენაშენეთა ასოციაციაში“ სრულად უჭერენ მხარს სამშენებლო რეგულაციებს, მეტიც, ამ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორებიც კი იყვნენ. თუმცა, ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი ფიქრობს, რომ რეგულაციები ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო, რათა ბაზარზე მკვეთრი რყევები არ მომხდარიყო და მენაშენეებიც უფრო მომზადებული დახვედროდნენ ახალ წესებს.


„ახალი რეგულაციები 2017 წლის 1-ლი იანვრიდან შემოვიდა და ის პროექტები, რომლებიც 2017 წლამდე იყო დამტკიცებული, შენდებოდა გაცილებით იაფად. მაგალითად, 2017 წლის 10 იანვარს ძველი სტანდარტით იყო აშენებული 1000 შენობა და ახლით – მხოლოდ ერთი. დღეს უკვე ორი წელი გავიდა და ძველი სტანდარტებით აშენებული ბინების უმეტესობა გაიყიდა. შესაბამისად, ბალანსი შეიცვალა. დღეს დაახლოებით 60% უკვე ახალი მოთხოვნების შესაბამისად შენდება, 40% კი ისევ ძველით. აქედან გამომდინარე, ბაზარზე რაც უფრო იკლებს ძველი პროექტების რაოდენობა, მით უფრო იმატებს ბინების საშუალო ფასი. შესაბამისად, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ფასი კიდევ გაიზრდება, მაგრამ ზრდა ერთი წლის თავზე კი არ მოხდება, არამედ ეტაპობრივად. ფასების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და ერთი წლის შემდეგ, საშუალოდ, $100 აიწევს ბინების ფასი“, - ამბობს „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი.



მისივე თქმით, სამშენებლო ბაზარზე ნაკლებ რყევებს გამოიწვევდა რეგულაციების არა აგრესიული, ერთბაშად, არამედ ეტაპობრივი შემოღება.


„წარმოიდგინეთ, ექიმმა პაციენტს გამოუწერა 30 აბი წამალი, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში უნდა მიიღოს, ავადმყოფმა კი გადაწყვიტა, ოცდაათივე აბის ერთ დღეში მიღება სწრაფად გამოჯანმრთელების მიზნით. რას მივიღებთ შედეგად – პაციენტი გარდაიცვლება. იგივეა ნებისმიერ ბიზნესშიც, რეგულაციები ეტაპობრივად უნდა შემოგვეღო და აუცილებლად დაგვეწყო შრომის უსაფრთხოების მიმართულებიდან. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებით კვადრატული მეტრი ბინის ფასის $15–20–ით გაზრდა ნამდვილად უკეთესია, ვიდრე ყოველწლიურად 5 მუშა დაგვეღუპოს“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.


დავუბრუნდეთ სახანძრო უსაფრთხოების ახალ მოთხოვნებს. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟის და შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარების შემდეგ არ არსებობს კომპანია, სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც ამ დანადგარებს მოემსახურება. წარმოვიდგინოთ, გვაქვს ცეცხლმაქრი, რომელსაც ინსტრუქციის დაცვით არ ვცვლით, არ  ვაახლებთ – ხანძართან ბრძოლაში ის არ გამოგვადგება.


ირაკლი როსტომაშვილი რეგულაციების ეტაპობრივად შემოღების უპირატესობას ბევრი ასეთი პრობლემის წარმოქმნითაც ხსნის, რომლებიც მომავალში აუცილებლად იჩენს თავს.


„ახალი რეგულაციებით სავალდებულო უზარმაზარი წყლის ავზები, ტუმბოები, რომელიც წყალს აწვდის სისტემა, ცეცხლს აქრობს, სიგნალიზაციის სისტემა და ასე შემდეგ ყველა მოწყობილობა/დანადგარი მუდმივ კვალიფიციურ მოვლა–პატრონობას საჭიროებს. ეს მოთხოვნები სწორია, მაგრამ ვითარება ასეთია – მშენებელი აშენებს სახლს, ყიდის და გადის პროექტიდან. რეალურად, ამ ტექნოლოგიურ მოწყობილობებს მომვლელი აღარ ჰყავს. შენობის მოსახლეებს ჰგონიათ, რომ უსაფრთხოების სისტემა აქვთ, თუმცა რეალურად ის მოვლის და შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის გარეშე ვერ იმუშავებს. მაგალითად, ჩვეულებრივი ცეცხლმაქრი დროთა განმავლობაში თუ არ განაახლე, ის ხომ ვერ იმუშავებს? შესაბამისად, შემოსაღებია სავალდებულო მოვლის მოთხოვნა და გაჩნდებიან კომპანიები, რომლებიც სახლებში ამ დანადგარებს მოუვლიან. ამით მოხდება უსაფრთხოების რეალური უზრუნველყოფა. თუმცა, ამას სჭირდება ფული, რომელიც მოსახლეობამ მუდმივად უნდა გადაიხადოს იმისთვის, რომ, მწყობრში იყოს სისტემა. როგორც ლიფტის ფულს ვკრეფთ ყოველთვიურად, იგივე პრინციპით უნდა მოხდეს ამ დანადგარების მომსახურება. შესაბამისად, აუცილებელია საერთო საკუთრების სავალდებულო მოვლა–პატრონობის დაკანონება“, – მიაჩნია „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს.


საბოლოოდ, სამშენებლო რეგულაციების დახვეწა, ზემოხსენებული თუნდაც მცირე საჭიროებების გამოა აუცილებელი, რათა შედეგად არა მხოლოდ ფასების მატება, არამედ რეალური ეფექტები მივიღოთ უსაფრთხოების, ქალაქის სწორად განაშენიანებისა და ზოგადად, თბილისელების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის.


bpn.ge




რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები
access_time2019-12-16 14:00:20
მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება წინა წელთან შედარებით, თითქმის 14%-ით გაიზიარდა. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. ამავე მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ ინვესტორ ქვეყნებში ოფშორული ქვეყნები ლიდერობენ....

ვიზა ალპებისკენ - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს

 ვიზა ალპებისკენ  - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს
access_time2019-12-16 11:30:55
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტერაბანკმა ვიზა ბარათების მფლობელებისთვის სადღესასწაულო აქცია დაიწყო. აქციის განმავლობაში ბარათით გადახდა კომფორტულთან ერთად, მომგებიანიც იქნება. აქციის პერიოდში ვიზა ბარათით გაკეთებულ ყოველ მე-10, მინიმუმ 10 ლარიან ტრანზაქციაზე ნებისმიერ მომხმარებელს საჩუქრად 10 ლარი დაერიცხება.აქციის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული და იგი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს: მომხმარებელს, რომელიც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ მინიმუმ 10-ლარიან გადახდას...

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება
access_time2019-12-16 13:00:45
აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებებს/გამყარებას „კომერსანტთან“ ხსნის. „პირველ რიგში, ეს არის ქართველი ემიგრანტების მიერ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად, ოქტომბერში მათ მიერ გამოგზავნილი თანხების რაოდენობა 153 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა, ხოლო, ნოემბერში 151 მილიონს. გადავხედე სტატისტიკას და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის განმავლობაში ამ ოდენობის...

საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია
access_time2019-12-16 12:00:45
2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2019 წლის III კვარტალში, გასული წლის...

10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიურომ ქონების 49% კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდა

10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიურომ ქონების 49% კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდა
access_time2019-12-16 10:30:02
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ კრედიტორების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია მიმოიხილა.  2019 წლის 10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებულია 1039 უძრავი ქონება. საიდანაც ყველაზე მეტი, 514 (49%) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 (40%) უძრავი ქონება მოდის. 114-ის (11%) შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ...


მსგავსი სიახლეები

up