რეგულაციების გამო სურამის სასტუმროები  დამსვენებლების განახევრებულ რაოდენობას ელოდებიან

რეგულაციების გამო სურამის სასტუმროები დამსვენებლების განახევრებულ რაოდენობას ელოდებიან

access_time2020-06-11 17:00:01

15 ივნისიდან  როგორც ყველა რეგიონი ასევე სურამიც მზადაა დამსვენებლებს უმასპინძლოს.  რეგულაციის ყველა წესს იცავენ საოჯახო ტიპის სასტუმროებიც, სადაც დამსვენებელთა უდიდესი ნაწილი ბავშვები არიან. რეგიონში მიმდინარეობს, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოგვარება. 

 

„სურამი დამსვენებლებისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო და ახლაც ასე დარჩება,“-ამ სიტყვებით ეხმაურება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი რეგიონში ტურისტული სეზონის მოახლოებას.

 

„მას შემდეგ რაც შესუსტდა აკრძალვები რეგიონი ელოდება ტურისტული სეზონის გააქტიურებას.  მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული კუთხით ყველაფერს აკეთებს, რომ სურამში განვითარდეს წყალმომარაგება, სპორტული მოედნები და  საგზაო  ინფრასტრუქტურა. ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება სამომავლოდ, მაგრამ ახალ უპირველესი გზის მოწესრიგებაა, რომ ადგილობრივებს და უცხოელ ვიზიტორებს არ შეექმნათ გადაადგილების პრობლემა. სხვა დანარჩენი ხალხის აქტიურობასა და სურვილზეა დამოკიდებული, თუ მოინდომებენ ჩვენს რეგიონში დასვენებას ჩვენ მზად ვართ. ფასებს რაც შეეხება სურამი დამსვენებლებისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო და ახლაც ასე დარჩება“,- განაცხადა გიორგი გურასპაშვილმა.

 


 „კომერსანტთან“ საუბრისას საოჯახო ტიპის სასტუმროს მეპატრონეები აღნიშნავენ, რომ დისტანციის დაცვის გამო შესაძლოა მათ სივრცეში ვიზიტორების რაოდენობა განახევრდეს. „ ის სტანდარტული რეგულაციები  რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვიწესა გათვალისწინებული გვაქვს.დისტანციიდან გამომდინარე არამგონია სასტუმრო სრულად დაიტვირთოს, თუმცა ეს არის პირველი წელი. არც ველოდები, რომ რამე განსაკუთრებული სიახლე გვექნება. უბრალოდ დაპაუზებული სექტორი და ტურიზმი ამუშავდება. როგორ და რა მოგებით ეს ყველასთვის უცნობია,“-აცხადებს სურამში მდებარე საოჯახო სასტუმროს მეპატრონე.  

 

 15 ივნისისთვის ემზადება მარიამ წიქარიშვილი, რომელიც საოჯახო სასტუმროს ათი ბოლო  წელია ამუშავებს. წიქარიშვილის თქმით, მათი სასტუმროში ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,თუმცა წლევანდელი წელი განსხვავებულია და არ იცის, განახევრდება თუ არა ვიზიტორების რაოდენობა.

 

 „ყველა რეგულაციას ვითვალისწინებთ რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა გაცემული. ყველა დეტალს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან ჩვენთან  ოჯახები ისვენებენ პატარა ბავშვებით. დაინტერესება დიდია, მაგრამ ივნისის ბოლომდე მინდა დაველოდო სიტუაციის დასტაბილურებას და შემდეგ დავიწყებ სტუმრების მიღებას. მირჩევნია მაქსიმალურად ვუზრუნველყო ჩემი სტუმრების ჯანმრთელობა. ბოლო ათი წელია სასტუმროს ვამუშავებ და ყოველ წელს იზრდებოდა ვიზიტორთა რაოდენობა, წელს უნდა დავაკვირდეთ რა მოხდება, რადგან კორონავირუსის გამო ბევრი რაღაც შეიცვალა ქვეყანაში,“-აღნიშნა სასტუმროს მეპატრონემ.



ნათია ლომიძე

თეგები:
სურამი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up