რეგულაციების დაწესება სათამაშოების ბაზარზე -  რას ითხოვენ ქართველი მწარმოებლები ხელისუფლებისგან

რეგულაციების დაწესება სათამაშოების ბაზარზე - რას ითხოვენ ქართველი მწარმოებლები ხელისუფლებისგან

access_time2018-01-16 10:20:35

პოპულარიზაცია, წარმოების ზრდა და უსაფრთხო სათამაშოები  ეს ის საკითხებია, რის დაყენებასაც სათამაშოების ქართველი მწარმოებლები სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე გაახმაურებენ. როგორ კომპანიებში აცხადებენ, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება, თუმცა წარმოების გაზრდისთვის და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ეს საკმარისი არ არის.


როგორც ცნობილია, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სათამაშოების მწარმოებელ ქართულ კომპანიებთან შეხვედრას გამართავს, რისი საშუალებითაც, სახელმწიფო მოხელეები პრობლემებს თავად მწარმოებლებისგან მოისმენენ. ძირითადი სასაუბრო თემა ევროპაში ქართული სათამაშოების ექსპორტს შეეხება. შეხვედრა 17 იანვარს გაიმართება.


„კომერსანტი“ დაინტერესდა სათამაშოების მწარმოებელი ქართული კომპანიები რა ძირითად საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას შეხვედრაზე? და რა არის კომპანიებისთვის მთავარი გამოწვევა?


როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას სათამაშოების კომპანია Geo Tous-ის დამფუძნებელი დავით კაციტაძე აცხადებს, ისინი შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს დააყენებენ, მათ შორის, ერთ-ერთი იმპორტირებული სათამაშოების ხარისხია.


„საქართველოში სათამაშოების წარმოება ყველას მარტივი ჰგონია და ის სერიოზულ ბიზნესად არ აღიქმება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველას ვაჩვენებთ, რომ გვაქვს პოტენციალი“,  აცხადებს დავით კაციტაძე.



მანამდე კი, კაციტაძის თქმით, Geo Tous-ი და კიდევ 2 მწარმოებელი გერმანიაში მიემგზავრება. „საქართველოში სათამაშოების წარმოებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ მივმართეთ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და მათი დახმარებით საქართველოდან სათამაშოების სამი მწარმოებელი გერმანიაში გამოფენაზე მიემგზავრება. წასვლამდე შესასწავლია ბაზარი და უნდა გაირკვეს, თუ ვინაა კიდევ უცხოეთის ბაზრით დაინტერესებული“, - განაცხადა Geo Tous-ის დამფუძნებელმა დავით კაციტაძემ.


სახელმწიფოს მხრიდან შეხვედრის ინიციატივას დადებითად აფასებს „თამაშობანას“ დირექტრი ნონა სონღულაშვილი. მისი განცხადებით, შეხვედრაზე ძირითადად საჭირო მასალებისა და წარმოების ადგილების შექმნის შესახებ გაამახვილებს ყურადღებას.


„სახელმწიფო გვერდით გვიდგას და ჩვენ ინიციატივებს აკმაყოფელებენ. ძირითადი პრობლემა არის რეგულაციები და სტანდარტები. საქართველოში უსაფრთხო სათამაშოებთან დაკავშირებით რეგულაციები საჭიროა და ჩვენც უნდა ჩავერთოთ ამ ყველაფერში. ქვეყანაში ძალიან ცოტა მასალა შემოდის, ცოტა სწარმოა, სადაც პროდუქციის წარმოებას შევძლებთ. 2017 წელს რამდენიმე მწარმოებელმა ასოციაციის ტიპის ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ, ეს გამოცდილების თვალსაზრისით ძალიან გვეხმარება, თუმცა ეს საკმარისი არ არის და საჭიროა, სახელმწიფოს მხრიდან დახმარება“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.


კიდევ ერთი კომპანიის „კოდალას“ დამფუძნებლი კოტე სვანაძე კი აცხადებს, რომ დღეს პრობლემა უსაფრთხო სათამაშოა. „ამიტომ შეხვედრაზე ყურადღებას სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ კანონის არარსებობაზე ვისაუბრებ, ასევე ქართული პროდუქციის ხელშეწყობაზე სახელმწიფოს მხრიდან. ყურადღება უნდა მიექცეს საექსპორტო ბაზრებსაც“, - განმარტა სვანაძემ.


რაც შეეხება სათამაშოების ბაზარს, როგორც კომპანიებში აცხადებენ, ბოლო ერთი წელიწადია საქართველოში სათამაშოების წარმოება პოპულარული გახდა და გაყიდვების მაჩვენებელი საშუალოდ 15-25%-ით გაიზარდა. თუმცა ,წარმოებლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი ყოველწლიურად ვითარდება, ქვეყანაში მასობრივი წარმოება მაინც არ ხდება, რაც ნეგატიურად აისახება ბიზნესზე.



ავტორი: ლიკა გურაბანიძე





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up