1–ლი მარტიდან სათამაშო ბიზნესი შემოსავლის 20-25%–ს დაკარგავს და 3500-დან 5000–მდე თანაშმრომელს დაითხოვს

1–ლი მარტიდან სათამაშო ბიზნესი შემოსავლის 20-25%–ს დაკარგავს და 3500-დან 5000–მდე თანაშმრომელს დაითხოვს

access_time2022-02-23 16:00:57

პირველი მარტიდან საქართველოში აზარტული თამაშებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. თუ როგორ ხვდება სათამაშო ბიზნესი რეგულაციებს, რამდენად აისახება ეს სექტორის საქმიანობაზე და რა მოლოდინები აქვს სექტორს რეგულაციების ამოქმედების შემდეგ – ამ და სხვა თემებზე „კომერსანტთან“ “სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, რეგულაციების ამოქმედების შედეგად სექტორი შემოსავლების დაახლოებით 20-25%–ს დაკარგავს.


„რეგულაციების ამოქმედების შემდეგ სათამაშო ბიზნესი სავარაუდოდ შემოსავლების 20-25%-ს დაკარგავს, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული კანონმდებლობით ჩვენ უცხოურ საიტებზე რეკლამის განთავსება გვეკრძალება, უცხოურ სათამაშო კომპანიებს ეძლევათ საშუალება, რომ გააკეთონ რეკლამა, შესაბამისად სხვადასხვა ოპერატორები შემოდიან საქართველოში და აგრესიული მარკეტინგის მეშვეობით ითრევენ თამაშებში იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებსაც თამაში ეკრძალებათ.

ეს სექტორში უკვე იგრძნობა და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, არის ძალიან ბევრი შემთხვევა იმისა, რომ გაჩნდა კლონი საიტები, გაჩნდა ისეთი ახალი შეთავაზებები, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს რომ თავი აარიდოს იმ რეგულაციებს, რომლებიც ხელისუფლებამ დააწესა“, - აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.


მისივე თქმით, უკვე შეინიშნება ექაუნთების ანუ პირადი ანგარიშების გაქირავების შემთხვევები, ასევე გამოჩნდნენ ე.წ. ხელზე მაზავშიკები, ისევე როგორც ეს საქართველოში 20-25 წლის წინ ხდებოდა და ქვეყანა უკონტროლო აზარტულ თამაშებში იყო ჩართული. მამულაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დღეს გადის ზუსტად იმ გზას რაც, წლების წინ ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმაც გაიარეს და შედეგი უფრო უარესი იყო, ვიდრე დადებითი.

 

“არსებობს ბევრი სხვა, მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყნების მაგალითები, სადაც მოხდა აკრძალვა, თუმცა აკრძალვას ბევრად უფრო უარყოფითი შედეგი მოჰყვა ვიდრე დადებითი, დღესდღეობით იგივე გზას გადის საქართველოც.

დღეს უკვე ვხედავთ, რომ ბაზარზე აქტიურად ოპერირებენ უცხოური საიტები, არსებობს ონლაინ ტექნოლოგიები, რომლებიც ნებისმიერ შეზღუდვას არიდებს თავს, იგივე vpn-ით ნებისმიერ იმ საიტთან შემიძლია დაკავშირება, რომელიც შეიძლება რომ პროვაიდერის დონეზე იყოს შეზღუდული, ასევე გადახდის მხრივაც არსებობს უამრავი მეთოდი, მაგალითად ონლაინ სერვისები, ელექტრონული საფულე, უცხოური ბანკები, რომლებზეც შემიძლია ონლაინ დარეგისტრირება და პლასტიკური ბარათის ფოსტით მიღება და ამ პლასტიკური ბარათით ოპერაციების განხორციელება. გარდა ამისა არსებობს კრიპტოვალუტაც, რომელსაც ვერც ერთი ქვეყნის იურისდიქცია ვერ აკონტროლებს და ეს მეთოდები გამოვლილი აქვს ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიც არის აშშ, ჩინეთი, თურქეთი, ოკუპანტი რუსეთი, ამ ქვეყნებმა ვერ მოახერხეს ამის დაბლოკვა და საქართველო უფრო ვერ მოახერხებს.

არსებობს უამრავი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა მოხდა შეზღუდვების შემდეგ ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგალითად როდესაც კენიაში მოხდა გადასახადების ზრდა , თეთრი ბაზარი გახდა სრულიად შავი ბაზარი, დღეს საქართველოში თეთრი ბაზარი ნელ-ნელა ხდება ნაცრისფერი ბაზარი და ეს მიიღო იმ გაუაზრებელმა და არასწორმა რეგულაციებმა, რომელიც დღეს დაგვიწესა საქართველოს მთავრობამ“, - აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.


მამულაიშვილმა აღნიშნა, რომ 2005 წლიდან მოყოლებული საქართველომ შეძლო და გადალახა ის ცუდი ზღვარი, რაც საქართველოს წლების განმავლობაში ჰქონდა და დახვეწა აზარტული თამაშების კანონმდებლობა, მისი კონტროლის მექანიზმები და მეთოდები. თუმცა, მისივე თქმით, დღეს წლების ნამუშევარი ჩამოიშალა.


რაც შეეხება სპორტული თამაშების სპონსორობას, მამულაიშვილი ამბობს, რომ ჩემპიონატების სპონსორინგი მათთვის მომგებიანი არ იყო და ამას საიმიჯოდ აკეთებდნენ და გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობამ მათ გადასახადები გაუზარდა, კომპანიებს სპონსორინგისთვის თანხები აღარ დარჩათ.



ახალი კანონმდებლობის მიხედვით შემოსავლების სამსახურთან ერთად უნდა შეიქმნას მომხმარებელთა ერთიანი ბაზა, სადაც განთავსდება ყველა იმ ადამიანის მონაცემები, ვისაც აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აკრძალული აქვს. კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა ამ ბაზის ფორმირება, გიორგი მამულაიშვილმა გვიპასუხა, რომ ბაზა უკვე შექმნილია, თუმცა მოესწრება თუ არა პირველ მარტამდე საიტის გაშვება, მაგაზე პასუხი არ აქვს, მისივე თქმით საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით შემოსავლების სამსახური სათამაშო ბიზნესთან აქტიურად თანამშრომლობს.

 

“ეს ბაზა შექმნილია, ახლა მიდის აქტიური კონსულტაციები შემოსავლების სამსახურთან, თუმცა სიმართლე გითხრათ ამის მარტამდე გაშვება როგორ მოესწრება, არ ვიცი, შემოსავლების სამსახური ამას ოპტიმისტურად უყურებს, მაგრამ როგორც კი ტესტირების რეჟიმზე გადავალთ, ხარვეზები შემდეგ გამოჩნდება, თუმცა შემოსავლების სამსახური ჩვენთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს და ეს თანამშრომლობა საქართველოს მთავრობის თანამშრომლობისგან აბსოლუტურად განსხვავდება. ჩვენ ხელისუფლებას მივმართეთ და ვთხოვეთ, რომ რეგულაციების ამოქმედება დროებით გადაევადებინა, თუმცა მთავრობამ ჩვენთან შეხვედრა კვლავ არ იკადრა და ეს გადავადება არ მოხდა“, - აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.


 

“კომერსანტის“ კითხვაზე, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ მოუწევთ თუ არა სათამაშო ბიზნესში ჩართულ კომპანიებს თანამშრომლების შემცირება, გიორგი მამულაიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი კომპანიებმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ, თუმცა პირველადი პროგნოზით კომპანიებს თანამშრომლების 20-25% - ით ოპტიმიზაცია მოუწევთ.

 


“რაც შეეხება თანამშრომლების შემცირებას, ეს ყველა კომპანიის კონფიდენციური ინფორმაციაა და მისი გადასახედია – შეინახოს თანამშრომელი თუ არა, თუმცა პირველადი პროგნოზი რაც არის, სათამაშო ბიზნესში და მის თანმხლებ ბიზნესებში დასაქმებულების სულ მცირე 35% შემცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 3500-დან 5000-მდე ადამიანი დარჩება უმუშევარი.

იგივე IT სფერო, სარეკლამო დარგი, იგივე მედია, რომელსაც სათამაშო ბიზნესი აფინანსებდა, ეს საკმაოდ დიდი ხარჯია, სათამაშო ბიზნესები ქირაობდნენ დამატებით ხალხს, რა თქმა უნდა ყველას მოუწევს ოპტიმიზაცია, ოპტიმიზაცია აუცილებლად იქნება სათამაშო ბიზნესშიც, თუმცა ეს რა დონეზე იქნება ამას ვერ გეტყვით. პირველადი პროგნოზი, რაც ჩვენ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გავაკეთეთ ეს არის, დანარჩენს დრო გვიჩვენებს თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიზნესი“, - აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.



საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 22 დეკემბერს, 82 ხმით 1-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლობის თანახმად 2022 წლის პირველი მარტიდან ააზარტული თამაშების რეკლამა იკრძალება, გარდა ამისა აზარტულ თამაშებში ჩართვა დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს აეკრძალება, ესენი არიან 25 წლამდე ასაკის პირები, სოციალურად დაუცველი ადამიანები, საჯარო მოხელეები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც თავად მიმართავენ შემოსავლების სამსახურს, რომ მსგავსი ქმედება შეეზღუდოთ.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up