რეგულაციები რომელიც სარგებელს არავის მოუტანს

რეგულაციები რომელიც სარგებელს არავის მოუტანს

person access_time2016-07-18 11:06:59

პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ახალი ცვლილებებია ინიცირებული. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივით გუგული მაღრაძე გაზაფხულზე შევიდა. ცვლილებები რადიკალურ ქმედებებს გულისხმობს, როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვის, ისე თამბაქოსთან დაკავშირებული რიგი პროდუქციის საერთოდ აკრძალვის სახით. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება, სწორედ მაშინ გადაწყდება მოხდება თუ არა ახალი რეგულაციების დაწესება.


„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ინიცირებული ახალი ცვლილებების თანახმად რიგი რეგულაციების დაწესება იგეგმება. მათ შორის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის სრული აკრძალვა, გარე რეკლამების სრული შეზღუდვა, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ან მისი აქსესუარის რეალიზაციის აკრძალვა იმ ფორმით, რომ ობიექტიდან მისი მიწოდება ხდება უშუალოდ ტრანსპორტში მსხდომთათვის.


გარდა ამისა, თამბაქოს რეალიზაცია არ უნდა იყოს ხილული და მისთვის დახურული ყუთები უნდა გამოიყენონ სარეალიზაციო დაწესებულებებში, მათ შორის ჯიხურებში, მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში.

 

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების ყველა სახის რეკლამის აკრძალვას. ასევე გაიზრდება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების მიერ დაკავებული ფართობი 30%-დან 65%-მდე და პიქტოგრამების გამოყენება. ამასთან, მოწევა უნდა აიკრძალოს სამარშრუტო ტაქსებში, ავტობუსებსა და კერძო ტაქსებში, ეს რეგულაცია რა თქმა უნდა პირველ რიგში ამ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს ეხებათ. ახალი კანონპროექტის თანახმად აღარ იქნება ე.წ. თამბაქოს გამყიდველი მაღაზიები გზაზე, რომლებიდანაც პირდაპირ ყიდულობენ მძღოლები სიგარეტს. ამას ემატება თამბაქოს რეალიზატორთათვის სავალდებულო ლიცენზირება და კიდევ ბევრი სხვა რეგულაცია. 


ახალი კანონპროექტის უკვე გახდა კრიტიკის ობიექტი, როგორც სახელმწიფო ჩინოვნიკებისა და სტრუქტურების მხრიდან, ისე ბიზნესისა და ეკონომიკის ექსპერტებისგან. ყველა თანხმდება, რომ საქართველოში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შესამცირებლად სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, თუმცა ზემოაღნიშნული კანონპროექტის ამ რედაქციით დამტკიცება, პრობლემას არ შეამცირებს და ამასთან სხვა პრობლემებს წარმოქმნის. თუნდაც, ის ფაქტი, რომ ყველა თამბაქოს რეალიზატორი ვალდებული იქნება სპეციალური ლიცენზია აიღოს უკვე კორუფციის საფრთხეებს ქმნის. ამასთან  თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ  უამრავი გარე მოვაჭრე თუ მცირე მეწარმე, რომელიც თამბაქოს რეალიზაციით არის დაკავებული, უბრალოდ გაკოტრდება, რადგან ახალ რეგულაციებს ვერ დააკმაყოფილებენ. ამას დავამატოთ კაფესა და რესტორნებისთვის მოთხოვნა, რომ შექმნან სპეციალური მოსაწევი ადგილები, რომელიც მთელი ფართის 20%-ზე ნაკლები უნდა იყოს და ამასთან იზოლირებული დანარჩენი დაწესებულებისგან. ამდაგვარი ინფრასტრუქტურის შექმნა რა თქმა უნდა დამატებით ხარჯებს მოითხოვს, რაც ამ მეწარმეებმა ისევ მომხმარებლების ჯიბეებიდან უნდა ამოიღონ. შედეგად მოუწევთ სხვადასხვა მომსახურებისა თუ პროდუქციის გაძვირება. რითაც ისევ და ისევ რიგითი მომხმარებელი დაზარალდება. 

 


აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციების შემოღებით კანონპროექტის ავტორიც კი არ ელოდება საგრძნობ დადებით პროცესებს ქვეყანაში მწეველთა რაოდენობის შემცირების კუთხით. როგორც გუგული მაღრაძემ გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი ტიპის კანონები მცირე შედეგს იძლევა. 


„მსგავსი ტიპის შეზღუდვებმა მწეველთა რაოდენობა საშუალოდ 1%-ით უნდა დაწიოს, მაგრამ ასეთი კანონპროექტი პოტენციური და არამწეველების უფლებებს იცავს,“ - განმარტავს კანონპროექტის ინიციატორი.


მართლაც საერთაშორისო პრაქტიკა მოწმობს, რომ მხოლოდ რეგულაციები შედეგს არ იძლევა. ყველაზე ეფექტურ მექანიზმად მწეველთა რაოდენობის შემცირებისათვის სახელმწიფოს მიერ წარმოებული სოციალური კამპანია მიიჩნევა. როდესაც ქვეყანა სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებით მოსახლეობას არწმუნებს, რომ მოწევა ცუდია. თუმცა, მსგავსი ტიპის კამპანიები დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ხოლო რეგულაციების დაწესება ქვეყანაში 0,5-1%-ით ამცირებს მწეველთა რაოდენობას, თუმცა ეს შეზღუდვებიც დროში გაწელილი და მოსახლეობაზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს, რაც ახალ კანონპროექტზე ნაკლებად ითქმის.


„თამბაქოს ინდუსტრია არ არის წინააღმდეგი ახალი რეგულაციების შემოღების, მაგრამ ეს უნდა იყოს ბიზნესისთვის პროგნოზირებადი და უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებადი. არ მესმის რაში გვჭირდება ისეთი რეგულაცია, რომელიც  უარეს შედეგს მოიტანს, არ შეამცირებს მწეველთა რაოდენობას და გაზრდის კორუფციის რისკებს? ამ მხრივ პლუსებისა და მინუსების გათვლა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე–პრეზიდენტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი.


ახალი კანონპროექტისადმი უარყოფითად არიან განწყობილნი, როგორც რიგი პარლამენტარებისა ისე სახელისუფლებო ჩინოვნიკებიც. როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი რამდენიმე სამინისტრომ და  სამთავრობო სტრუქტურამ უარყოფითი დასკვნა დადო აღნიშნულ კანონპროექტზე. 


„კანონპროექტში არის საკითხები, რომლებიც, ვფიქრობ, შესაძლებელია რეალურად განხორციელდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ცვლილებები არის ძალიან რადიკალური. რადიკალური ცვლილებები კი ყოველთვის რთულად აღსასრულებელია, რადგან იმ ჩვეულებების მკვეთრი ცვლილება, რომლებიც ადამიანებშია ერთბაშად ძნელი შესაცვლელია, იწვევს შინაგან პროტესტს და ამიტომ ადამიანები ადვილად არღვევენ ხოლმე ამ აკრძალვებს. 


მე ნაბიჯ-ნაბიჯ შეზღუდვების მომხრე უფრო ვიქნებოდი, ვიდრე ერთბაშად ყველას და ყველაფრის შეზღუდვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ შემცირდეს თამბაქოს მოხმარება და შემცირდეს ამით ზიანის მიყენება მათთვის, ვინც არ მოიხმარს. ოღონდ ეს უნდა მოხდეს გონივრულად, არა ისეთი ნაბიჯებით, რომელიც შეიძლება დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი და რეალურად არარეალიზებული.“,- აღნიშნავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძემ. 


აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით განსაზღვრული რადიკალური რეგულაციების გარდა, რომელთა მიმართაც კრიტიკა არ წყდება, ასევე გაუგებარია ახალი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის სისტემაც. ვინ უნდა გააკონტროლოს ტაქსისტი ეწევა თუ არა სიგარეტს ავტომანქანაში?! ან ვინ უნდა აზომოს ქვეყნის ყველა კაფე და ბარში არსებული მწეველთა ადგილები, მთლიანი ფართის 20%-ზე ნაკლებს შეადგენს თუ მცირედით მეტს?! აუცილებელია ხელისუფლებამ ყველა რეგულაციის შემოღების წინ კარგად აწონოს ამა თუ იმ ნაბიჯის მოსალოდნელი შედეგები და მხოლოდ შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. რადგან ისე არ მოხდეს, რომ ბავშვის დაბანას, თავად ბავშვი გადავაყოლოთ.

 



არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up