„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“

access_time2019-09-22 10:00:56

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ რეგულაციები არ გვჭირდება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა.  მანვე NDI-ს კვლევის ეკონომიკური ნაწილიც მიმოიხილა. მისი თქმით, კვლევის შედეგები ლოგიკურია და ასახავს მოსახლეობის დღევანდელ რეალობას.

„ საქსტატის მიხედვით, საშუალო ხელფასად 1200 ლარია მიჩნეული, თუმცა ეს ციფრი არ იძლევა რეალურ სურათს. NDI-ს კვლევაშიც გამოჩნდა,რომ ყველაზე მაღალი ციფრი საშუალო  ხელფასზე  სწორედ 500 ლარზე მოდის.

ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნების უმრავლესობაში ოჯახები თავიანთი შემოსავლის მნიშვნელოვან წილს საკვებზე ხარჯავენ. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ასევე ასახელებს კომუნალურ ხარჯებს. აქვე გასათვალისწინებელია სეზონური ფაქტორიც. კომუნალური გადასახადები წლის განმავლობაში განსხვავებულია. ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, კომუნალური გადასახადები და კვების ხარჯები ნამდვილად არის მთავარი გამოწვევა,“ - აღნიშნავს ბაირახტარი.

გადაცემაში მან ასევე ისაუბრა საბანკო რეგულაციებზე.

„ჩვენ ვერ ვნახავთ ვერთცერთი განვითარებული ქვეყნის ფინანსურ სისტემას,რომელიც სრულად დერეგულირებულია. სესხის გაცემა, შემოსავლების ყოველგვარი დადასტურების გარეშე, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. შეგვიძლია ვიდაოთ გარკვეულ ლიმიტებთან დაკავშირები,რომლებიც დაწესდა სესხის გაცემისას, რასაც მე არ ვეთანხმები. იგივეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებითაც, ამ მიმართულებით, რეგულაციების შერბილება ცუდი არ იქნება. მაგრამ ის განუკითხაობა, რაც იყო, საკმაოდ სერიოზულ რისკებს გვიქადდა, არა მხოლოდ საფინანსო მიმართულებით, არამედ ქვეყნის განვითარებაში. საზოგადოების ნაწილი სწორად აღიქვამს ამ გამოწვევებს და რისკებს,რომლებიც შეიძლება დამდგარიყო ამ მიმართულებით.

საქართველოში დასაქმებულების, დაახლოებით, 45% მოდის სოფლის მეურნეობაზე. თუ ციფრებს ჩავხედავთ ამ მიმართულებით, ვნახავთ რომ პოზიტიური შედეგები ნამდვილად არ გვაქვს. ტურიზმს რაც შეეხება, როგორც საზოგადოება, ისე ხელისუფლებაც, აღიქვამს რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკური ლოკომიტივი უნდა იყოს. მეორე საკითხია,რამდენად სწორია მომსახურების ეკონომიკაზე მეტი აქცენტის გაკეთება.


ზოგადად, ძალიან ინდივიდუალურად აღიქვამს საზოგადოება სახელმწიფო ეკონომიკურ პროცესებში ჩარევას. მე ყოველთვის ვამბობ,რომ რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ რეგულაციები არ გვჭირდება. ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს თუ შევხედავთ, საზოგადოება სახელმწიფოს როლის ზრდას  ხედავს სამუშაო ადგილებზე, ადამიანების უფლებების დაცვასთან ერთად. ბევრი სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა, ჩემი აზრით, სწორედ ამ მიმართულებით არის აქცენტი,“ - ამბობს პაატა ბაირახტარი.

მან ასევე ისაუბრა საპენსიო ფონდის შესახებ. მისი თქმით, საქართველო ჯერ არ იყო მზად ამ რეფორმისთვის.

 

„საპენსიო ფონდის ნდობასთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ,რამდენიმე კატეგორია. ამ საკითხს უნდობლობით ეკიდება მათ შორის ადამიანების ის კატეგორია, რომლებსაც უკვე აქვთ ანაბრების დაკარგვის  გამოცდილება საბჭოთა კავშირის დროს. მომისმენია თეორია იმის შესახებ, რომ 10 წლის შემდეგ შეიძლება ქვეყნის არსებობის საკითხი დადგეს კითხვის ნიშნიშ ქვეშ, ასეთ რეალობაში არ სურთ ადამიანებს მათ თანხებს სახელმწიფო განკარგავდეს. თუ ასეთი დონის დაშვებებს ვაკთებთ, მაშინ შეიძლება ნებისმიერ საკითხს მივუდგეთ უნდობლობით.

ჩვენი ქვეყანა, ფასიანი ქაღალდების ბაზრიდან გამომდინარეც, ჯერ არ იყო მზად საპენსიო რეფორმისთვის. თუმცა ეს იყო რეფორმა,რომელიც აუცილებლად დასჭირდებოდა ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში.

მენტალურად, ქართველი ერი, არ არის დამზოგავი ერი. თუმცა, როდესაც ადამიანი ყოველდღიურ საჭიროებებს ვერ უმკლავდება, მას დანაზოგის გაკეთებისკენ ვერ მოვუწოდებთ. საპენსიო ფონდს,რომ დავუბრუნდეთ, ამ პროგრამაში ნებაყოფლობით მცირე კატეგორია ჩაერთო,“ - აღნიშნავს პაატა ბაირახტარი.

 





„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“

„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“
access_time2020-01-24 10:45:27
საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. ეროვნული ბანკის ცნობით, ამ კანონის მიღებით ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი იწყება, დერივატივები კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვა. ახალი...

მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ

მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ
access_time2020-01-24 10:00:28
„სახელმწიფოს მიტაცება, ძალაუფლების კონცენტრაცია, ძლიერი პოლიტიკური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სასამართლოს არასაკმარისი დამოუკიდებლობა კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს პოლიტიკური მთლიანობისთვის“, -ამ უმწვავეს შეფასებას „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ  საქართველოს მონაცემები კორუფციის აღქმის ინდექსში  გასულ წელთან შედარებით სამი  ქულით...

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...


მსგავსი სიახლეები

up