„რეგულაცია ხარჯების გაზრდას და საეჭვო გარიგებების შემცირებას გამოიწვევს“ - ლომბარდებს შსს-ისთვის ინფორმაციის მიწოდება დაევალათ

„რეგულაცია ხარჯების გაზრდას და საეჭვო გარიგებების შემცირებას გამოიწვევს“ - ლომბარდებს შსს-ისთვის ინფორმაციის მიწოდება დაევალათ

access_time2021-03-05 10:00:40

ლომბრდებს, ანუ სესხის გამცემ სუბიექტებსაქვთ ვალდებულება 1-ელი აპრილისთვის უკვე იყვნენ დარეგისტრირებული შსს-მიერ შექმნილ სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე, სადაც თითოეული ნივთის ჩამბარებლის და მიღებული ნივთის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად უნდა წარადგინონ.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ბრძანების მიხედვით, არსებულ ორგანიზაციებთან ერთად ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ამ ბრძანების ძალაში შესვლის შემდგომ რეგისტრირებულ სესხის გამცემ სუბიექტებსაც აქვთ. ცვლილება კი ლომბარდების სექტორში არალეგალური და ზოგჯერ მოპარული საქონლის ბრუნვის შემცირებას ისახავს მიზნად.

 

სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში სამინისტროს მიერ შემუშავებული ელექტრონული სერვისის ინტეგრაცია განახორციელოს სამინისტროსთვის მიმართვიდან ორი თვის ვადაში. აღნიშნულ ვადაში სუბიექტის სპეციალური ელექტრონული პროგრამის სამინისტროს მონაცემთა ბაზასთან ქსელურ კავშირს ერთობლივად უზრუნველყოფენ სუბიექტი და სამინისტრო, - ნათქვამია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში.

 

„საქართველოში არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ დამფუძნებელი გივი კორინთელი ამბობს, რომ ახალი რეგულაციის შედეგად დანახარჯი პროგრამული უზრუნველყოფისთვის გაიზრდება, თუმცა ცვლილება დარგში საეჭვო გარიგებების მოცულობას შეამცირებს.


 

„ახალი ვალდებულების შედეგად, ლომბარდებს პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ ხარჯები გაეზრდებათ, განსაკუთრებით მცირე ზომის ლომბარდებისთვის იქნება ეს დამატებითი წნეხი, მაგრამ რადგან ეს შსს-ს და არა უშუალოდ რეგულატორის ანუ ეროვნული ბანკის ინიციატივაა, სავარაუდოდ უფრო გლობალური საკითხია, რომელიც ფულის გათეთრებასთან და უსაფრთხოებასთანაა კავშირში. შსს ძირითადად არა ლოკალური, არამედ გლობალური საფრთხიდან გამომდინარე მოქმედებს, შესაბამისად ვთვლი, რომ ეს მარტო ჩვენთან არ ხდება, არამედ მსოფლიო მიდის იმისკენ რომ პროცესები უფრო გამჭვირვალე იყოს და მსესხებლების შესახებ ინფორმაცია უფრო მეტად მრავლისმომცველი გახდეს. ეს ცვლილება დარგში საეჭვო გარიგებების მოცულობას შეამცირებს, ლომბარდებში არაკეთილსინდისიერად მოპოვებული ქონება თუ ძვირფასეულობა  პრაქტიკულად გამოირიცხება.

 

გარდა იმისა, რომ დანახარჯი პროგრამული უზრუნველყოფისთვის გაიზრდება, ეს საკითხი ვფიქრობ ასე მარტივად არ მოგვარდება და დროშიც გაიწელება.

 

მარეგულირებლისგან განსხვავებით, რომლის რეგულაციები ხშირ შემთხვევაში კაბალურია და სფეროს მოთამაშეეების შემცირებას იწვევს, ეს ინიციატივა არ იქნება ასეთი მტკივნეული სესხის გამცემი სუბიექტებისთვის. არსებობენ დიდი ლომბარდები, რომლებიც ამას აქამდეც აკეთებდნენ, უფრო მცირე ორანიზაციებს კი მოუწევთ გადაწყობა და ყველაფრის მკაცრად დაცვა. ეს დამატებითი, ზედმეტი პროცედურაა, რომელსაც უნდა შეეგუონ, სხვა გზა არ არის“, - განმარტა გივი კორინთელმა.

 

აღსანიშნავია, რომ 1-ელი თებერვლიდან 1-ელ მარტამდე კომპანიებს აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაცია დაევალათ, 1-ელი მარტიდან 1-ელ აპრილამდე კი ვებ-გვერდზე სესხის გამცემმა სუბიექტებმა საკუთარი პროცესების  ინტეგრაცია უნდა მოახდინონ. ახალი ვალდებულება ლომბარდებს 2019 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაეკისრათ, როდესაც სესხის გამცემი ობიექტებისთვის რეგულაციები შეიცვალა. მაშინდელი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მიზეზად აცხადებდა, რომ ლომბარდების საქმიანობა არ არის გამჭვირვალე და ხშირია, როცა მოპარული ნივთები სწორედ მათი მეშვეობით იყიდება.


ნინო თამაზაშვილი

თეგები:
ლომბარდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up