რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 75%-ზე მეტი უმოქმედოა

რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 75%-ზე მეტი უმოქმედოა

access_time2021-01-19 17:00:06

საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ იურიდიულ პირთა რაოდენობამ 2021 წლი 1-ლი იანვრისთვის 293 186-ს მიაღწია, თუმცა მათგან მოქმედი მხოლოდ 26.4% - 77 388 იყო, ინდმეწარმეთა ჩათვლით რეგისტრირებულ ბიზნესსუბიქტთა რაოდენობა 761 622-მდე იზრდება, საიდანაც მოქმედი მეოთხედზე ნაკლები - 24.7% სულ 188 448 ობიექტია.


მოქმედ კომერციულ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა - 98%-ზე მეტი 76 108 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, 1%-ზე ოდნავ მეტი - 881 სააქციო საზოგადოება. დანარჩენების წილი მინიმალურია: 184 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, 18 კომანდიტური საზოგადოება და 197 კოოპერატივი. რეგისტრირებულ და მოქმედ საწარმოებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა კოოპერატივებშია. თუ შპს-ებიდან 27%-ა მოქმედი, სააქციო საზოგადოებებიდან 30%-ზე მეტი, კოოპერატივებში ეს წილი 3.6%-ს არ აღემატება.


შპს-ს პოპულარობას მისი მარტივი რეგისტრაცია და სამართლებრივი მოწყობის ფორმა განაპირობებს, ქონებრივი პასუხისმგებლობა მის დამფუძნებლებზე და მეწილეებზე არ გადადის. ანალოგიურ პრინციპზეა დაფუძნებული სააქციო საზოგადოებაც, თუმცა ის სამართავად უფრო რთულია და მხოლოდ დიდი კომპანიების ნაწილი რეგისტრირდება ამ ფორმით. ბანკებს სააქციო საზოგადოებებად ოპერირებას კანონი ავალდებულებს.



აქტიურ ინდმეწარმეთა რაოდენობა, რომელიც იურიდიულ პირს წარმოადგენს, მაგრამ მოქმედებს როგორც ფიზიკური პირი 111 060-ს შეადგენს. შპს-სგან განსხვავებით ინდმეწარმე პასუხს მთელი თავისი ქონებით აგებს.

2020 წელს ახლადრეგისტრირებულ ბიზნსსუბიექტთა რაოდენობამ 40.3 ათასი შეადგინა, რაც ბოლო 9 წლის მინიმუმია.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up