რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტუდენტებს  სტაჟირებას სთავაზობს

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს

access_time2019-06-12 19:30:39

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა, რაც სტუდენტების სტაჟირებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და მათ შემდგომ დასაქმებას გულისხმობს.


,,ჩვენი სამინისტროს სამშენებლო არეალი ძალიან დიდია და მოიცავს როგორც სამშენებლო სექტორს, ასევე საპროექტო სამუშაოებს, გარემოსდაცვით და გეოლოგიურ კვლევებს, წყალგაყვანილობის და ნარჩენების მართვის მენეჯმენტს და ა.შ. ძალიან ხშირად ვაწყდებით კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობას. ჩვენს კონტრაქტორებსაც აქვთ სურვილი დაასაქმონ ახალგაზრდა პროფესიონალები, მაგრამ სამწუხაროდ მათ ვერ პოულობენ, სწორედ ამიტომ ჩვენს თანამშრომლობას უმაღლეს სასწავლებლებთან დიდი პერსპექტივა აქვს. გადავწყვიტეთ თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ სამშენებლო სექტორში ამ პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენი სურვილია სტუდენტებმა სტაჟირება გაიარონ ჩვენს სამსახურებში და კონტრაქტორებთან და თეორიულ გამოცდილებას პრაქტიკულიც შეუთავსონ“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ დამსწრეებს სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა წარუდგინა და სურვილი გამოთქვა რაც შეიძლება მალე მოხდეს მემორანდუმის გაფორმება ამ მიმართულებით, რომ ამა წლის აგვისტოში სტუდენტებმა უკვე შეძლონ პრაქტიკის გავლა ობიექტებზე.


მან ასევე აღნიშნა, რომ დეპარტამენტის ორგანიზებით ერთი კვირის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზაზე მიმდინარე სამუშაოებზე იმყოფებოდნენ, სადაც საშუალება ჰქონდათ ხიდების, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაცნობოდნენ.


უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები მიესალმნენ სამინისტროს ინიციატივას და მომავალ შეხვედრაზე და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.



როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, სამინისტრო ელოდება საპასუხო ხედვებს და საჭიროებებს უმაღლესი სასწავლებლებისგან და მზადაა ამ ინიციატივას გრძელვადიანი და სისტემური ხასიათი მიეცეს, ასევე გარკვეული როლი ითამაშოს ამ პროფესიების პოპულარიზაციაში.


„კომერსანტი“





საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები

საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები
access_time2019-06-18 09:00:10
 „იმისთვის, რომ საქართველო შეუერთდეს თავისუფალ ეკონომიკებს, მათ შორის ამერიკულ ეკონომიკას და ჰქონდეს პრეტენზია რეგიონში იყოს კონსოლიდატორი ამერიკული ეკონომიკური აქტივობების, ამას სჭირდება ინფრასტრუქტურულად, ინსტიტუციურად გამართული პოლიტიკური სისტემა და არა არაფორმალური მმართველობა,“- ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელის მიხედვითაც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი...

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა
access_time2019-06-17 20:00:07
რუსულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც წესით, უნდა ყოფილ ძალიან სასიხარულო აფხაზებისთვის - „აფხაზეთი  რუსეთის მოქალაქეებს შორის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში, აფხაზეთში ჩავიდა 803 000 რუსი ტურისტი, მაშინ როდესაც ფინეთში 731 000, ყაზახეთში 528 000, ჩინეთში 484 000, გერმანიაში -...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე
access_time2019-06-17 19:00:07
წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით, — ეს სიტყვები  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას განაცხადა.  ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ივანიშვილის განცხადება,  როგორც ბევრი სხვა “ქართული ოცნების“ დაპირება და დაასკვნა, რომ  ეს განცხადება...

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

სერგეენკოს ჰქონდა როგორც ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი

 სერგეენკოს ჰქონდა როგორც  ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი
access_time2019-06-18 10:00:43
„ისეთი ექიმი კი არ არის, რომელსაც დიპლომი აქვს მხოლოდ, არამედ მას ნამუშევარი აქვს კლინიკაში და იცის რა არის მძიმე პაციენტის მოვლა და ღამისთენება,“ - ასე აფასებს დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე. როგორც ცნობილია, არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს და მის შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის...


მსგავსი სიახლეები

up