რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტზე იმსჯელეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტზე იმსჯელეს

access_time2018-05-12 12:07:03

რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტზე იმსჯელეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. როგორც „კომერსანტს“ სამინიტროდან აცნობეს, შეხვედრას მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


პროექტს საქართველოში UNDP, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 


პროექტის პირველი ფაზა 2012 წელს დაიწყო და გასულ წელს დასრულდა.

 


მეორე ფაზის ფარგლებში (2018-2021 წწ) დასახული მიზნებია - თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, ადგილობრივ დონეზე ეკონომიკის განვითარება, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდების მიზნით, ცენტრალური და ადგილობრივი ინსტიტუტების შესაძლებლობების გაუმჯობესება. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა ტურისტულ პოტენციალსა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობაზე.


 


პროექტის მიზანია ხელი შეეწყოს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას და მათი შესაძლებლობების ამაღლებას, რაც რეგიონებში ეკონომიკისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მეტი ჩართულობის წინაპირობაა. ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინიციატივები, რომლითაც ისარგებლებს ქვეყნის ყველა მოქალაქე.

 


საკანონმდებლო ბაზის განვითარების აუცილებლობასთან ერთად, მხარეებმა იმსჯელეს საჯარო მოხელეების პროფესიული უნარების გაუმჯობესებაზე, ტრენინგების ეროვნული სისტემის და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე. საუბარი შეეხო რეგიონულ და მუნიციპალურ სტრატეგიებს, სამოქმედო გეგმებსა და პროექტებს მდგრადი ადგილობრივი განვითარებისათვის.

 

 

 

 




კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ გარემოს

კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ  გარემოს
access_time2019-06-16 16:00:24
კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.ფინანსთა...

შეიძლება ორი თვით ადრე, რომ გვეთქვა ჯობდა - ფინანსთა მინისტრი ოქროს სიის შეღავათების გაუქმებაზე

შეიძლება ორი თვით ადრე, რომ გვეთქვა ჯობდა - ფინანსთა მინისტრი ოქროს სიის შეღავათების გაუქმებაზე
access_time2019-06-16 16:00:13
“შეიძლება ორი თვით ადრე რომ გვეთქვა, ჯობდა, თუმცა მოხდა ის,  რაც მოხდა” - განაცხადა ოქროს სიის შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით Forbes-ის კვირის...

რატომ იტყუება მუდმივად ქართული ოცნება - ნაწილი მეხუთე

რატომ იტყუება მუდმივად ქართული ოცნება - ნაწილი მეხუთე
access_time2019-06-16 12:02:03
ბათუმში, ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ორი ათასზე მეტი ოჯახი უკანონოდ ცხოვრობს. ეს ადგილი, ალბათ, ადამიანთა უბადრუკი ყოფის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დასტურია. ანტისანიტარია ერთიანად იგრძნობა ყნოსვით, ხედვით, შეხებით, სმენითაც...

ჭიათურა - მშრომელების ციხე

ჭიათურა - მშრომელების ციხე
access_time2019-06-16 18:00:31
პირის ამოკერვა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა საბჭოთა გულაგში გაჩნდა....

ივანე მაჭავარიანი - ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება

ივანე მაჭავარიანი - ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება
access_time2019-06-16 10:00:21
ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს, აქვს თუ არა უფლება ინვესტორს, რომ დააღრმავოს ეს ლეგიტიმური კითხვაა და მგონია, რომ ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს, - განაცხადა ფინანსთა...


მსგავსი სიახლეები

up