რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, განათლების ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, განათლების ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს

access_time2020-09-15 19:00:04

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით, განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.



„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 ახალ სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში.



აქედან, უკვე დასრულდა 8 ახალი სკოლის მშენებლობა, 33 ახალ სკოლაში სამუშაოები წელს სრულდება, დანარჩენი 25 სკოლა კი მომავალ წელს შევა ექსპლოატაციაში.



60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლები აშენდა ქვემო ქართლის რეგიონის 4 სოფელში - იმერში, ენაგეთში, საღრაშენში და მუხროვანში, შიდა ქართლის რეგიონის 3 სოფელში - კოდისწყაროში, წინარეხსა და ოთარაშენში, კახეთის რეგიონის სოფელ ბოდბეში აშენდა 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა, ხოლო სამცხე-ჯავახეთის სოფელ მოხეში დასრულდა 200 ბავშვიანი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.




ყველა სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. პროექტები ითვალისწინებს საკლასო ოთახების, სპორტული მოედნებისა და ეზოს კეთილმოწყობას, გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების გამართვას. სკოლები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე.



საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB, NEFCO) აფინანსებენ.



პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.



მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც დეცენტრალიზაციის სტრატეგიითაა გათვალისწინებული, წელს, პანდემიით გამოწვეული აუცილებლობის გამო, 725 სკოლაში დაიგეგმა სველი წერტილების მოწესრიგება. სამუშაოები, უმეტეს შემთხვევაში, ეზოებში არსებული საპირფარეშოების ძირითად შენობასთან მიერთებას ითვალისწინებს. აქედან 521 სასწავლო დაწესებულებაში სამუშაო უკვე დასრულდა, ხოლო იმ სკოლებში, სადაც რემონტი ჯერაც მიმდინარეობს და 10 ოქტომბრამდე დასრულდება, ყველგან არსებობს ალტერნატიული სველი წერტილები დროებითი სარგებლობისთვის.



წელსვე დაიწყო 80 სკოლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაო და ყველა პროექტი მომავალ წელს დასრულდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up