„რეგიონში ჩვენთან კორუფციის ყველაზე დაბალი დონეა, ამასთან ევროკავშირის 9 ქვეყანაზე წინ ვართ“ - გიორგი ცუცქირიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებზე

„რეგიონში ჩვენთან კორუფციის ყველაზე დაბალი დონეა, ამასთან ევროკავშირის 9 ქვეყანაზე წინ ვართ“ - გიორგი ცუცქირიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებზე

access_time2021-01-28 14:04:27

საფინანსო საკითხების ექსპერტის, პროფესორ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ქვეყანაში კორუფციის დონის შეფასებისას ხშირად პოლიტიკური ხასიათის სპეკულაციები ხდება.


ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.


ცუცქირიძე ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომელიც კორუფციის აღქმის ინდექსს ეხება.


„ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას, მინდა, ვისაუბრო ფაქტორზე, რომელზეც, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე სპეკულაციები, მათ შორის პოლიტიკური ხასიათის - ეს არის კორუფცია. ვითომ კორუფცია ქვეყანაში მზარდია, ვითომ ეს კორუფცია სიტემური, ელიტურია და ა.შ. კორუფციაზე ძალიან ბევრი ინსინუაციებია. სამწუხაროდ ბევრი „ფეიკი“, ანუ ინფორმაციის დამახინჯება გადის ამ მიმართულებით.



ერთერთი ყველაზე კარგი არბიტრი იმ რეფორმებისა, რომელიც ქვეყანაში 2012 წლიდან და განსაკუთრებით ბოლო 5 წელიწადში განხორციელდა, ესაა კორუფციის დონის შეფასება. ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც ამას აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობაა“. მას აქვს კორუფციის აღქმის თავისი ინდექსი, რომელიც აჩვენებს, როგორია კორუფციის დონე ამა თუ იმ ქვეყენაში. ეს პირველ რიგში, გულისხმობს როგორც ბიზნესის თავისუფლების მაჩვენებლებს, ისე საინვესტიციო ნაწილს, ანუ ინვესტორები რამდენად არიან დაცული ამ ქვეყანაში შესვლისას, ასევე აჩვენებს რეფორმებს, რომელიც სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში ხორციელდება“- განაცხადა ცუცქირიძემ.


მისივე თქმით, ბოლო კვლევის მიხედვით აღნიშნული მიმართულებით, საქართველო 180 ქვეყანას შორის წამყვანი ქვეყნების რიგშია.


„გამოქვეყნდა ბოლო კვლევა, 2020 წლის შეფასება. ამ კვლევის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყანას შორის წამყვან ქვეყნებშია, ვართ 25 %-იან არეალში. რეგიონში ვართ ლიდერი ბოლო 5 წლის მანძილზე. რეგიონში ჩვენთან კორუფციის ყველაზე დაბალი დონეა. მაგრამ, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის 9 ქვეყანაზე წინ ვართ. ანუ, ზოგადად, მთელი ეს თემა კორუფციასთან დაკავშირებით არის არა მარტო გადაჭარბებული, არამედ ხშირად თითიდან გამოწოვილი, ხაზს ვუსვამ, ხშირად „ფეიკების“ ნაწილი, რომელსაც გარკვეული მიზნებით პოლიტიკური ოპონენტები ახორციელებენ.


რაც შეეხება ისეთ მნიშვნელოვან ინდიკატორს, როგორიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რაც საინვესტიციო გარემოს შეფასების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მათ შორის კორუფციისაგან თავისუფლების შესაფასებლად, აქ საქართველოს თუნდაც იგივე ბოლო 5 წლის მიხედვით, არა თუ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.


ესაა რეალობა და არა ცალკეული შეფასებები, ან ჩემი თვალსაზრისი. მე უბრალოდ ვეყრდნობი ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებას“- განაცხადა ცუცქირიძემ.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up