გლობალური მონაცემთა ბაზა Numbeo, რომელიც მსოფლიოში სამომხმარებლო ფასებს სწავლობს, მსოფლიოში 107 ქვეყანაში 1 ბოთლი ღვინის საშუალო ფასის რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგში საქართველო 75-ე ადგილზეა და ბოთლი ღვინის საშუალო ფასი 5.84 დოლარია, 74-ზეა აზერბაიჯანი (5.88 დოლარი), 49-ზე სომხეთი (7.7 დოლარი), 48-ზე თურქეთი (7.87 დოლარი), 65-ზე რუსეთი (6.56).
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, საფრანგეთი 56-ე ადგილზეა (7.58$), იტალია - 67-ზე (6.50 დოლარი).
ამ რეიტინგის მიხედვით მსოფლიოში ღვინო ყველაზე ძვირი სინგაპურში, იორდანიასა და ომანშია.
იმ ქვეყნების ათეული სადაც 1 ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი ღირს ასე გამოიყურება:
1. სინგაპური 22.60
2. იორდანია 21.14
3. ომანი 20.78
4. ინდონეზია 19.77
5. ჰონგ კონგი (ჩინეთი) 19.11
6. ისლანდია 18.07
7. ტრინიდადი და ტობაგო 17.67
8. ტაილანდი 17.60
9. ბაჰრეინი 17.24
რეიტინგის მიხედვით 1 ბოთლი ღვინო 3 დოლარზე ნაკლები ღირს: ირანში, ლიბიაში, ქუვეითში, საუდის არაბეთში, პაკისტანში, კატარსა და ბანგლადეშში.
იმ ქვეყნების ათეული სადაც 1 ბოთლი ღვინო ყველაზე იაფი ღირს ასე გამოიყურება:
1. განა - 3.24 დოლარი,
2. არგენტინა - 3.00 დოლარი,
3. უზბეკეთი - 3.00 დოლარი,
4. ირანი - 3.00 დოლარზე ნაკლები,
5. ლიბია - 3.00 დოლარზე ნაკლები,
6. ქუვეითი - 3.00 დოლარზე ნაკლები,
7. საუდის არაბეთი - 3.00 დოლარზე ნაკლები,
8. პაკისტანი - 3.00 დოლარზე ნაკლები,
9. კატარი - 3.00 დოლარზე ნაკლები,
10. ბანგლადეში 3.00 დოლარზე ნაკლები.