რეგიონის ქვეყნებში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლებს აჭარბებს

რეგიონის ქვეყნებში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლებს აჭარბებს

access_time2021-05-07 20:00:00

TBC Capital-ს განცხადებით, რეგიონულ ეკონომიკებში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლებზე მაღლა რჩება და მარტის თვეში იზრდება.


მათივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის პოზიციები შესაბამისმა ცენტრალურმა ბანკებმა მთელი თვის განმავლობაში გაამკაცრეს, რათა შიდა ეკონომიკებზე მზარდ ინფლაციურ ზეწოლას დახმარებოდნენ.


მათ შორის, სებ-მა 28 აპრილს, რეფინანსირების განაკვეთი 1 %-ული პუნქტით, 9.5%-მდე გაზარდა. გადაწყვეტილება მაღალი ინფლაციისა (7.2%) და მოსალოდნელი ინფლაციის დონეების დაძლევისთვის მიიღეს. მშპ-ს რეალურმა ზრდამ მარტში შეადგინა 4%, იანვარსა და თებერვალში -11.5% და -5.1%-ის შემდეგ. შესაბამისად, 1Q21-ის მშპ-ს ზრდა -4.2% -მდე იყო.


ამავე დროს, აპრილში საქართველომ წარმატებით მოახდინა არსებული სუვერენული ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის, ახალი $500 მლნ-ის ევროობლიგაციის გამოშვება.


რუსეთში წლიური ინფლაცია მარტში 5.8% შეადგინა, თებერვალში 5.7%. გაზრდილი ფასების საწინააღმდეგოდ, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების გაკავეთი 23 აპრილს 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა. რეფინანსირების განაკვეთი 5% იქნება მინიმუმ 2021 წლის 1 ივნისს დაგეგმილ დირექტორთა საბჭოს სხდომამდე.



თურქეთის წლიურმა ინფლაციამ მარტში 16.19% შეადგინა. თურქეთის ინფლაციური მოლოდინები კვლავ იზრდება და კიდევ უფრო გაიზარდება 2021 და 2022 წლებისთვის.


ფასების სტაბილურობის მისაღწევად თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა შეინარჩუნა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პოზიცია და 15 აპრილის კომიტეტის სხდომაზე კურსი 19% –ზე შეინარჩუნა.


სომხეთის ცენტრალური ბანკის საბჭოს 4 მაისს გამართულ სხდომაზე, საქონლის ფასების მუდმივი და მზარდი, ეკონომიკური ზეწოლისა და სავალუტო გაუფასურების ფონზე, სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა პოლიტიკის კურსი 6% -მდე.


სომხეთის წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე 4%-ზე მაღლა კვლავ გაიზარდა და 2021 წლის მარტში 5.8% შეადგინა წინა თვის 5.3%-ის შემდეგ.


რაც შეეხება უკრაინას, წლიური ფასების ინდექსის სამიზნე მაჩვენებლიდან გადახრა მარტში მოსალოდნელზე მაღალი იყო და 8.5% შეადგინა. ცენტრალურმა ბანკმა 15 აპრილს 1% -ული პუნქტით გაზარდა ძირითადი პოლიტიკის მაჩვენებელი 7.5% –მდე. ბანკი საჭიროების შემთხვევაში გეგმავს პოლიტიკის განაკვეთის კიდევ უფრო გამკაცრებას, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის 5% -ის მისაღწევად, 2022 წლის პირველი ნახევრისთვის.


GBC.GE


თეგები:
ინფლაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up