რამდენიმე დღიანი გამყარების შემდეგ ლარმა კვირა გაუფასურებით დაასრულა. 25 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.19 თეთრით 3.1489-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კი კურსი უცვლელად 3.1450-ზე ნარჩუნდება.
დოლარის გარდა ლარი 0.1 თეთრით 3.7601-მდე გაუფასურდა, ფუნტთან მიმართებაში კი პირიქით 1.97 თეთრით 4.3789-მდე გაუფასურდა. რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების ვალუტებს, ლარი თირქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3626-მდე გამყარდა, აზერბაიჯანულ მანათთან 0.18 თეთრით 1.8503-მდე გაუფასურდა. 100 რუსული რუბლი 1.04 თეთრით 4.3639-მდე გაძვირდა, 12.29 თეთრით 6.3300-მდე გაძვირდა 1000 სომხური დრამიც.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე რუბლი დოლართან მიმართებაში 0.28%-ით 72.0693-მდე გამყარდა, 0.14%-ით 8.6952-მდე გამყარდა თურქული ლირაც, 0.11%-იანი გამყარების შემდეგ 1 აშშ დოლარი 1.6975 აზერბაიჯანული მანათი ეღირება, ყველაზე მეტად, 2.25%-ით 497.56-მდე რეგიონში სომხური დრამი გამყარდა.