რეგიონის პრიორიტეტი - ჯანმრთელი კვება

რეგიონის პრიორიტეტი - ჯანმრთელი კვება

access_time2016-04-26 10:17:39

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის მიმართვა ევროპის ქვეყნებს


მას შემდეგ, რაც ევროპამ რეგიონში შიმშილის მაჩვენებელი საგრძნობლად შეამცირა, ახალი გამოწვევის წინაშე დადგა: მან უნდა შეძლოს საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ადამიანთა ჯანრთელობის გაუმჯობესება. მე, როგორც მსოფლიოში შიმშილთან მებრძოლი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, არაფერი მანიჭებს უფრო დიდ კმაყოფილებას, ვიდრე იმის დანახვაა თუ როგორ მიიღწევა ჩვენს რეგიონში სურსათის უსაფრთხოება.


53 წევრი ქვეყნითა და ერთი წევრი ორგანიზაციით, ევროპა და ცენტრალური აზია FAO-ს ყველაზე დიდი რეგიოინია, რომელიც კვეთს 13 სასაათე სარტყელს ატლანტიდან წყნარ ოკეანემდე. ჩვენი მონაცემების მიხედვით, რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში სურსათის უსაფრთხოების დონემ საგრძნობლად მოიმატა. მოშიმშილე მოსახლეობის მაჩვენებელმა კი 1990 წლის შემდეგ 40 პროცენტით დაიკლო.


სამწუხაროდ, ამბავი ამით არ მთავრდება.


არასათანადო კვება, რეგიონის პრობლემად რჩება. მას სხვადასხვაგვარი ფორმა აქვს, იქნება ეს მიკროელემენტების დეფიციტი, ზრდის შეჩერება, კახექსია, ჭარბი წონა და სიმსუქნე. ფაქტია, რომ რეგიონის ქვეყნების უმეტესობას სიმსუქნის შემაშფოთებელი მონაცემები აქვს - ზრდასრული მოსახლეობის 20 %-ზე მეტს ეს პრობლემა აწუხებს. არასათანადო კვება ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფასად უჯდება ადამიანს.


რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ როგორც კი საზოგადოება თავს აღწევს შიმშილს, დღის წესრიგში დგება ახალი პრობლემები - არასწორი დიეტა და ცხოვრები წესი. ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციები, მათ შორის, მაღალი ხელფასები ღარიბ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ზედმეტად გადამუშავებული საკვების სიიაფე და ხელმისაწვდომობა იწვევს კვების კულტურის მოშლას და მივყავართ ჭარბი წონის პრობლემამდე. 



არააქტიური ცხოვრების წესი სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.


ჯანსაღი კვება ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველა დიდი გამოწვევაა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის.


ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით საჭირო მიმართულებით, როცა 2014 წლის ნოემბერში ჯანმრთელ კვებას  საერთაშორისო კონფერენცია მივუძღვენით. 


სწორედ მაშინ მივიღეთ რომის დეკლარაცია, რომელიც წარმოადგენს ჩარჩოხელშეკრულებას რეგიონში არასათანადო კვების აღმოსაფხვრელად. 


ქვეყნებმა ამ დეკლარაციით პასუხისმგებლობა აიღეს, რომ სურსათის სფეროში შემოიღებენ შესაბამის რეგულაციებს, რათა წარმოებული საკვების მოხმარება უსაფრთხო იყოს მოსახლეობისთვის.


იმისათვის რომ წარმატებას მივაღწიოთ, ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ შესაბამისი რეგულაციები და სურსათის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარონ, შეამცირონ საკვების დანაკარგი, მომხმარებელს უბიძგონ ჯანსაღი პროდუქტის მოხმარებისკენ, მისცენ მოსახლეობას შესაბამისი განათლება სწორ კვებასთან დაკავშირებით, დააწესონ პროდუქტის შეფუთვისა და მისი შემადგენლობის  ზუსტი ეტიკეტირების წესები, პოპულარიზაცია გაუწიონ მარცვლოვანი კულტურების წარმოებას, განავითარონ მცირე მეურნეობები და დააკავშირონ ფერმერები ბაზართან.


ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები 4-6 მაისს თურქეთის ქალაქ ანტალიაში შეიკრიბებიან რათა არასათანადო კვების პრობლემაზე, სურსათთან და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმსჯელონ. მინისტრები, დელეგატები და სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები პრობლემების გადაჭრის გზებს მიმოიხილავენ და FAO-ს სამუშაო პრიორიტეტებს დააწესებენ მომავალი ორი წლისთვის.


ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა, რომ აირჩიონ ჯანმრთელი მომავალი, FAO კი მზადაა მათ ამ წამოწყებაში გვერდით დაუდგეს.

 

ხოსე გრაციანო და სილვა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი



ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა

ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა
access_time2021-02-28 17:50:59
...

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ
access_time2021-02-28 20:00:27
ამჯერად უკვე ოფიციალურად- კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს შორდებიან.ჭორები ამ თემაზე დიდხანს ვრცელდებოდა, თუმცა, ამჯერად საქმემ ოფიციალური ხასიათი მიიღო - კიმ კარდაშიანმა 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრაზე განაცხადი უკვე შეიტანა.ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა საიტმა TMZ-მა გაავრცელა, კარდაშიანის წარმომადგენელმა ის დაადასტურა. მეუღლეები მშვიდობიან შორდებიან, და მათ 4 შვილზე ერთობლივ მეურვეობაზე...

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან
access_time2021-02-28 19:00:32
კომპანია PayPal მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია არა მხოლოდ როგორც ფულადი გზავნილების პირველი ონლაინ სერვისი, არამედ თავისი ე.წ. „მაფიით“ - ანუ, ყოფილი თანამშრომლებით, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი წარმატებული სტარტაპი ან დააარსეს, ან დააფინანსეს.ამ „ბანდის“ ყველაზე ცნობილმა ბოსმა - ილონ მასკმა - „მაფიოზების“ ახალი თაობა აღზარდა, რომელიც დღეს უკვე მას კონკურენციას უწევს.მასკის ყოფილმა თანამშრომლებმა ისეთი ცნობილი კომპანიები,...

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით
access_time2021-02-28 15:00:20
კიბერსპორტის სახეობის ელექტრონული თამაში Move მომხმარებელს მონეტაციის შესაძლებლობას აძლევს. Move-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ასლან ცივაძის თქმით, მისი მიზანი ისეთი თამაშის შექმნა იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო აიტაცებდა, ექნებოდა აზარტიც და ფინანსური მოგებაც.„2 წლის წინ აშშ-ში მქონდა შეხვედრა რამდენიმე ადამიანთან, რომლებთან ერთადაც ახალი პროექტის გაკეთებას განვიხილავდით. ესეც თამაშის აპლიკაციის იდეა იყო, თუმცა ცოტა სხვანაირი. მთავაზობდნენ,...


მსგავსი სიახლეები

up