რეგიონებში ყველაზე ძვირი მიწა კახეთშია

რეგიონებში ყველაზე ძვირი მიწა კახეთშია

access_time2021-11-24 15:00:27

პანდემიურ პერიოდში, როცა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა, აგრარულ სფეროში საპირისპირო ტენდენციაა,  როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, ასევე აგრარულ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა და ფასიც გაზრდილია. უძრავი ქონების ბაზრის ანალიტიკოსი დავით გრიგალაშვილი ,,კომერსანტთან“ განმარტავს, რომ არასასოფლო ნაკვეთებითა და აგრო ბიზნესით დაინტერესებული პირების უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა, განსაკუთრებით საამიროებიდან, ხოლო მიწის მყიდველი ყველა შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეა, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული.



„სოფლის მეურნეობაში უძრავი ქონებით დღესდღეობით ადგილობრივებიც არიან დაინტერესებული და სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, საკმაოდ დიდი აქტიურობაა. როდესაც იყიდება არასასოფლო ნაკვეთი და გამართული ბიზნესი, მყიდველი ხშირ შემთხვევაში არაბები არიან, ემირატებიდან ამ მხრივ დიდი ინტერესია. განსაკუთრებით მომგებიანია ფერმა, ასევე ნუშის, კაკლისა და თხილის ბაღები. კლიენტისთვის მთავარი პირობაა გამართული ინფრასტრუქტურა, უფრო მაინც წყალზე კეთდება აქცენტი, რომ ობიექტს სარწყავ და სასმელ წყალზე ჰქონდეს წვდომა.  მსხვილი, მომგებიანი ობიექტები იყიდება უფრო იმიტომ, რომ მათ მფლობელებს პარალელური ბიზნესებიც აქვთ, ან გაყიდვა მემკვიდრეობის საკითხთან, ქონების გაყოფასთან და სხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიას აგრარული სფეროსთვის ხელი არ შეუშლია. თუკი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოთხოვნა შემცირებულია, ამ შემთხვევაში საპირისპირო ტენდენციას აქვს ადგილი“, - ამბობს დავით გრიგალაშვილი.



უძრავი ქონების ბაზრის ანალიტიკოსი ამბობს იმასაც, რომ წლების წინ შეძენილი მიწების დიდი ნაწილი ამ ეტაპზეც დაუმუშავებელია და მოთხოვნა ძირითადად ასეთ ნაკვეთებზეა. რაც შეეხება სავენახე მიწას, ის ყველაზე მოთხოვნადია და ამ მხრივ კახეთი უპირობო ლიდერია.




,,დღესდღეობით ყველაზე მომგებიანია სავენახე მიწა, რომლის ფასი 1 ჰა-ზე არანაკლები 16 000 დოლარია, ზონებს გააჩნია, საფერავის შემთხვევაში, ფასი 22 000 დოლარამდეც არის აწეული, ზოგ შემთხევაში, მეტიც. აქედან გამომდინარე, ყველაზე ძვირი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი არის კახეთში. თხილის ბაღების შემთხვევაში, სამეგრელოში, 1 ჰა მიწის ღირებულება 9 000-10 000 დოლარის ფარგლებშია. იმ ფონზე, როცა პანდემიამ სეგმენტურად მთელი ბაზარი მოიცვა,  სწორი ღონისძიებებით შესაძლებელია, აგრარული სფერო შედარებით ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს“, - ამბობს დავით გრიგალაშვილი ,,კომერსანტთან“.



სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასთან დაკავშირებით საინტერესოა უძრავი ქონების სააგენტო „ერდო ჯგუფის“ კვლევა, რომლის მიხედვითაც ყველაზე ძვირი რეგიონების მიხედვით,  მიწა კახეთშია, შემდეგ ქართლსა და აჭარაში, რომელსაც მოსდევს გურია და ისეთი ტერიტორიები, რომლებიც ადგილწარმოშობის კულტურებით არის ცნობილი. 



კვლევის მიხედვით, 1 ჰა მიწის ფასი კახეთში 20 000-30 000 დოლარის ფარგლებშია, ხარისხის შესაბამისად. მეორე ადგილზეა ქართლი, სადაც 25 000 დოლარამდეა 1 ჰა მიწის ფასი, შემდეგ - აჭარა, სადაც კარგი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი 20 000 დოლარის ფარგლებშია, დაახლოებით ამდენივე ღირს  გურიაშიც, 18 000 დოლარზე ნაკლები არ არის მიწა სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით ახალციხეში.  ფაქტობრივად ყველა რეგიონში, რომელიც ადგილწარმოშობის კულტურებით არის ცნობილი.



,,ერდო ჯგუფის“ ინფორმაციით, ფასების ზრდა ჯერჯერობით მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწებს შეეხება და ურბანული მიწების ფასი, გამონაკლისის გარდა, შენარჩუნებულია.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up