რეგიონებში მოქმედ კომპანიებს გაზი უძვირდებათ

რეგიონებში მოქმედ კომპანიებს გაზი უძვირდებათ

access_time2021-11-02 13:00:02

1-ლი დეკემბრიდან რეგიონებში კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი 21%-ით 1 მ3-ზე 95 თეთრიდან 1.15 ლარამდე იზრდება, პურის მწარმოებელ კომპანიებს ძველი ფასი 86 თეთრი შეუნარჩუნდებათ, გაძვირება არც თბოსადგურებს შეეხებათ.

 

როგორც კომერსანტს „სოკარ ჯორჯია გაზიდან“ აცნობეს გაძვირების მიზეზი საინვესტიციო ხარჯები და კურსის ცვალებადობა გახდა. კომპანიებს ტარიფის ზრდის შესახებ კანონის თანახმად 1 თვით ადრე ეცნობათ.

 

რეგიონებამდე 10 თვით ადრე „თბილისი ენერჯიმ“ კომერციული ტარიფი 28%-ით 86 თეთრიდან 1.10 ლარამდე თბილისში გაზარდა. რეგიონების მსგავსად დედაქალაქშიც ძველი ტარიფი მხოლოდ პურის მწარმოებელ კომპანიებს შეუნარჩუნდათ.

 

ივლისიდან მოყოლებული საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომლის ერთ-ერთი მიზეზიც საწვავის გაძვირებასთან ერთად კომუნალური ხარჯების გაზრდაც გახდა. ბუნებრივი გაზის გარდა 2020 წლის იანვრიდან კომერციულ სექტორს მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია 55-70 პროცენტით 1 კვტ/სთ-ზე 27.4-32.9 თეთრამდე (გააჩნია ძაბვას) გაიზარდა. წყლის ტარიფი კი 48%-ით ტონაზე 6.5 ლარამდე, რაც საყოფაცხოვრებო ტარიფზე 1200%-ით მეტია.


 

2020 წელს ტარიფების ზრდა ფიზიკურ პირებსაც შეეხოთ და ელექტროენერგიის საფასური 1 კვტ/სთ-ზე 3.5 თეთრით გაეზარდათ. (თელასის აბონენტებისთვის 0-100 კვტ/სთ-ზე 14.5 თეთრიდან 18 თეთრამდე, 101-300 კვტ/სთ-ს მოხმარებაზე 18.5 თეთრიდან 22 თეთრამდე და 300 კვტ/სთ-ს ზევით 23 თეთრიდან 26.5 თეთრამდე, ტარიფები 0.3 თეთრით ნაკლებია ენერგოპრო ჯორჯიას აბონენტებისთვის). თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით იმ აბონენტებს, რომლებიც 300 კვტ/სთ-მდე მოიხმარდნენ, ასეთი კი მოსახლეობის 95%-ა, ნამატი ფასი ბიუჯეტიდან დაუსუბსიდირდათ. სუბსიდია ერთწლიანი იყო და თუ რამე არ შეიცვალა 2021 წლის დეკემბერში დასრულდება.

 

თბილისში ფიზიკური პირებისთვის იანვრიდან წყლის ტარიფი ტონაზე გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის 33 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა, გაუმრიცხველიანებლებისთვის სულზე 3.89 ლარიდან 4.52 ლარამდე. 1-ლი ივნისიდან დედაქალაქის მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზიც გაძვირდა ტარიფი 7.8 თეთრით 46.2 თეთრიდან 54 თეთრამდე გაიზარდა. რეგიონებში ტარიფი ისედაც 57 თეთრი იყო და გაძვირება მათ არ შეხებიათ. გაზის მსგავსად რეგიონებში არ წყალი გაძვირებულა, სადაც ფიზიკური პირებისთვის ტარიფი ისედაც ტონაზე 50 თეთრი იყო, კომერციული სექტორისთვის 4.5 ლარი.

 

საქსტატმა იანვარში მეთოდოლოგია შეცვალა და სუბსიდირებული ფასები გაძვირებად აღარ ჩათვალა. 2022 წლის იანვრიდან თუ სუბსიდია აღარ გაგრძელდა ის უკვე ჩაითვლება ინფლაციაში.

 

მაშინაც კი თუ ტარიფი მხოლოდ კომერციულ სექტორს ეზრდება, სხვაობას მაინც მომხმარებელი გაძვირებული პროდუქციის შეძენის მომენტში იხდის. რეალურად სუბსიდიაც მომხმარებელს აწვება, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტი გადასახადებით ივსება. სახელმწიფო ვალსაც თავისი საპროცენტო ხარჯის დამატებით მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობა ფარავს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up