რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სპეციალური სააგენტო შეიქმნება

რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სპეციალური სააგენტო შეიქმნება

person access_time2016-04-07 09:43:38

რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სპეციალური სააგენტო შეიქმნება. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, სააგენტოს შექმნის მიზანია ერთის მხრივ ქვეეროვნული ადმინისტრაციების მხარდაჭერა და მეორეს მხრივ ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. საიდან მიიღებს ეს უწყება დაფინანსებას და რა ფუნქცია ექნება მას, ამ თემაზე დეტალურად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა ისაუბრა. 


-ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება არის ძირითადი მიმართულება, რის ფონზეც მოხდება ახალი ქვე უწყების შექმნა, რომელიც ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით იმუშავებს. არის თუ არა განსაზღვრული რეგიონები და რა იქნება რეგლამენტი, რის საფუძველზეც იმოქმედებს სააგენტო? 


- ეს სააგენტო არის ერთ-ერთი კომპონენტი იმ პროექტისა, რასაც რეგიონალური განვითარების კუთხით ვატარებთ და სწორედ ამ ფარგლებში მომზადდა და ბოლო სამთავრობო კონსულტაციებს გადის კანონპროექტი რეგიონული პოლიტიკისა და განვითარების დაგეგმვის შესახებ, რომელიც სხვადასხვა კომპონენტებს მოიცავს. ერთ-ერთი არის რეგიონებში რეგიონალური განვითარების სააგენტოს შექმნა. ეს გამომდინარეობს იმ აუცილებლობიდან, რომ ჩვენ 3-4 წლის განმავლობაში შევძელით, დაგვეხვეწა რეგიონული ფონდიდან თანხების განაწილების სისტემა და მიგვეყვანა იმ სტანდარტებამდე, რომლიც ევროკავშირშია დამკვიდრებული. რეგიონული განვითარებიდან თითქმის ამოვარდნილია ის შუალედური რგოლი, რასაც ჩვენ პირობითად სამხარეო ადმინისტრაციას ვეძახით და ამავდროულად არ არის სათანადო კომუნიკაცია მუნიციპალურ, ცენტრალურ და სამხარეო ადმინისტრაციებს შორის. 


- ეს სააგენტო ამ მხრივ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს? 


- ეს იქნება საშუალება, რომ ერთის მხრივ მუნიციპალიტეტების და მეორეს მხრივ ცენტრალური ხელისუფლება მისი წარმომადგენლების სახით უფრო მეტი კოორდინირება მოხდეს და ზოგადად განვითარების მეტი იმპულსი გადავიდეს სუბნაციონალურ დონეზე. 


- ამისთვის ახალი უწყების შექმნა ცოტა ზედმეტი არის, იმიტომ რომ ხომ შეიძლება ეს კოორდინაციის ხარისხის გაუმჯობესება სახელმწიფო დონეზე იყოს დასმული ყოველგვარი ახალი სტრუქტურების შექმნის გარეშე? 



- ეს არის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული და მათი ბიუჯეტიდან და დონორების სახსრებიდან დაფინანსებული ინსტრუმენტი, რომელმაც საშუალება უნდა მოგვცეს, რომ საინვესტიციო და რეგიონის განვითარების სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების შემუშავებაში ჩვენ შევძლოთ, საკითხები უფრო მაღალ კვალიფიციურ სტანდარტებზე გადავიყვანოთ.

 

- გამოდის, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი და დონორებისგან მოზიდული თანხები იქნება დაფინანსების ძირითადი წყარო, ყოველწლიურად რა მოცულობის თანხით დაფინანსდება ახალი სტრუქტურა? 


 – პირველ ეტაპზე იქნება შედარებით მცირე სტრუქტურები და ეს ჯამურად პირობითად 1-2 მილიონ ლარს შეადგენს, შემდეგ ეს უკვე დამოკიდებული იქნება იმ საგრანტო რესურსების მოზიდვაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კონკრეტული პროექტების რეალიზაცია. 


- საიდან ფიქრობთ საგრანტო რესურსების მოძიებას?


- რასაკვირველია სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის ევროკავშირის წყაროებიდან. 


- თქვენი აზრით, გაამართლებს ? 


- ქვეყანა ცდილობს მაქსიმალურად მეტი რესურსი მოიზიდოს რეგიონული განვითარების კუთხით ევროკავშირიდან. დღეს ევროკავშირის ბიუჯეტის 35% მიმართულია რეგიონულ განვითარებაზე. ამის გამოცდილება არსებობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, არსებობს ინსტიტუციების ერთობლიობა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ამ თანხების მოზიდვის, ათვისების და რეგიონის განვითარებაზე მიმართვის შესაბამისი ინსტრუმენტები. სააგენტო არის ამაზე ორიენტირებული, ამას ჭირდება ცენტრალურ დონეზე რეგიონული განვითარების ფონდის განვითარება, რაც ჩვენ არსებითად შევძელით. 4 წლის წინ აბსოლუტურად შავი ფული იყო რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და დღეს არის დეტალურად გაწერილი.


- ამ შემთხვევაში ეს გულისხმობს დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზებას შესაბამისი დონორი ორგანიზაციების მხრიდან და თანხების შესაბამის ორგანოებში გადანაწილება არის ჩანაფიქრში. ძალიან ბევრს გაუჩნდებოდა კითხვა – ხომ არ იქნება ეს ყველაფერი დაკავშირებული დამატებით ბიუროკრატიასთან? რაში დაეხმარება ეს ყველაფერი ინვესტორს? 


- ეს იქნება საინვესტიციო და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფოკუსირების შესაძლებლობა რეგიონში. უფრო მეტი ინსტიტუციის ჩართვა და ფოკუსირება მოხდება. შესაბამისად ინვესტორისთვის იქნება დამატებითი ხელშეწყობა. 


 



დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up