რეფორმეტრი - ეკონომიკური რეფორმების შეფასების ახალი ინსტრუმენტი

რეფორმეტრი - ეკონომიკური რეფორმების შეფასების ახალი ინსტრუმენტი

access_time2017-09-06 10:20:52

ალბათ აღარავინ დავობს, რომ რეფორმები საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცა უკანასკნელი წლების განმავლობაში. შემთხვევითი არაა, რომ მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების 2016 წლის ანგარიშში საქართველო ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ რეფორმატორად დაასახელა. ცვლილებები თითქმის ყველა სფეროს შეეხო, თუმცა ჯერ კიდევ დიდია გასატარებელი რეფორმების სია. ამას ადასტურებს საქართველოს მთავრობის ამბიციური განცხადებები (მაგალითად, მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა) და დარგობრივი სამინისტროების გეგმები.

 

შესაბამისად, დიდია საზოგადოების ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა კეთდება რეალურად მთავრობის განცახადებების მიღმა. აღნიშნული ინტერესის დასაკმაყოფლებლად, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუმა ინოვაციური ონლაინპლატფორმა „რეფორმეტრი“ (ReforMeter.iset-pi.ge) შექმნა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე მიაწვდის ინფორმაციას. პლატფორმაზე მომხმარებელი იპოვის როგორც რეფორმების მიმდინარეობის შეფასებას, ისე იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომელზეც შერჩეული რეფორმა ახდენს გავლენას. რეფორმებს აფასებენ შემფასებელთა ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებულია პირებით, რომლებზეც პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს კონკრეტული რეფორმა. „რეფორმეტრი“ მთავრობას ერთიან ქულასაც უწერს, რომელსაც რეფორმვერდიქტი ეწოდება.

 

4,68 - ასეთია ამ დროისთვის, მთავრობის რეფორმვერდიქტი, რაც ზომიერი მაჩვენებელია. რაც შეეხება ცალკეულ რეფორმებს, ამ მომენტისთვის 3 რეფორმის შეფასება განხორციელდა.

 

10 ქულიან შკალაზე, ყველაზე მაღალი, 5.41 ქულა მიიღო შემფასებელთა ჯფუფის მხრიდან სოფლის მეურნეობის განვითარების რეფორმამ. რეფორმის ფარგლებში დაინერგა დარგის ფინანსური სტიმულირების სხვადასხვა პროგრამა, რის შედეგადაც მზარდი დინამიკით ხასიათდება  კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მაჩვენებელი. რეგიონებში შეიქმნა საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურები. ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით ხორციელდება რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა. ასევე, პროცესშია სასოფლო მეურნეობათა რეესტრის, მიწათსარგებლობის  გეოინფორმაციული სისტემისა და ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა.

 


საშუალო შეფასება - 4,78 მიიღო მცირე და საშუალო ბიზნესის/ინოვაციების განვითარების რეფორმამ. რეფორმის ფარგლებში დაინერგა ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა „Start-Up საქართველო“ და „აწარმოე საქართველოში“. მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ხელმისაწვდომია ტრენინგები ზოგად სამეწარმეო უნარჩვევების, ფინანსური მენეჯემენტისა და ინოვაციური ბიზნესის შესახებ. ხორციელდება ექსპორტის პოტენციალის მქონე კომპანიების მხარდაჭერა პარტნიორების მოძიების მიზნით. ჯერ არ დასრულებულა საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების იდენტიფიცირება და არ დანერგილა ინოვაციებთან დაკავშირებული ინდიკატორების რეგულარული დაკვირვება. ასევე, იგეგმება კვლევაზე და განვითარებაზე საგადასახადო შეღავათების დაწესება.

 

/

  

ყველაზე დაბალი შეფასება, ამ ეტაპისთვის, კაპიტალის ბაზრის რეფორმას ერგო - 3,85. რეფორმას ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, ეროვნულ ბანკათან ერთად, 2016 წლიდან ახორციელებს. ამ ეტაპისთვის, განხორციელდა ცვლილებები ვალის კანონში, რათა ფასიანი ქაღალდების გამოშვება ბაზრის განვითარების მიზნისთვის იყოს შესაძლებელი. მომზადდა ინფლაციით ინდექსირებული ბონდების ემისიის საკითხი და დასრულდა ბენჩმარკ-ბონდების საკითხის შესწავლა. უკვე შესაძლებელია ეროვნული ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდების გირაოში მიღება. შემუშავების პროცესშია სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია. ბონდები ეროვნული ბანკის ანგარიშსწორების სისტემაში ჯერ არ დამატებულა. იგეგმება ადგილობრივი სარეიტინგო სააგენტოს შექმნა და ადგილობრივი სარეიტინგო შკალის შემუშავება. ფინალურ ეტაპზეა საინვესტიციო ფონდების შესახებ საკანონმდელო პროექტი.

 

უახლოეს მომავალში რეფორმეტრის სიას დაემატება საპენსიო რეფორმა და პროფესიული განათლების რეფორმა. რეფორმეტრის ოფიციალური მისამართია Reformeter.iset-pi.ge, სადაც მუდმივად ხდება რეფორმების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციისა და სტატისტიკური მონაცემების განახლება.

 

წყარო: ReforMeter.iset-pi.ge

 



ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up