რეფორმერი ფიტნესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია - შენობაში სამართალდამცველები იმყოფებიან

რეფორმერი ფიტნესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია - შენობაში სამართალდამცველები იმყოფებიან

access_time2020-11-29 20:41:21

ბათუმში, "რეფორმერი ფიტნესში", რომელიც „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიცია იმყოფება. 

ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხმაურია, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ.

ფიტნეს ცენტრთან შეკრებილები აცხადებენ, რომ ვარჯიში დანაშაული არ არის.

ამასთან, “გირჩის” ერთ-ერთი წევრის განცხადებით, აღნიშნული ფიტნეს ცენტრი კერძო საკუთრებაა და პოლიციას შესვლის უფლება არ ჰქონდა.

„ვიცოდით, რომ ზურა ჯაფარიძემ იქირავა და დაპატიჟა ადამიანები. ეს არის კერძო საკუთრება, რომელშიც შესვლის უფლება პოლიციას არ აქვს. პარადოქსულ ვითარებას ვიღებთ, როდესაც ამხელა სპეცოპერაციაა ფიტნეს კლუბთან“ , - განაცხადა გირჩის წარმომადგენელმა.


"რეფორმერი ფიტნესის" მფლობელის გიორგი ფუტკარაძის თქმით, სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ და ფიტნესის დახურვას ცდილობენ. მისივე განცხადებით, ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილნენ და საქმიანობა გააგრძელეს, რის გამოც შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა 10 000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო ამ წუთებში დაუმროჩილებლობის გამო, შენობაში სამართალდამცავები შევიდნენ.

გიორგი ფუტკარაძის თქმით, 10 000 - ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. მისივე განცხადებით, ფიტნეს ცენტრში ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურად არის დაცული.

დამატებით დეტალებს “ინტერპრესნიუსი” შსს-ში არკვევს.

ცნობისთვის, შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე ობიექტი - ბათუმში შპს "ონლაინ მეჯიქ" ე.წ. "რეფორმერი ფიტნესი" და რესტორანი შპს "დიანა" - ე.წ. "კიდობანი" დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა. მათივე ცნობით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, იმ დაწესებულებების შემოწმება განახორციელა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ.

Ipn.ge





ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი
access_time2021-01-20 21:10:01
ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-20 21:00:01
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1 „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - სოსო ფხაკაძე   „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო,...

ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს

ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს
access_time2021-01-20 20:00:08
20 იანვარს  საქართველოში უმსხვილესი ენერგო ობიექტი, ენგურჰესი  გაჩერდა. ელექტროსადგურზე გეგმიური სამუშაოები ჩატარდება, რომელთა მიზანია სადერივაციო გვირაბის შეკეთება რის შემდეგაც სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის დანაკარგები მკვეთრად , წელიწადში 150 მლნ. კვტ.ს. - ით შემცირდება.   ენგურჰესი არის ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რომელსაც გამომუშავებული ენერგიის 40% ეკუთვნის. ამ გაყოფის მიზეზი ისაა, რომ ელექტროსადგურის მართვა...

როგორია ექიმებისა და ექთნების გასამრჯელო - ISET-ის ბლოგერი წერს, რომ რიცხვები სავალალოა

როგორია ექიმებისა და ექთნების გასამრჯელო - ISET-ის ბლოგერი წერს, რომ რიცხვები სავალალოა
access_time2021-01-20 18:00:51
სამედიცინო პერსონალის პროფესიული უზრუნველყოფის მიზნით ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, დაწყებული განათლების ხარისხის გაუმჯობესებიდან, დამთავრებული სათანადო ანაზღაურებით, - როგორც კვლევით ცენტრის ბლოგზე თამარ სულუხია წერს, პანდემიის დროს ჯანდაცვის სფეროს მენეჯმენტი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გადარჩენის გარანტიაა.   „პანდემიის შემდგომ საქართველოში დაგვრჩება შედარებით უფრო კომპეტენტური და უფრო მაღალი იმიჯის მქონე ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ მიერ არცთუ სათანადოდ დაფასებული ექიმები და...

თუ 1-ელი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება სავალალო იქნება - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია

თუ 1-ელი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება სავალალო იქნება - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-01-20 17:00:43
მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია 1-ლი თებერვლიდან კურორტების გახსნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგის დადგომას ვარაუდობს.   როგორც მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, მაია ბიჭიკაშვილი აცხადებს, კერძო სექტორი ყველანაირი რეგულაციისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის მზად არის და პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებს.    „არავინ იცის, 1-ლი თებერვლიდან მთის კურორტები გაიხსნება, თუ არა. ბიზნესისთვის ეს დამღუპველია. მთის...


მსგავსი სიახლეები

up