გიორგი ცუცქირიძე-„ რეფორმები, ეკონომიკის მზარდი დივერსიფიკაცია, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და გიორგი გახარიას ფაქტორი, ქმნის წინაპირობას, რომ ზრდის ტემპი მომავალ წელს მშპ 6-6,5 %-ის  ფარგლებში იქნება“

გიორგი ცუცქირიძე-„ რეფორმები, ეკონომიკის მზარდი დივერსიფიკაცია, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და გიორგი გახარიას ფაქტორი, ქმნის წინაპირობას, რომ ზრდის ტემპი მომავალ წელს მშპ 6-6,5 %-ის ფარგლებში იქნება“

access_time2019-10-31 12:46:25

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის მე -III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, 2019 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0 პროცენტს შეადგენს.


2019 წლის სექტემბერში,ეკონომიკურ ზრდაზე კვლავ პოზიტიურად ზემოქმედებდა საგარეო სავაჭრო ბრუნვაში წმინდა ექსპორტის დინამიკაც, რაც ექსპორტის 11.1% იან ზრდაში აისახა, ხოლო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა ასევე მნიშვნელოვნად 15.7% ით არის გაზრდილი.


აღსანიშნავია მშპ-ის ზრდის კუმულატიური ანუ სამი კვარტლის მაჩვენებელიც, რამაც 5% შეადგინა, აღემატება არა მხოლოდ გასული ორი წლის ზრდის ტემპს, არამედ ბოლო ხუთ წელიწადში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდა მიუთითებს წლის დასაწყისიდან აკრეფილ პოზიტიურ ტრენდზე, რომელიც სსფ-ის წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზე ისედაც მაღალია და აქედანაც ჩანს, რომ არა 20-21 ივნისიდან განითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენა, რაც ტურისტულ ინდუსტრიაზე ნეგატიურად, ხოლო ივლის -აგვისტისთან შედარებით სექტემბერში ზრდის ტემპის შენელებაში აისახა, ეკონომიკური ზრდა მეტიც იქნებოდა.


პირველი სამი კვარტლის ზრდის ტენდენცია, იმითაც არის ნიშანდობლივი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სექტემბერში ეკონომიკის ზრდის წლიური პროგნოზი უცვლელად 4.6% ზე დატოვა, რაც უპირველესად იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი უარყოფითი რისკების ზრდის ფონზე გაკეთდა, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო ომებით და გლობალურ პოლიტიკაში გამოწვეული დაძაბულობის გამო.



მისიის ბოლო შეფასებით ფისკალური რეფორმა სულაც რეგიონალურ დონეზე ერთ-ერთ წარმატებულ მოდელად არის აღიარებული, როგორც გადასახადის გადამხდელებისათვის კომფორტული გარემოს შექმნით, ასევე ბიუჯეტის პროგნოზირების და გადასახადების მობილიზირების თვალსაზრისით, რაც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების სწორ მიმართულებაზე მიუთითებს.


სწორედ მიმდინარე რეფორმების შედეგია, რომ ოქტომბერში წამყვანმა სარეიტინგო კოპმპანია S&P global reiting-მა ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ბიჯით BB მდე გააუმჯობესა, სტაბილური პერსპექტივით, რაც პირველ რიგში ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ასახავს.


მიმაჩნია, რომ მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ეკონომიკის მზარდი დივერსიფიკაცია, მსხვილ ინფტასტურულ პროექტებთან ერთად, რასაც ემატება პრემიერ გახარიას ფაქტორი, ქმნის იმის კარგ წინაპირობებს, რომ ზრდის ტემპი არა თუ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება და უკვე მომავალ წელს სავარაუდოდ საპროგნოზოზე მაღალ 6-6.5 % ფარგლებში იქნება“-წერს ცუცქირიძე. 


„კომერსანტი“




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა
access_time2020-07-11 11:00:22
აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო...

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა
access_time2020-07-11 09:54:25
თბილისის მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში...


მსგავსი სიახლეები

up