„რეფორმა რომელიც დაიწყო დაგვიანებულია“ - კლინიკებმა ტარიფების გაანგარიშების ახალი ფორმულა შეიმუშავეს

„რეფორმა რომელიც დაიწყო დაგვიანებულია“ - კლინიკებმა ტარიფების გაანგარიშების ახალი ფორმულა შეიმუშავეს

access_time2021-03-19 10:00:44

„რეფორმა რომელიც დაიწყო დაგვიანებულია“ - ასე აფასებს ჯანდაცვის სექტორში, მიმდინარე ცვლილებებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე. როგორც ცნობილია, კლინიკებმა ტარიფების გაანგარიშების ახალი ფორმულა უკვე შეიმუშავეს. ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი ჰოსპიტალური სექტორი ტარიფების ახლებურ გაანგარიშებაზე საბოლოო შეჯერდეს, რადგან ხარჯი ნებისმიერ შეთხვევაში დამატებით ტვირთად პაციენტს აწვება. გადაწყვეტილება ახლა ჯანდაცვის სამინისტროზე, მიიღებს თუ არა განახლებული ფორმულით დაანგარიშებულ ტარიფებს ეკატერინე ტიკარაძის უწყება ჯერჯერობით უცნობია.

 

„რეფორმა რომელიც დაიწყო, დაგვიანებულია და დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო, ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი რეფორმა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო. სამწუხაროდ 2016 წლიდან ვიწყებდით და ვერ დავიწყეთ, თუმცა საბოლოოდ, უკვე ახალი მინისტრის პირობებში სწრაფად დავიწყეთ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და აუცილებელია სამედიცინო სექტორი შეჯერდეს, რადგან საბოლოოდ ხარჯი, ნებისმიერ შეთხვევაში პაციენტს აწვება. სახელმწიფო მომსახურების ღირებულებას ვეღარ უნაზღაურებს, გამოდის, რომ უფარავს არა 70 პროცენტს არამედ 30- ს იმიტომ, რომ რეალურად პაციენტს თავის ჯიბიდან უფრო მეტის გადახდა უწევს.


ვთვლი, რომ პროცესში მხარეები არ იყვნენ საკმარისად ჩართულნი, რამაც პრობლემები გამოიწვია. სამედიცინო ინფლაცია ზოგადად ინფლაციას ყოველთვის აჭარბებდა, გინდ წამლები იყოს და გინდ სამედიცინო სერვისები, ტრადიციულად ეს ინფლაცია მთელ მსოფლიოში აჭარბებს ზოგად ინფლაციას. ამიტომ, რა თქმა უნდა 2014 წელს დადგენილი ტარიფებით 2021 წელს კლინიკებს ოპერირება გაუჭირდებათ. სწორედ ეს იყო პრობლემა, დადგენილ ტარიფებში, საბაზრო ფასები სხვადასხვა კლინიკაში ერთი და იგივე მანიპულაციაზე დრამატულად განსხვავებული ერთეულით იყო შეფასებული, როცა თვითღირებულება დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს. შეიძლება პრესტიჟის თემა არსებობდეს, მაგრამ არ შეიძლება ფასებში ათმაგი განსხვავება იყოს“, - განმარტავს აკაკი ზოიძე.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს ტარიფების გაანგარიშების ახალ ფორმულაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ძალიან კარგია ის, რომ კლინიკები ინიციატივით თვითონ გამოდიან. აკაკი ზოიძის განმარტებით პროცესი ინტერაქტიული უნდა იყოს და საკითხზე ორივე მხარე უნდა მუშაობა, როგორც გადამხდელი ასევე მიმწოდებელი.

 


„თუ რაიმე კონკრეტული წინადადებებია, რომელიც რეალურ ღირებულებას ეფუძნება და თითოეული კომპონენტი გამჭვირვალედ არის წარმოდგენილი მისასალმებელია. შემდეგ განფასება უკვე შეთანხმების თემაა. მაგალითად, გერმანიაში თითოეული მანიპულაციის ხარჯტევადობას ქულების სისტემა აფასებს, თუ რა ადამიანური თუ სამკურნალო რესურსი სჭირდება. სიტყვაზე გულის შუნტირების ოპერაცია ფასდება მაგალითად, 10 000 ქულით. ამასთან შედარებით აპენდექტომიას ლაპარასკოპიულად სჭირდება სიტყვაზე 1 000 ერთეული. მაგრამ ეს ერთეული ყოველწლიურად როგორ იქნება განფასებული, ერთი ლარი იქნება თუ ორი ლარი უკვე მოლაპარაკების საკითხია, რაც სამ წელიწადში ერთხელ დგება. ყველაფერი ეს დგინდება „DRG“ - „დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების“მეთოდით, ანუ მკურნალობის თუ რეაბილიტაციის სირთულით, რომელიც იმ მომენტში სჭირდება კონკრეტულ პაციენტს. ესაა DRG- ის პრინციპი, რაც სინამდვილეში ძალიან მარტივი რაღაცაა, ეს არის მაქსიმალურად სამართლიანი და გამჭვირვალე მეთოდი, რომელიც ეფუძნება გარკვეულ გათვლებს, რომელიც არის დამოკიდებული დიდ სტატისტიკურ მონაცემებზე, ბოლო 4 წლის მონაცემებზე, თუ რა ჯდება რეალურად მაღალი სტანდარტით ამ თუ იმ დაავადების მკურნალობა“,  განუცხადა კომერსანტს აკაკი ზოიძე.

 

ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილ წევრს ლევან კობერიძეს. „ლელოს“ ყოფილი წევრი აცხადებს, რომ საფასო პოლიტიკის განსაზღვრა „დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების“ - „DRG“ მეთოდით უნდა მოხდეს. მისი განმარტებით, DRG სისტემაზე გადასვლა არის სწორი გზა, როდესაც სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს და გააკონტროლოს მისი დაფინანსებით მიწოდებული სამედიცინო სერვისების სტანდარტი. როგორც ყოფილი დეპუტატი განმარტავს, ეს მეთოდი კლინიკების მხრივ გარკვეულ მანიპულაციებს, ხოლო სამინისტროს მხრიდან ბიუჯეტის დაზოგვის საბაბით გარკვეულ სადამსჯელო ღონისძიებებს გამორიცხავს.

 

„ჩემთვის უცნობია, ტარიფების გაანგარიშების ახალი ფორმულა რამე მთლიანი ერთი პროცესის ნაწილია თუ უბრალოდ კლინიკების ნაწილის ინიციატივაა. ნაბიჯები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გადაიდგმება, როდესაც მთლიანობაში სისტემური რეფორმის ნაცვლად იწყება ცალკეული ეპიზოდური გამონათებები. იქნება ეს სახელმწიფოს თუ კერძო სექტორის მხრიდან. სახელმწიფოს მხრიდან ამის მაგალითია 520 დადგენილება, როდესაც ეს არ იყო სისტემური რეფორმის ნაწილი და სახელმწიფოს მხრიდან იყო სურვილი „მკაცრი ხელის“ გამოჩენის.

 

დადებითად ვაფასებ იმას, რომ კლინიკები ჩართულები იყვნენ ტარიფების გაანგარიშების ახალი ფორმულის შემუშავებაში. გარკვეული მოსაზრებების გაცვლა თუ მოხდება კერძო სექტორს და სახელმწიფოს შორის რა თქმა უნდა ეს მიდგომა ცუდი არ არის. მაგრამ, პროცესი თუ სწორად არ იქნა წარმართული ისევ ცალმხრივად მიღებულ გადაწყვეტილებამდე მივალთ. ფასებთან მიმართებაში სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ე.წ. „DRG“ - „დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების“ მეთოდით იქნეს შემოღებული, სწორედ ამის მიხედვით უნდა მოხდეს საფასო პოლიტიკის განსაზღვრა. ამისთვის საჭიროა სამინისტრომ ამოიღო ბოლო 10 წლის ტარიფიკაცია. განსაზღვროს სტანდარტი, რა უნდა იყოს ამა თუ იმ სამედიცინო სერვისის დროს სტანდარტი, რაც სახელმწიფო დაფინანსების ფონზე კლინიკებმა ჩვენს მოსახლეობას უნდა მიაწოდოს. ამ სტანდარტის განსაზღვრის შემდეგ, უნდა იყოს გაკეთებული გათვლები, ხარისხიანი სერვისი რა შეიძლება დაჯდეს. სწორედ აქ არის საჭირო თანამშრომლობა, რათა ის დიაგნოზები ჯგუფების მიხედვით დაჯგუფდეს, ეს არის ერთ-ერთი მეთოდოლოგია, რომელიც ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს და წარმატებით ხორციელდება ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up