რეფინანსირების ისტრუმენტი , რომელსაც ეროვნული ბანკი იყენებს ლარის კურსზე დამატებითი წნეხია

რეფინანსირების ისტრუმენტი , რომელსაც ეროვნული ბანკი იყენებს ლარის კურსზე დამატებითი წნეხია

access_time2021-04-19 10:00:08

ფუნდამენტური ფაქტორების გარდა, ისეთები როგორებიცაა: სავაჭრო ბალანსი, ინვესტიციები, საგარეო ვალი თუ ფულადი გზავნილები. ლარის კურსზე გავლენას ეროვნული ბანკის ქმედებები, ბიუჯეტის ხარჯვის გრაფიკი და მოლოდინებიც ახდენს, მთგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სებსა და მის მიერ გაცემულ რეფინანსირების სესხს უკავია.


ყოველკვირეული რეფინანსირების სესხის მოცულობა ეროვნულმა ბანკმა 15 აპრილს 3 მლრდ ლარამდე გაზარდა, რაც 25 მარტის მაჩვენებელს 2.5-ჯერ აღემატება. ეს თითქმის ისტორიული მაქსიმუმია. უფრო მეტი - 3.280 მლრდ ლარის სესხი მხოლოდ ერთხელ გასული წლის 10 აპრილს გაიცა.


რეფინანსირების სესხს, როგორც ლარის მიწოდების ერთ-ერთ ინსტრუმენტს ეროვნული ბანკი 2008 წლის სექტემბრიდან იყენებს. 13 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლებოდა როგორც სესხის მოცულობა ასევე საპროცენტო განაკვეთი. კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული დიდი მოცულობის, ძირითადად იპოთეკური, სესხები რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, პერიოდულად 120 000-ზე მეტი პირს, მათი რაოდენობა მზარდია, სესხი ან უძვირდება ან უიაფდება, გააჩნია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სების საბჭო.


რეფინანსირების პირველი სესხი, სულ რაღაც 3.850 მლნ ლარი 2008 წლის 11 სექტემბერს 10%-ში გაიცა. წლის ბოლოს სესხის მოცულობა 53.5 მლნ-მდე გაიზარდა, საპროცენტო განაკვეთი კი 8%-მდე შემცირდა.


0.5 მლრდ ლარიანი ზღვარი პირველად 2014 წელს გადაილახა, 1 მლრდ-იანი 2016 წელს, 2 მლრდ-იანი 2019 წელს 3 მლრდ-იანი კი მხოლოდ ერთხელ 2020 წელს.



რეფინანსირების სესხი ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ფაქტორია, რომელიც ლარის გაცვლით კურსზე მოქმედებს. ხშირად ეროვნულ ბანკს განმარტებაც გაუკეთებია, რომ რომელიმე რიცხვში რეფინანსირების სესხი გაიზარდა და ლარიც გამყარდა, რის გამოც ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. კურსი მხოლოდ ერთი რომელიმე მიზეზის გამო არ ყალიბდება, სხვა თანაბარ პირობებში მიწოდების გაზრდა, ამ შემთხვევაში ფულის მასის გაზრდა მას აიაფებს, ანუ დოლარს აძვირებს, თუმცა იმავე პერიოდში სხვა დამატებითი ფაქტორების გავლენით ლარი შესაძლოა მაინც გამყარდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ორ მოვლენას - რეფინანსირების სესხის მოცულობასა და ლარსის კურსს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ.


სესხის მოცულობასთან ერთად იცვლებოდა საპროცენტო განაკვეთებიც, 2010 წელს ის 5%-მდე შემცირდა, 2011 წელს 8%-მდე გაიზარდა, 2013 წელს ისტორიულ მინიმუმამდე - 3.75%-მდე შემცირდა, 2019 წელს ისევ 9%-ს მიაღწია. ბოლოს განაკვეთი მიმდინარე წლის 17 მარტს შეიცვალა და 0.5%-ით 8.5%-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც 124 000-ზე მეტ მსესხებელს სესხი გაუძვირდა.


რეფინანსირების მოცულობის გარდა ვალუტის კურსზე გავლენას საპროცენტო განაკვეთებიც ახდენს, როდესაც კრედიტი იაფია მასზე მოთხოვნა იზრდება, მიმოქცევაში გაშვებული მეტი ლარი კი თუ ვალუტის შემოდინებით ან რაიმე სხვა ფაქტორით არ დაბალანსდა კურსს აუფასურებს.


ვალუტის კურსი ქვეყანაში ოფიციალურად მცურავია და მისი კონტროლი ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობა არ არის, თუმცა ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი. გაუფასურებული ლარის პირობებში კი ინფლაციის წინასწარგანზრახულ 3%-იან ფარგლებში შენარჩუნება შეუძლებელი ხდება, რის გამოც სებს სავალუტო ინტერვენციები უწევს ხოლმე. გასული წელი რეკორდული აღმოჩნდა და 26-ჯერადი აუქციონის შედეგად ბაზარზე $873 მლნ გაიყიდა. წელს 3.5 თვეში კი სავალუტო აუქციონი სულ 6-ჯერ მოეწყო და $213 მლნ გაიყიდა. ბოლო ორ აუქციონზე გამოტანილი $80 მლნ-დან მხოლოდ $53 მლნ ანუ შეთავაზებულის 66%-ზე ოდნავ მეტი გასხვისდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბაზარზე ვალუტის დეფიციტი არ არსებობს.


მარტში ლარის გაუფასურებაზე ახალი ევროობლიგაციების განთავსების მოლოდინმაც მოახდინა გავლენა. კითხვები ჩნდებოდა ვადებზე და საპროცენტო განაკვეთზე. საბოლოოდ 15 აპრილს $500 მლნ-ის ღირებულების ობლიგაციები წლიური 2.75%-ად 5 წლიანი ვადით განთავსდა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up