"რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება მანამ, სანამ პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა"

access_time2019-11-20 14:45:39

მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება მანამ, სანამ პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა.

 

კობა გვენეტაძემ გამოსვლისას მაკროეკონომიკურ გარემოზე, ინფლაციასა და პროგნოზებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2020-2022 წლისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტით განისაზღვრა. გვენეტაძის განცხადებით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9% შეადგინა. ეროვნული ბანკის მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, მოკლევადიან პერიოდში მთლიანი წლიური ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება, შემდგომ მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით ჩამოცდება და, 2020 წლის მე-4 კვარტალში, მას ქვემოდან დაუახლოვდება.

 

„ ინფლაციის დინამიკას ძირითადად ორი ფაქტორი განსაზღვრავს - წინა პერიოდებში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება და სუსტი ერთობლივი მოთხოვნა. პირველი მათგანი, მოკლევადიან პერიოდში, ინფლაციაზე მიმართულებით ახდენს ზეწოლას, ხოლო მეორე მათგანი კი, პირიქით, ინფლაციაზე დაღმავალ წნეხს აჩენს. საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით განეიტრალდება და, ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი გაუმჯობესების კვალდაკვალ, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებას უზრუნველყოფს. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის შესამცირებლად, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო და სექტემბერსა და ოქტომბერში საპროცენტო განაკვეთები ეტაპობრივად 8.5%-მდე გაიზარდა. დღევანდელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გაგრძელდება მანამ, სანამ პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა, ხოლო შემდგომ კი ეტაპობრივად დაიწყებს შემცირებას და ორწლიანი პერიოდის შემდეგ ნეიტრალურ დონეს დაუბრუნდება, რომელიც, არსებული შეფასებით, 6%-ის ფარგლებშია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


 

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად და შესაძლო რისკების მიმოხილვა

 

bpn.ge





ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...


მსგავსი სიახლეები

up