„რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით შესაძლოა საფრთხე საბანკო პორტფელებსაც შეექმნას“

„რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით შესაძლოა საფრთხე საბანკო პორტფელებსაც შეექმნას“

access_time2021-05-07 10:00:38

ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის მაქსიმალური ნიშნულია. სებ-ის ეს გადაწყვეტილება, მარეგულირებელმა მკვეთრად გაზრდილი ინფლაციით ახსნა, რადგან მარტში ინფლაციის ნიშნული 7.2%-მდე გაიზრდა, რაც მიზნობრივ 3%-იან ინფლაციას 2.4-ჯერ აღემატება.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კი აღნიშნა, რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის მიუხედავად, სებ-ს არა აქვს ბერკეტი, რათა ინფლაციასთან დაკავშირებით სასწაული მოახდინოს.


„ფაქტორები, რაც დღეს ინფლაციაზე მოქმედებს, არის ეროვნული ბანკის მანდატის გარეთ. შეუძლებელია მათი კონტროლი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიყენებთ ყველა ბერკეტს იმისთვის, რათა ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები დაეხმაროს იმას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია ანუ ფასების ზრდა შემცირდეს. შეუძლებელია ეროვნულმა ბანკმა ამ პროცესში რაღაც სასწაული გააკეთოს,” - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


კობა გვენეტაძის ამ განცხადებას, ფინანსისტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი აზრით, ქვეყანაში ინფლაციაზე პასუხისმგებელი, რომ ეროვნული ბანკია ეს საკანონმდებლო დონეზეც კი არის განსაზღვრული. რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას, არსებულ სიტუაციაში ეს არასწორ ნაბიჯად მიაჩნიათ.

 

ფინანსისტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და ეროვნული ბანკის შესახებ კანონით არის განსაზღვრული, რომ ქვეყანაში ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, თუმცა არაკომპეტენტური ხელმძღვანელობის პირობებში არსებული ინსტრუმენტების სწორად გამოყენება ვერ ხდება.



„არა მგონია, ვინმე სთხოვდეს ეროვნულ ბანკს „სასწაულის მოხდენას“; მას თხოვენ იმ ამოცანების შესრულებას, რაც საქართველოს კონსტიტუციით და ეროვნული ბანკის შესახებ კანონით არის განსაზღვრული. იქ კი, ძალიან მკაფიოდ და გასაგებად წერია, რომ ქვეყანაში ინფლაციაზე პასუხისმგებელი გახლავთ ეროვნული ბანკი. ეროვნულ ბანკს ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისათვის რომ აკონტროლოს და მართოს ინფლაცია. როგორც არაერთხელ მისაუბრია, პრობლემა არ არის ინსტრუმენტების არ ქონა, ეს ინსტრუმენტები არსებობს; პრობლემა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობასა და უუნარობაშია“, - ამბობს ბასილია.


რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით კი ფინანსისტი აღნიშნავს, რომ რეალურად მას საგრძნობი გავლენა მთლიანად სიტუაცისა და კონკრეტულად ინფლაციაზე არ ექნება, რადგან სებ-ი ურთიერთგამომრიცხავ ნაბიჯებს დგამს.


„რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას, ზოგადად ასეთ სიტუაციაში ეს სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეალურად მას საგრძნობი გავლენა მთლიანად სიტუაცისა და კონკრეტულად ინფლაციაზე არ ექნება. რატომ არ ექნება? ეროვნული ბანკი ერთი მხრივ, ზრდის საპროცენტო განაკვეთს და ყიდის უცხოურ ვალუტას (რათა შეამციროს მიმოქცევაში არსებული ფულის მასა) და მეორე მხრივ, მიმოქცევაში უშვებს გაცილებით მეტ ლარს (ზრდის მიმოქცევაში ფულის მასას), ვიდრე ამ ოპერაციების შედეგად იღებს მიმოქცევიდან. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ამჟამინდელი ხელმძღვანელები ცდილობენ დაგვარწმუნონ რომ ფულის მასას გავლენა არა აქვს ინფლაციაზე. აქ აღარ ვისაუბრებ, რომ ეს არის მცდარი მოსაზრება, რომელსაც არ გააჩნია რაიმე საფუძველი და რომ იგი ეწინააღმდეგება დღემდე არსებულ მეტ-ნაკლებად ღირებულ ფულის თეორიას.


მოკლედ, ერთის მხრივ, ეროვნული ბანკი გვიმტკიცებს, ფულის მასას გავლენა არა აქვს ინფლაციაზეო და ამავე დროს, იმ მიზნით, რომ შეამციროს მიმოქცევაში ფულის მასა ზრდის საპროცენტო განაკვეთს და ყიდის თავის რეზერვებს უცხოურ ვალუტაში. თუ მართლაც არა აქვს გავლენა, მაშინ რატომ ზრდის საპროცენტო განაკვეთს და რატომ ყიდის საკუთარ რეზერვებს? თუნდაც ეს ფაქტი განა არ არის საკმარისი რომ გავიგოთ, რომ ეროვნული ბანკის მმართველი რგოლი დაკომპლექტებულია არაკომპეტენტური პირებით. ამიტომაც, მე პირადად, არ მიკვირს რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ასეთი სერიოზული პრობლემებია“, - აღნიშნავს თემურ ბასილია.

 

საპენსიო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე კი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით შესაძლოა საფრთხე შეექმნას საბანკო პორთფელებსაც.


„ისეთ ეკონომიკურ სიტუაციაში და განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როდესაც ეკონომიკას აქვს განსაკუთრებით სერიოზული პრობლემები, ფულის ფასი უნდა შემცირდეს და არა პირიქით. გარდა ამისა, ფულის ფასის გაზრდით შესაძლოა საფრთხე შეექმნას საბანკო პორთფელებსაც, რადგან ადამიანებს ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე აქვთ მიბმული სესხები, უფრო მეტის გადახდა მოუწევთ, შესაბამისად ამ პორტფელებში რისკიც იზრდება ანუ ამ მხრივაც არ არის ეს სასარგებლო ნაბიჯი. არ ვთვლი, რომ ინფლაციის წნეხი არის ისეთი, რომ სწორი იყოს რეფინანსირების განაკვეთის 9%-ზე შენარჩუნება. ჩემი აზრით უნდა შემცირდეს და  თუ მაგალითად ინფლაცია არის 7%, თუ მართლაც ამდენია, შესაბამისად 7% რომ იყოს რეფინანსირების განაკვეთი კარგი იქნება“, - ამბობს ლევან სურგულაძე.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up