„რედკო“: რეგულაციებმა არ უნდა დაუშვან მშენებლობის მიმართულებით დინამიკის შემცირება

„რედკო“: რეგულაციებმა არ უნდა დაუშვან მშენებლობის მიმართულებით დინამიკის შემცირება

access_time2018-08-01 00:06:39

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციებს სადღაც ჰქონდეს დასასრული, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია "რედკოს" პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური BM.GE-სთან აცხადებს. ასე ეხმაურება ის საქსტატის სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სამშენებლო ნებართვების გაცემა შემცირებულია. 



კუნელაური ამბობს, რომ ეს კომპლექსური პრობლემაა, თუმცა, რამდენიმე კონკრეტული საკითხიც დღის წესრიგში დგას. 



"კერძო სექტორი და სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს თამაშის ერთიან, მოქნილ და გასაგებ წესებზე, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში სექტორს მისცემს სტაბილურობის განცდას. ასევე, უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატია, რადგან ყველა ახალი რეგულაცია თვითონ მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოსა და მის თანამშრომლებში იწვევს გაუგებრობებს-გაურკვევლობებს და ეს აისახება მშენებლობის ნებართვების გაცემის დინამიკაზე. მშენებლობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის და არცერთმა რეგულაციამ არ უნდა დაუშვას ამ მიმართულებით დინამიკის შემცირება",- აცხადებს კუნელაური.




bm.ge





საპარლამენტო უმრავლესობის 6 დეპუტატი გიორგი გახარიას ახალ გუნდს უერთდება

საპარლამენტო უმრავლესობის 6 დეპუტატი გიორგი გახარიას ახალ გუნდს უერთდება
access_time2021-04-14 12:09:18
„ქართული ოცნების“ დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ.   ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.   „თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი. ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს ღირებულებები. გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე. ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და...

მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 

მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 
access_time2021-04-14 10:00:02
მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემაა, პრობლემა რომლის შესახებაც იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ ფარმაცევტული კომპანიებიც, თუმცა ფაქტი ერთია, საუბართან ერთად ფასები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. 2011 წლიდან საქსტატის მონაცემებით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასი 105 პროცენტით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 60 პროცენტით, ხოლო ანტიბიოტიკები 78 პროცენტით გაიზარდა. როგორც...

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა
access_time2021-04-13 18:30:53
„სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლიდან გაუმჯობესდება, 2022 წელს 7.98%_მდე დაიწევს, 2024 წლიდან კი 6%_ს ჩამოცდება და 2026 წლისთვის 5.56%_მდე შემცირდება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ აშშ დოლარში 2021-2026 წლებში 60%_ით გაიზრდება და ერთ სულზე 6782 აშშ დოლარი გახდება“ - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ „კომერსანტთან“ განაცხადა. მიხეილ დუნდუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის...

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-04-13 18:00:28
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 13 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 15 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 68 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 16 პუნქტით გაუფასურდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 13 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 14 აპრილისთვისაა) ეროვნული...

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს
access_time2021-04-13 16:10:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შერჩეულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart), იურიდიულ მრჩევლებთან (Backer & McKenzie და BLC) და საერთაშორისო ფისკალურ აგენტთან (Citi) ერთად, დაასრულა ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „ტრანზაქცია დღეს ოფიციალურად გამოცხადდა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე. 13 და 14...


მსგავსი სიახლეები

up