მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე 8 მარტის აღნიშვნა ცინიკურია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.
„არ გამიგია, რომ ვინმეს დაეგმო ევროპასთან, საზღვარზე მყოფი ქალებისადმი უხეში მიმართვა, ან მათი უკან დაბრუნების მცდელობა, როდესაც მათ სცემენ და ცეცხლს უხსნიან", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სირიაში დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან, თუმცა ყურადღება ამ ფაქტისთვის არავის მიუქცევია.
imedinews.ge