კორონავირუსის პანდემია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზული კრიზისია, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
„თურქეთი ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო, კორონავირუსთან დაძაბულ ბრძოლაშია ჩართული. ვხედავ, რომ ეპიდემიის სტაბილიზირება ხდება. ეკონომიკური შედეგებით ეს ეპიდემია ყველაზე სერიოზული კრიზისია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
გარდა ამისა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ „პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთმა ახალი მსოფლიო წესრიგის გარდაქმნაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიიღო“.
მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთში შეზღუდვები რამადანის თვის განმავლობაშიც იმოქმედებს, ხოლო შემდეგ კი ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს ეტაპობრივად დაუბრუნდება.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 91 ათასი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 140 ადამიანი კი გარდაიცვალა.
Imedinews.ge