რეჯეფ თაიფ ერდოღანი - დონალდ ტრამპთან  ამერიკული რაკეტების შესყიდვის საკითხს განვიხილავ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - დონალდ ტრამპთან ამერიკული რაკეტების შესყიდვის საკითხს განვიხილავ

access_time2019-09-14 10:45:21

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე ის თურქეთის მიერ აშშ-სგან პატრიოტის ტიპის რაკეტების შეძენის საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა სააგენტოს განუცხადა, მან აღნიშნული საკითხი ორი კვირის წინ დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის დროსაც განიხილა და განხილვის გაგრძელებას მომავალ კვირას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის დროსაც გეგმავს.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ მისი პირადი კავშირი დონალდ ტრამპთან ორ ქვეყანას შორის თურქეთის მიერ რუსული S-400-ის შესყიდვით გამოწვეული კრიზისის გადალახვას შეუწყობს ხელს.

 

„მე მას ვუთხარი: რა მნიშვნელობა აქვს რამდენი S-400-ის ტიპის რაკეტა შევიძინეთ რუსეთიდან. ჩვენ თქვენგან გარკვეული რაოდენობის პატრიოტის ტიპის რაკეტების შეძენა შეგვიძლია, თუმცა აღვნიშნე, რომ შესყიდვის პირობები S-400-ის შესყიდვის პირობებზე ნაკლები არ უნდა იყოს,“ - განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ ის გულისხმობდა ერთობლივი წარმოებისა და ხელსაყრელი კრედიტის პირობებს.


 

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა რუსეთისგან მიმდინარე წლის ივლისში S-400-ის ტიპის რაკეტები შეიძინა, რის შემდეგაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ანკარისთვის პატრიოტის ტიპის რაკეტების მიყიდვის შეთავაზება ძალაში აღარ იყო.

 

 

წყარო: IPN

 

 





Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2906 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3700 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2906 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3700 ლარი ღირს
access_time2020-03-30 12:30:43
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2875-ით დაიწყო, 12:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2906-ის ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2896 ლარი შეადგინა.   შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3200 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2400 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3700 ლარადაა შესაძლებელი,...

Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად

Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად
access_time2020-03-29 20:00:11
  შიდა კარანტინი არაა საკმარისი კორონავირუსთან გამკლავებისთვის - მიიჩნევს ჰარვარდი უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკის პროფესორი სიუნ ლინი.   მისი თქმით,იმისთვის რომ პირველ ეტაპზე ინფიცირების ინტენსიურობა შემცირდეს, საჭიროა გაცილებით უფრო მკაცრი ქმედებები, ვიდრე უბრალოდ ადამიანების გამოკეტვა სახლებში - ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა ჯგუფი ლინის ხელმძღვანელობით, იმის შემდეგ, რაც შეისწავლა კორონავირუსით დაავადებულ 26 000 პაციენტთა...

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე
access_time2020-03-29 18:30:38
პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას და ეროვნული ბანკის...

იტალია - კოლაფსის ზღვარზე

იტალია - კოლაფსის ზღვარზე
access_time2020-03-29 17:00:03
  22 მარტს იტალიის ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა - დაიხურა ყველა საწარმო, დაწესებულება, და ორგანიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის გარდა. აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიტანის სამსახურები, და პირველადი აუცილებლობის პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები.   1 თვის მანძილზე იტალია გადაიქცა აყვავებული ნახევარკუნძულიდან მთლიანად ჩაკეტილ ქვეყანად, კოლაფსის მდგომარეობასთან მიახლოებული...

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში
access_time2020-03-29 15:00:11
კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლაში ევროპული სოლიდარობა თითქმის არ ჩანს და ამ ნიშას სწრაფად ავსებენ რუსეთი და ჩინეთი -  ყველაფერთან ერთად ისინი იღებენ ამით დიდ პროპაგანდისტულ სარგებელს. ათობით ათასი დაინფიცირებული, ათასობით გარდაცვლილია, შოკისმომგვრელი ციფრები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდება, კოლაფსის მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემა - ეს არის დღევანდელი იტალია, რომელსაც შექმნილ ვითარებაში გამოადგება ნებისმიერი დახმარება. და ის მას იღებს - რუსეთისგან  - 9...


მსგავსი სიახლეები

up