თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აია-სოფიას ტაძართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნების შეფასებები ვერ შეცვლის. თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, ანკარის ნაბიჯი თურქი ხალხის სურვილსა და მოთხოვნას ეფუძნებოდა.
მის სიტყვებს რუსული მედია ციტირებს.
თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მთავრობის 1934 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. შესაბამისად, აია-სოფიას ტაძარი ისევ მეჩეთად გადაკეთდება. თურქეთის პრეზიდენტმა განკარგულებას ხელი მოაწერა.
წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე მეტხანს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის შესაბამისი დეკრეტის საფუძველზე ის მუზეუმი გახდა და „იუნესკოს“ დაცულ ძეგლთა სიაში მოხვდა.
Imedinews