Redix-მა აბასთუმანში სასტუმროს მართვაში შეიძლება Preferred Hotel Group-ი შეიყვანოს

Redix-მა აბასთუმანში სასტუმროს მართვაში შეიძლება Preferred Hotel Group-ი შეიყვანოს

access_time2018-09-11 13:00:00

აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ Redix-ის დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა.  მისი  ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება შევა თუ არა სასტუმროს მართვაში რომელიმე საერთაშრისო ბრენდი. თუმცა, აცხადებს, რომ შესაძლოა ეს ე.წ. სოფთ ბრენდი - Preferred Hotel Group-ი იყოს, რომელიც  სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდია.  Preferred Group -ი 650 ზე მეტი ბრენდის დამოუკიდებელ სასტუმროს მსოფლიოს 85 ქვეყანაში აერთიანებს.


პაპაშვილის ინფორმაციით, ამჟამად სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.



 „140-ნომრიანი სასტუმროს განვითარება აბასთუმანში მთელი რეგიონის ამუშავებას ნიშნავს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტად დატვირთულ პერიოდში აბასთუმანი 2000-2500 საწოლს აწვდიდა ბაზარს, ხოლო მთელი ადიგენი და ახალციხე მის მომარაგებაზე მუშაობდა. სასტუმროს მშენებლობა, ფაქტობრივად, დავიწყეთ... რედიქსის მიერ აბასთუმნის პროექტების განვითარებას ავტომატურად მოჰყვება სამუშაო ადგილების შექმნა მთელის სამცხე-ჯავახეთში, - აღნიშნავდა ლაშა პაპაშვილი 2016 წელს. სასტუმროში 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.




ლაშა პაპაშვილმა აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება 2009 წელს აიღო, თუმცა, საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შეასრულა. 2014 წელს მთავრობის განკარგულებით ბიზნესმენი საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა. 





დღეს საპარტნიორო ფონდთან ამ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები 2017 წლიდან მიმდინარეობს. ფონდი ფინანსური მხარდაჭერისთვის  მზად არის.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 




 

 

 

 

 

 

 





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up