Redix-მა  აბასთუმანში სასტუმროს მართვაში შეიძლება  საერთაშორისო ბრენდი Hilton-ი შეიყვანოს

Redix-მა აბასთუმანში სასტუმროს მართვაში შეიძლება საერთაშორისო ბრენდი Hilton-ი შეიყვანოს

access_time2018-11-22 12:00:48

Redix-მა აბასთუმანში სასტუმროს მართვაში შეიძლება საერთაშორისო ბრენდი Hilton-იც შევიდეს. ამის შესახებ Redix-ის დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა.


მისი განმარტებით, სასტუმროს ერთ-ერთი ოპერატორი გაყიდვების კუთხით ასევე საერთაშორისო, ე.წ. სოფთ ბრენდი - Preferred Hotel Group-ი იქნება, რომელიც სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდია. Preferred Hotel Group-ი 650 ზე მეტი ბრენდის დამოუკიდებელ სასტუმროს მსოფლიოს 85 ქვეყანაში აერთიანებს.



პაპაშვილი აცხადებს, რომ სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.




„140-ნომრიანი სასტუმროს განვითარება აბასთუმანში მთელი რეგიონის ამუშავებას ნიშნავს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტად დატვირთულ პერიოდში აბასთუმანი 2000-2500 საწოლს აწვდიდა ბაზარს, ხოლო მთელი ადიგენი და ახალციხე მის მომარაგებაზე მუშაობდა. სასტუმროს მშენებლობა, ფაქტობრივად, დავიწყეთ... „რედიქსის“ მიერ აბასთუმნის პროექტების განვითარებას ავტომატურად მოჰყვება სამუშაო ადგილების შექმნა მთელის სამცხე-ჯავახეთში, - აღნიშნავდა ლაშა პაპაშვილი 2016 წელს. სასტუმროში 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.



ლაშა პაპაშვილმა აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება 2009 წელს აიღო, თუმცა, საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შეასრულა. 2014 წელს მთავრობის განკარგულებით ბიზნესმენი საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა.



 საპარტნიორო ფონდთან ამ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები 2017 წლიდან მიმდინარეობს. დღეს ფონდი ფინანსური მხარდაჭერისთვის მზად არის.



ავტორი: სოფო ქსოვრელი






დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-24 21:00:04
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. ბენზინი დაახლოებით 5 თეთრით გაძვირდება საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე საწვავის გაძვირებას ელიან. დაახლოებით 10 დღეში ფასები დაკორექტირდება და ბენზინი  დაახლოებით 5 თეთრით გაძვირდება.     2....

The Economist: მთავრობები ბიზნესის დამორჩილებას ცდილობენ

The Economist: მთავრობები ბიზნესის დამორჩილებას ცდილობენ
access_time2022-01-24 20:00:57
სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობები იცვლება. 1945 წლის შემდეგ ბევრი ქვეყანა დაქსაქსული საზოგადოების გაერთიანებას სახელმწიფოს კუთვნილი ან მის მიერ მართული კომპანიების მეშვეობით ცდილობდა.  1980-ანი წლებისთვის მთავრობებმა უკან დაიხიეს და არბიტრის როლი მოირგეს, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ერთმანეთს კერძო კომპანიები ეჯიბრებოდნენ.   დღეს ჩვენ საწინააღმდეგო პროცესს ვხედავთ - სახელმწიფო კერძო ბიზნესის საქმეებში სულ უფრო აქტიურად ერევა, პირველ...

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-24 18:00:29
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.0763- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0712 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1 თეთრით 3.4808-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.76 თეთრით 4.1515-მდე, 100 რუსულ რუბლთან 11.10 თეთრით 3.9149-მდე, თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.2287-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.22 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.33 თეთრით 1.8134-მდე...

ვირტუალური დავოსი 2022 წელს ინფლაციის შენელებას პროგნოზირებს

ვირტუალური დავოსი 2022 წელს ინფლაციის შენელებას პროგნოზირებს
access_time2022-01-24 19:00:35
ამ დღეებში ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა ტრადიციული დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომლის მთავარი თემები ინფლაცია და ფასების ზრდა იყო.   დისკუსია ფორუმზე საკმაოდ წარმომადგენლობითი აღმოჩნდა - მასში, სხვებთან ერთად, მონაწილეობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეოგრიევამ, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა...

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...


მსგავსი სიახლეები

up