რედიქს ჯგუფი: HORECA სექტორის მუშაობა მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული

რედიქს ჯგუფი: HORECA სექტორის მუშაობა მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული

access_time2022-04-08 11:00:00

რუსეთ-უკრაინის ომმა ტურისტულ სექტორში ბუნდოვანი მოლოდინები შექმნა.


„რედიქს ჯგუფის“ HoReCa პროექტების მენეჯერი ლადო ვიბლიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ შექმნილი ვითარების გამო სიტუაცია სახარბიელო არ არის. შესაბამისად, ჯგუფის ყველა სასტუმროს მუშაობა რეგიონში არსებული სიტუაციის დასტაბულურებასა და მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.


ვიბლიანის განცხადებით, „რედიქს ჯგუფის“ პორტფელში არსებული ყველა სასტუმრო მაისიდან აქტიურად მიიღებს სტუმრებს.


„თუშეთში სასტუმო „სამზეო“ სეზონურია, თანაშრომლებიც სეზონურად გვყავს. იქ სეზონი 4 თვეა, კლიმატური პირობები არ იძლევა მეტის საშუალებას. მაისში გავხსნით და შემოდგომამდე ვიმუშავებთ.



რაც შეეხება სხვა ობიექტებს, გავხსენით „ჰილტონი“ და ფონს ამ ეტაპზე ღონისძიებებით გავდივართ.


ბათუმში, სასტუმრო “ლე პორტი“ არ გაგვიჩერებია. ეს აპარტოტელია და გრძელვადიანი სტუმრები გვყავს. თუმცა, მოკლევადიანი სტუმრებიც გამოჩდნენ. ძირითადი კონტიგენტი ბიზნეს ტურისტებია, მათ ჩვენ ხანგრძლივად მაცხოვრებელ მოიჯარეებად მოვიხსენიებთ. მათი ძირითადი ნაწილი უცხოელები არიან. სიღნაღის „კაბადონში“ ამ დროისთვის შიდა სარემონტო სამუშაოებია, მისი გახსნა მაისში იგეგმება,“ - აცხადებს ვიბლიანი.


უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია „რედიქსი“ 2007 წელს დაფუძნდა. კომპანიის პორტფელშია სხვადასხვა თანამედროვე სასტუმრო (სიღნაღში -სასტუმრო „კაბადონი“, ბათუმში - სასტუმრო „ლე პორტი“, თუშეთში -სასტუმრო „სამზეო“, თბილისში - Hilton Garden inn.-ი. ჯგუფის შემადგენლპობაშია რძის მწარმოებელი კომპანია “ყვარლის ბაგაც“.


business-partner.ge


თეგები:
HORECA სექტორი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up