Red-Co ზაფხულში გუდაურში 5 სასტუმროს მშენებლობას იწყებს

Red-Co ზაფხულში გუდაურში 5 სასტუმროს მშენებლობას იწყებს

person access_time2017-05-31 09:30:44

დეველოპერული კომპანია „რედკო" გუდაურში 5 სასტუმროს მშენებლობას იწყებს. კომპანიის პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობამ დუშეთის რაიონში, „მთა ვარცლას" ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება უკვე დაამტკიცა. პროცედურების მიხედვით შემდეგი ეტაპი ისევ მთავრობის მიერ არის დასამტკიცებელი, რაც მიმდინარე კვირაში მთავრობის სხდომაზე მოხდება და შემდეგ დაიწყება მშენებლობის ნებართვების აღება, რასაც დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. ამის შემდეგ კი კომპანია გუდაურში აქტიურ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.

 

კუნელაურის თქმით, მათი პროექტი 4 ფაზისგან შედგება, პირველ ეტაპზე 5 სასტუმროსა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაა დაგეგმილი,  რაც 3 წელიწადში უნდა დასრულდეს. პარალელურ რეჟიმში დაიწყება შემდგომი ეტაპისთვის მზადება. ჯამში კომპანია გუდაურში ნახევარი მილიონი კვადრატის განვითარებას გეგმავს.

 



„ ამ ეტაპზე დაგეგმილია 5 სასტუმროს მშენებლობა, საიდანაც ერთი „რედისონის" ბრენდის ქვეშ იქნება , რომელიც თავად განახორციელებს სასტუმროს მართვას. ჯამში 26 შენობა უნდა ავაშენოთ 4 ეტაპად და თითო ეტაპზე ერთი ბრენდული სასტუმროა გათვალისწინებული. დანარჩენი სასტუმროები კი ჩვენი ბრენდით იქნება წარმოდგენილი. სასტუმროების გარდა, დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქურის, კომერციული ფართების, პარკინგების მოწყობა. ამას გარდა, დაგეგმილია რუსული აბანოების და შვეიცარიული შალეების მშენებლობა, რაც ძვირადღირებულ სეგმენტზეა იქნება გათვლილ„ აცხადებს კუნელაური.

 

 


მისივე თქმით, სრულად პროექტის 4 ფაზის დასრულებას დაახლოებით 7 წელი დასჭირდება, ჯამური ინვესტიცია კი 150 მილიონი დოლარია.


 



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-28 21:00:46
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....


მსგავსი სიახლეები

up