რებრენდინგის შედეგად შავი ზღვის სანაპიროზე საქართველო დამსვენებლებისთვის პოსტ-პანდემიურ სამოთხედ წარმოჩინდება

რებრენდინგის შედეგად შავი ზღვის სანაპიროზე საქართველო დამსვენებლებისთვის პოსტ-პანდემიურ სამოთხედ წარმოჩინდება

access_time2020-06-01 14:05:36

2020 წლის 30 მაისი, ავტორი: იზაბელ ხურშუდიან, დამთავრებული აქვს სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტი და 2014 წლიდან მუშაობს გაზეთში ,,The Washington Post“.


გვერდით გაწიეთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპირო. საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ახალი სახით წარმოჩინდება საერთაშორისო ტურიზმის სფეროში: ეს ის ადგილია, სადაც პანდემიისგან შეგიძლიათ დაისვენოთ!


ახალ კორონავირუსზე რეაგირება საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით წარმატებული გამოდგა. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაა 746, აქედან გამოჯანმრთელდა 576 და დაიღუპა 12. ახლა ქვეყანას სურს ეს მიღწევა საკურორტო პრიზების გათამაშებად აქციოს.


საქართველო მარტო არ გახლავთ ამ ინიციატივაში. ის ცდილობს ახალი კორონავირუსის ეპოქის დასაწყისში ტურიზმში ხელახლა შექმნას საკუთარი თავი, თუმცა სამხრეთ კავკასიელი ერი, რომელიც თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარეობს, ახალ სტრატეგიებს სთავაზობს მსოფლიოს. მაგალითად, ინფიცირების დაბალი დონით ახდენს საკუთარი თავის პოპულარიზაციას და თავად ირჩევს ვინ შემოუშვას ქვეყანაში.


„უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ იმდენი ტურისტი ვერ გვეყოლება, რამდენიც გასულ წლებში სტუმრობდა ქვეყანას. თუმცა, ეს კონკურენტული უპირატესობა უნდა დავუმატოთ ჩვენს ისეთ ტრადიციულ უპირატესობებს, როგორიცაა 8000 წლის ისტორიის მქონე მეღვინეობა, სამზარეულო, კულტურა და მასპინძლობა“ განაცხადა ამას წინათ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.


საქართველო ერთერთი პირველთაგანია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ფრთხილად ხსნიან ტურიზმის სექტორს, თუნდაც იმ პირობებში, რომ კორონავირუსის პრობლემები კვლავ ნარჩუნდება როგორც პოტენციურ მოგზაურებს შორის, ასევე დანიშნულების ადგილებში.


როდესაც ისლანდიამ 15 ივნისს გახსნა საკუთარი საზღვრები, მან ყველა ჩამომსვლელს მოსთხოვა კორინავირუსზე ტესტის ჩატარება, ორკვირიან კარანტინში განმწესება ან ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენა, რომლითაც ოფიციალურად დასტურდება, რომ ახლახან ჩატარებულ ტესტზე პასუხი უარყოფითია. ამ სამი ვარიანტიდან ნებისმიერის არჩევის შემთხვევაში, ტურისტებს მაინც მოუწევთ საკონტაქტო პირთა მიკვლევადობის აპლიკაციის ჩამოტვირთვა.


საბერძნეთში 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის შემდეგ ყველა საერთაშორისო სტუმარი გაივლის სამედიცინო სკრინინგს, რომელიც მოიცავს კორონავირუსზე სწრაფ ტესტს. მოსალოდნელია, ღამის გასართობი ობიექტები კვლავ დაკეტილი დარჩეს და ამის სანაცვლოდ ქვეყანა ტურისტებს მცირე ჯგუფებად ღია ცის ქვეშ არსებულ ობიექტებში განტვირთვას სთავაზობს.


საქართველო თავის საზღვრებს 1 ივლისს გახსნის, თუმცა ნებისმიერს არ ელიან. ყველა ქვეყნის მოქალაქის მიღების ნაცვლად, გამოვლინდება საქართველოს მსგავსი ქვეყნები, ე.ი. „მეტნაკლებად მსგავსი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ქვეყნები“ აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.


გახარიამ საქართველოს ელჩებს მოუწოდა განმწესების ქვეყნებში მთავარი მარკეტოლოგები გამხდარიყვნენ და მისივე თქმით „უსაფრთხო კორიდორი“ დაემყარებინათ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების საშუალებით. ისრაელი, ავსტრია, გერმანია, ჩეხეთის რესპუბლიკა, საბერძნეთი და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები საქართველოს მიერ განსაზღვრულ სიაში არიან და პირველ რიგში ამ ქვეყნებიდან ელიან ტურისტებს.



გაურკვეველია როდის დაუშვებს საქართველო სტუმრებს შეერთებული შტატებიდან, რომელსაც ახალი კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და გარდაცვალების მაჩვენებელი აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


ზოგიერთი ქვეყნიდან ტურისტებს შეიძლება ახალ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა მოსთხოვონ, სხვებს შეიძლება ეს ნორმა არც შეეხოს, აცხადებს თურნავა.


„თუ ნებისმიერი ქვეყნიდან ტურისტისთვის გავხსნით საზღვარს, ამან შეიძლება ერთ დღეში დაანგრიოს ჩვენი უსაფრთხოება“ დასძენს ის.


„სამწუხაროდ, ყველა ქვეყანა არ იმყოფება თანაბარ პოზიციაზე. თუმცა, გვწამს, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში სულ უფრო მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო კორიდორს“.


საქართველოში ჩამოსვლა ყოველთვის როდი იყო „უსაფრთხო“. მის ძლევამოსილ ჩრდილოელ მეზობელთან - რუსეთთან - დაძაბულობამ განსაკუთრებით იმატა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. თორმეტი წლის წინ ეს ორი ქვეყანა მოკლევადიან ომში გაეხვა სამხრეთ ოსეთის რეგიონის გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით.


გასული წლის ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დროებით აკრძალა ფრენები საქართველოს მიმართულებით და რუს ტურისტებს სახლებში დაბრუნება ურჩია მას შემდეგ, რაც თბილისში განვითარებული პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობაში ცდილობდნენ შტურმით შეღწევას იმ ფაქტზე გაბრაზების ნიშნად, რომ რუსეთის პარლამენტის წევრს საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან მიეცა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.


ნოემბერში პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ბლოკირება მოახერხეს, როდესაც საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხზე დემონსტრაციებმა ათობით ათასი ადამიანი გამოიყვანა ქუჩებში.


ტურიზმის სფეროში ახალი რეალობა დადგა.


საქართველოში მაინც სტაბილურად იზრდებოდა ტურისტების რაოდენობა. მაშინ როდესაც 2001 წელს 3 მილიონამდე ადამიანი ესტუმრა ქვეყანას, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 9 მილიონს ასცდა. თურნავამ განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად თითქმის 12 პროცენტს შეადგენს.


„ჩვენთვის ეს ის მიმართულებაა, რომელიც საქართველოს ისტორიულ ტრადიციებთან ძალიან ახლოს დგას“ განაცხადა მან და დასძნა „ჩვენ ოდითგანვე ვამბობდით, რომ სტუმარი ღვთისაა“.


ქვეყანა თუ ადრე ადგილობრივი არეულობების გამო ხვდებოდა მსოფლიოს საინფორმაციო გამოშვებებში, ახლა მთავრობისადმი საზოგადოების გასაოცარი ნდობით გამოირჩევა კორონავირუსზე ხელისუფლების რეაგირების გამო.


საქართველოს მიდგომა შემტევი იყო, რადგან მყისიერად დახურა სკოლები როგორც, კი 3 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა ქვეყანაში. ვისურის გავრცელებაზე მონიტორინგი დაწესდა, პირდაპირი ფრენები „ცხელ წერტილებად“ მიჩნეულ ქვეყნებთან დროებით შეწყდა, სამედიცინო სკრინინგი დაწესდა აეროპორტებსა და სახმელეთო საზღვრებზე. დაახლოებით 7000 სასტუმრო ოთახი ჩაერთო კარანტინის რეჟიმში, სადაც მარტის პირველი კვირის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეები განთავსდა.


„ამ პროცესით ფასდაუდებელი გამოცდილება დაგვიგროვდა და საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის სექტორის დიდი მოქნილობის ნიმუშად იქცა, რადგან ახალ ნორმებთან ადაპტაცია სწრაფად მოხერხდა“ აცხადებს თურნავა და დასძენს „სწორედ ამიტომ, ჩვენ არ გვჭრდება დამატებითი დრო ტურისტული ინდუსტრიის ადაპტაციისთვის. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ საქართველო შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა იყოს, რადგან ყოველივე ეს გულისხმობს პროტოკოლების  განუხრელ დაცვას“.


CNN ეთერში გასული გადაცემის “Parts Unknown” ავტორი და წამყვანი ენტონი ბორდეინ საქართველოს ისეთ ქვეყანად მოიხსენიებდა, რომელსაც ბევრი ამერიკელი რუკაზეც ვერ მოძებნიდა. მათი არჩევანი ხომ ტრადიციულად ევროპულ კურორტებზე კეთდებოდა იტალიასა და საფრანგეთში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის შედეგად. საქართველო ტურისტებს ჰპირდება უსაფრთხოებას და ამით გამოირჩევა დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობისთვის, რომლებსაც აქამდე არ უფიქრიათ საქართველოში დასვენებაზე, აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატალია კვაჭანტირაძე.


საქართველო შეეცდება თავი მოაწონოს პოსტ-პანდემიურ მოგზაურებს გარე აქტივობების შეთავაზებით, რაც უფრო მეტად ქმნის დისტანცირების შესაძლებლობას. ასეთებია, მაგალითად, მეღვინეობით განთქმული რეგიონების ან ეროვნული პარკების მონახულება. ქვეყანა ზოგიერთ კურორტს „მწვანე ზონად“ მონიშნავს, რათა სტუმრებმა ექსკუზიურად მოახერხონ პირადი სივრცის და სანიტარული ნორმების გარანტირებული დაცვა.


„ტურიზმის სფერო ახალ რეალობაში აღმოჩნდა და ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებაა ახალი დანიშნულების ადგილები და ტურისტული პროდუქტები შესთავაზოს დამსვენებლებს“ აცხადებს კვაჭანტირაძე და დასძენს „როდესაც ადამიანი მოგზაურობს და დასვენება სურს, მნიშვნელოვანია თავისუფლად, ჯანმრთელად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი“.


თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up