რე|ბანკის ფილიალი ზუგდიდში გაიხსნა

რე|ბანკის ფილიალი ზუგდიდში გაიხსნა

access_time2019-09-23 14:05:25

ზუგდიდში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ ზუგდიდში, მერაბ კოსტავას ქუჩა #54-ში შეძლებენ.
თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53 და ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5.



პირველ ეტაპზე რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად პროდუქტს შესთავაზებს: ტოპ|ქარდს, მაქსი|ანაბარს და ბლიც|სესხს.



ტოპ|ქარდი 0%-იანი (ეფექტ. 0%-დან) განვადების ბარათია, რომლის მთავარი უპირატესობაა, მომხმარებელს ხარჯების დანაწევრების გზით ყოველთვიურად გამოუთავისუფლოს თანხა სხვა მიზნებისთვის. აღნიშნული ბარათით ამა თუ იმ ნივთის ან მომსახურების შეძენისას მომხმარებელი გადაიხდის ზუსტად იმ საფასურს, რასაც გადაიხდიდა ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში. ამასთანავე, ბარათზე გავრცელდება ქეშბექის ფუნქცია და ბევრი სხვა საინტერესო მახასიათებელი.მაქსი|ანაბარი და ბლიც|სესხი სტანდარტული საბანკო პროდუქტებია, კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებით და მომსახურების გამარტივებული პირობებით.


„მოხარული ვართ, გავხსნათ ჩვენი ფილიალი ზუგდიდში. რე|ბანკი ასევე მალე წარმოდგენილი იქნება გორში და თელავში. თბილისში უკვე სამი ფილიალი გვაქვს, ერთი ბათუმში და ერთიც ქუთაისში. ვფიქრობთ, რომ მალე შევძლებთ გამორჩეულად მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებლებს მთელ საქართველოში. “- შოთა იოსელიანი, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი საცალო ბიზნესის მიმართულებით.



რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ასევე, განაცხადის დატოვება შესაძლებელი იქნება ბანკის ვებ-გვერდზე და სატელეფონო მომსახურების ცენტრში:


(R)

თეგები:
რე|ბანკი



საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32.5 მლნ ლარი დაიხარჯა

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან   32.5 მლნ ლარი დაიხარჯა
access_time2020-06-04 16:05:28
საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ...

კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს

კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს
access_time2020-06-04 14:50:22
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს. როგორც მან ლარის კურსის კომენტირებისას აღნიშნა, ეს უკავშირდება იმას, რომ ქვეყანამ პანდემიის კრიზისი სწარფად დაძლია. “მოლოდინები გაუმჯობესებულია, დამსახურებულადაც. მაგალითად, ორი თვის წინ როდესაც იყო გაუფასურება, მისი აცდენა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ყოველგვარი კანონების მიხედვით. ხოლო იმის გამო, რომ საქართველო საკმაოდ კარგად გაუმკლავდა პანდემიას და ერთ-ერთი...

„თიბისი“ ჯგუფი ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ელის“ - ოთარ ნადარაია

„თიბისი“ ჯგუფი ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ელის“ - ოთარ ნადარაია
access_time2020-06-04 14:00:30
„ლარის მკვეთრ გაუფასურებას თიბისი ჯგუფი აღარ ელის, რადგან შემოდინებებში რა დანაკარგიც არის საკმარისად კომპენსირდება საგარეო დაფინანსებით, რომელიც საქართველომ მოიძია“, - ამის შესახებ თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ მედიასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა. რაც შეეხება დოლარს, ნადარაიას ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე ის ძალიან გამყარებულია, შესაბამისად, არ ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია დოლარის შემდგომი მატერიალური...


მსგავსი სიახლეები

up