რეალური დემოკრატიისთვის ადგილობრივი მოსახლეობა მზად არ არის - ბიზნესმენების შეფასებები

რეალური დემოკრატიისთვის ადგილობრივი მოსახლეობა მზად არ არის - ბიზნესმენების შეფასებები

access_time2018-11-13 10:00:00

ადგილობრივი ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ რეალური დემოკრატიული ღირებულებებისთვის საქართველოს მოსახლეობა მზად არ არის და აღნიშნულს კიდევ დიდი დრო დასჭირდება.

საუბარია ადამიანთა ცხოვრებაზე პასუხისმგებელი პირების ხალხის მიერ არჩევის ინიციატივაზე, რომლის შესახებაც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ფინანსისტმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა თემურ ბასილიამ პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შედეგად მოსახლეობამ თავად აირჩია სენატორიც, კონგრესმენიც, შტატის გუბერნატორიც, გენერალური პროკურორიც, მოსამართლეც  და ა.შ. თემურ ბასილია მიიჩნევს, რომ საქართველოს განვითარებას ქვეყანაში მსგავსი რეალური დემოკრატიის დამყარება სჭირდება.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა რას ფიქრობს ბიზნესი ამ საკითხზე და როგორია მისი პოზიცია?

 


ადგილობრივი ბიზნესმენები თავად იდეას იწონებენ, თუმცა ქართული სინამდვილისთვის უახლეს ისტორიაში ეს წარმოუდგენლად და არარეალურად მიაჩნიათ. მთავარ პრობლემას საზოგადოების არასათანადო განათლების დონეში ხედავენ. რაც შეეხება გამოსავალს, ორი სიტყვით ხსნიან - პოლიტიკურ ნება.

 

ირაკლი იაშვილი, ბიზნესმენი ( „ისთ გეით ჯგუფის“ დამფუძნებელი):  „ძალიან რთული თემაა. თავადაც ვყოფილვარ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს დამკვირვებელი და ვიცი როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესები.  ჩვენ ამ ყველაფრისგან ძალიან შორს ვართ!




აი, მაგალითად როგორ წარმოგიდგენიათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში შერიფის არჩევა?!  ეს ხომ არ შეესაბამება სინამდვილეს - ნუ მათქმევინებთ ყველაფერს, არ მინდა. ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, რომლის მოსახლეობასაც არ აქვს შესაბამისი მენტალიტეტი და განათლების დონე, რათა  დემოკრატიის ასეთი მაღალი სტანდარტი მოითხოვოს; გააცნობიეროს მისი მნიშვნელობა. ეს არის პოლიტიკური კულტურა, რომელიც საქართველოში არ არსებობს“.


დავით ბეგიაშვილი, ბიზნესმენი  (ჰოლდინგური კომპანია „ვაკე-5-ისა“ და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელი):   „ზოგადად ინიციატივა, რომ ხალხი ირჩევს მათთვის მნიშვნელოვან  საჯარო პირებს, ძალიან კარგია, მაგრამ ზღაპარია ჩვენს რეალობაში. ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური ნებაც და მზაობა საზოგადოების მხრიდან. როგორც ბიზნესმენისთვის, ამერიკასავით დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას ვისურვებდი - მეყოლებოდა დამოუკიდებლი სასამართლოც ბოლო-ბოლო, მაგრამ როდესაც ჯერ თუნდაც  ამ უწყებაშია უამრავი რეფორმა გასატარებელი და სისტემა შესაცვლელი, არჩევნებზე საუბარი ნაადრევია“.

 

ბეჟან წაქაძე, ბიზნესმენი (დეველოპერული კომპანია GDG-ის ხელმძღვანელი) :  „ძალიან მომწონს თავად ინიციატივა და ძალიან მომგებიანია მათ შორის ბიზნესისთვისაც, რადგან ასეთი გზით ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა დგება. ჩვენ კი სწორედ ეს გვჭირდება. დღეს ისეთი დაძაბული სიტუაციაა, ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი და პირდაპირ ურტყამს ბიზნესს. თუმცა საწუხაროდ, ვფიქრობ რომ არც მოსახლეობაა ასეთი დემოკრატიისთვის მზად და არც მთავრობა. ამ ყველაფერს შესაბამისი განათლება და ცნობიერება სჭირდება, რაც ძალიან დაბალ დონეზეა საქართველოში. მითუმეტეს რეგიონებში. ამიტომ მოსახლეოება იჯერებს ტყულ დაპირებებს და მეტის მოთხოვნილებაც არ აქვს“.




სალომე ლემონჯავა





„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის-მედიკამენტები საბაჟოზე მაქსიმუმ 15 დღე დაყოვნდება

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის-მედიკამენტები საბაჟოზე მაქსიმუმ 15 დღე დაყოვნდება
access_time2020-07-09 18:00:04
„მეორე მოსმენით დადგენილი ცვლილება მისასალმებელია, კანონპროექტის პირველ ვარიანტით გაცხადებული ვადა ორჯერ შემცირდა, თუმცა, თეორიულად შესაძლებელია, რომ ცვლილება მედიკამენტების ფასზე აისახოს, მაგრამ გაცილებით ნაკლებად“, - ასე აფასებს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც...

როდის განაახლებს სტუმრების მიღებას „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“

როდის განაახლებს სტუმრების მიღებას „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“
access_time2020-07-09 17:00:15
„სილქ როუდ ჯგუფის“ სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამულში“ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას 3 დღეში დაუბრუნდება, - ამის შესახებ სასტუმროს მენეჯერი ელენე ოთარაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ამ დროისათვის წინანდლის მამულში ადგილზე ექსპერტები და გამომძიებლები მუშაობენ. როგორც სასტუმროს ხელმძღვანელი აღნიშნავს, საუნა ამ დროისთვის არსებული რეგულაციების გამო არ ფუნქციონირებდა. „ხანძრის შედეგად დაზიანდა მეხუთე სართულზე განთავსებული საუნა და...

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-09 13:25:44
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება: სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის...


მსგავსი სიახლეები

up