რა გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე ფიქტიური და რეალური არჩევნები

რა გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე ფიქტიური და რეალური არჩევნები

access_time2020-09-20 13:25:26

დედამიწის მეორე მხარეს, ცენტრალურ ამერიკაში, სადაც სულ ზაფხულია და საშუალო ტემპერატურა 17 დან 25 გრადუსამდე მერყეობს, ორი ძალიან ლამაზი ქვეყნა ესაზღვება ერთმანეთს. ერთის მოსახლეობა 5 მილიონია, მეორესი 6,5. ტერიტორიით პირველი, საქართველოზე ოდნავ პატარაა - 51 ათასი კვ კმ ფართობით, მეორე სამჯერ დიდი. დამოუკიდებლობა ერთად მოიპოვეს 1838 წელს, წარსულშიც ბევრი საერთო აქვთ და მე-20 საუკუნის 50-ანი წლებისთვის, ორივე ერთნაირად ღარიბი, აგრარული, ესპანურენოვანი ქვეყანა გახლდათ, ინდუსტრიულ ქვეყნებში ბანანის, ყავის და შაქრის ექსპორტით დაკავებული.

აი მერე კი რადიკალურად განსხვავებული განვითარების გზით წავიდნენ.

პირველმა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა არჩია. არჩევნების გზით ხელისუფლებებს ცვლიდა, სასამართლო გაუშვა, დამოუკიდებელი ინსტიტუტები ააშენა. ამერიკული კომპანიები შემოიყვანა ქვეყანაში, საინვესტიცო გარემოზე ზრუნავდა და ამერიკულ ინვესტიციებს იზიდავდა, კორუფციას და ნეპოტიზმს ებრძოდა. დღეს ის ლათინური ამერიკის ყველაზე ძველი (70წლიანი) დემოკრატიაა.

მეორე ქვეყანამ, სამხედრო გადატრიალებიდან სამოქალაქო ომამდე, გავლენიანი ოჯახებიდან დიქტატორებამდე, ამერიკულ იმპერიალიზმთან ბრძოლაში და მარქსისტულ/კომუნისტურ მოძრაობებში, საბჭოთა კავშირთან და კუბასთან გაუგებარ სტრატეგიულ ურთიერთობებში გაატარა ათწლეულები.


როგორც ალბათ მიხვდით, პირველი ქვეყანა კოსტა რიკაა, მეორე - ნიკარაგუა.

დღეს კოსტა რიკის ეკონომიკა დივერსიფიცირებულია, აგრარული ქვეყნიდან, სამრეწველო და ტურისტულ ცენტრად ქცეული. მშპ - თითქმის ორი ჩვენხელა აქვთ, მსოფლიოში ყველაზე მწვანე და ეკო-მეგობრულია. თავისი გამოწვევებით, მაგრამ მთლიანობაში ძალიან კარგი ქვეყნა სადაც ხალხი ბედნიერია.

აი ნიკარაგუა კი, ლათინური ამერიკის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, საიდანაც ხალხი გარბის. სადაც ისევ ტრადიცულ ბანანს, ყავას და შაქარს ყიდიან. ქვეყანა, რომელიც ამერიკაში გაქცეული დიასპორის ფულადი გზავნილებით (ჩვენზე ორჯერ მეტი) ირჩენს თავს, სადაც მოსახლეობის 70% სიღარიბის ზღვარზეა.

განსხვავება ორ ქვეყანას შორის, მხოლოდ ფიქტიური და რეალური არჩევნებია, შესაბამისად მმართველი და მმართველებია.  გიორგი ქადაგიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up