რეალურად რამდენით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა ოცნების მთავრობის პირობებში 2013-2019 წლებში?

რეალურად რამდენით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა ოცნების მთავრობის პირობებში 2013-2019 წლებში?

access_time2020-11-21 10:00:43

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით 2019 წელს მსპ 5%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალია 2012 წლის შემდეგ, მაგრამ ჩამორჩება 2004-2012 წლების საშუალოს.


კურსის ცვლილებამ მშპ-ს დაანგარიშების მეთოდებში რიცხვებით მანიპულირების საშუალებები გააჩინა. ხელისუფლება ცდილობს ნომინალური ზრდა, ინფლაციის გაუთვალისწინებლად ლარში წარმოაჩინოს და ამით არარსებულ წარმატებებზე ილაპარაკოს. თავის მხრივ ოპოზიცია დოლარებში გადაყვანით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 2019 წელს 2012 წელთან შედარებით შემცირდა, რაც ასევე არასწორია, რადგან 2009 წლის შემდეგ 2020 წლამდე საქართველოში ეკონომიკური ვარდნა არ დაფიქსირებულა.


საქსტატის ცნობით ლარში დათვლით საქართველოს მშპ 1 წელიწადში ₾4.654 მლრდ-ით ₾44.599 მლრდ-დან ₾49.253 მლრდ-მდე გაიზარდა. დოლარებში კი პირიქით $125 მლნ-ით შემცირდა და $17.471 მლრდ შეადგინა. ანალოგიურ სურათს ვიღებთ 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებითაც. ეროვნულ ვალუტაში 1270 ლარიანი ზრდა ფიქსირდება ₾11 970-დან ₾13 240-მდე, უცხოურ ვალუტაში კი 26 დოლარიანი კლება $4722-დან $4696-მდე.


უფრო გრძელვადიან პერიოდს თუ შევხედავთ 2013-2019 წლებსი ლარსი დათვლილი მშპ 1 სულ მოსახლეზე ₾7690-დან ₾13 240-მდეა გაზრდილი ანუ 72%-ით, დოლარში დათვლით $4624-დან $4696-მდე, სულ რაღაც 1.5%-ით. უფრო მეტიც, 2014 წელს $4739 ფიქსირდებოდა, ანუ 2014-2019 წლებში 1.9%-იანი კლებაც აღინიშნა.


რომელია სწორი მეთოდი? ოცნების მთავრობის პირობებში, 2013-2019 წლებში ეკონომიკა 72%-ით გაიზარდა თუ 1.5%-ით? არც ერთი. 72%-ით რომ გაზრდილიყო, საჭუალო წლიური ზრდა 8%-იანი ზრდა უნდა ყოფილიყო, 1.5%-ით გაზრდის შემთხვევაში პრაქტიკულად ნულოვანი - 0.2%-იანი ზრდა. სინამდვილეში საშუალო ზრდა 3.9% იყო, რაც განვითარებადი ღარიბი ქვეყნისთვის ძალიან დაბალია, მაგრამ ნულოვანისგან განსხვავდება. რეალურად 2013-2019 წლებში საქართველოს ეკონომიკა 32%-ით გაიზარდა. იმის მტკიცება, რომ 2013-2019 წლებში ეკონომიკა 72%-ით გაიზარდა 2.25-ჯერაა გაბუქებული და რეალობას აცდენილი, მაგრამ ასევე მცადრია მტკიცება, რომ ზრდა საერთოდ არ ყოფილა.



2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა 2019 წელს აღინიშნა. ასეთი ზრდის პირობებში კი ეკონომიკის გაორმაგებას 14 წელზე მეტი სჭირდება, რაც ღარიბი ქვეყნისთვის ძალიან ბევრია.


2020 წლის იანვარ-სექტემბერში ეკონომიკა 5%-ით შემცირდა. აპრილის 16.6%-იანი ვარდნის შემდეგ სექტემბრის 0.7%-იანი კლება ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის თავის მოწონების მიზეზიც კი გახდა. ოქტომბრიდან შეზღუდვები გამკაცრდა, რასაც 9 ნოემბრიდან ამოქმედებული კომენდანტის საათიც დაემატა. ბიზნესი სრული ლოკდაუნის მოლოდინშია. ეს ყველაფერი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მაღალი ალბათობით ოქტომბერ-ნოემბერში სექტემბერთან შედარებით კლება უფრო მეტი იქნება.


ამ ეტაპზე რამდენიმე მონაცემი უკვე ცნობილია, ფულადი გზავნილები რომელიც არ შედის მშპ-ს დაანგარიშების ფორმულაში, მაგრამ მაინც პირდაპირ აისახება მის ერთ-ერთ კომპონენტზე - მოხმარებაზე სექტემბრის მსგავსად 18.6%-ით გაზრდილია, სექტემბერში ზრდა 29% იყო. ტურიზმი ისევ ნულ-ის სიახლოვესაა, თუმცა ცვლილებებია საგარეო ვაჭრობაში. თუ სექტემბერში ექსპორტი 8.3%-ით გაიზარდა და იმპორტი 8.9%-ით შემცირდა, ოქტომბერში ექსპორტი 2.2%-ით, ხოლო იმპორტი 23.5%-ით შემცირდა. მთავრობა წლის ბოლოსთვის საშუალო 5%-იან ვარდნას ელოდება, რაც ყველაზე ცუდი შედეგი იქნება 1994 წლის შემდეგ. 2009 წელს ვარდნა 3.7% იყო. რაც შეეხება 2021 წელს სავალუტო ფონდმა ზრდის ტემპის პროგნოზი 5%-დან 4.3%-მდე შეამცირა.


5%-იანი კლების შემთხვევაში 2013-2020 წლების ეკონომიკური ზრდის ტემპი 26%-მდე შემცირდება.


ისევე როგორც მშპ 1 სულ მოსახლეზე მხოლოდ გასაშუალებული მაჩვენებელია და ყველა ადამიანის შემოსავალი არ არის $4740, ზოგის მეტია, უმეტეს შემთხვევაში კი ნაკლები. ასევე ზრდის ან კლების ტემპი არ ნიშნვასვ რომ რიმელიმე კონკრეტულ წელს ყველა ადამიანის შემოსავალი 4.3%-ით გაიზარდა ან 5%-ით შემცირდა. მშპ და მშპ-ს ზრდის ტემპი არაა სრულყოფილი, არ ასახავს ყველა ადამიანის ეკონომიკურ მდგომარეობას, თუმცა მაინც რჩება ეკონომიკის გასაზომ საუკეთესო საშუალებად.

 

გიორგი ელიზბარაშვილი



თეგები:
მშპ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up