ინფლაციის გათვალისწინებით, რეალურად რამდენით გაიზარდა საქართველოში პენსია 2012-2021 წლებში?!

ინფლაციის გათვალისწინებით, რეალურად რამდენით გაიზარდა საქართველოში პენსია 2012-2021 წლებში?!

access_time2021-02-24 17:00:17

2012 წელს ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება პენსიების მკვეთრი ზრდა იყო. საარჩევნო პროგრამაში ზუსტი რიცხვი არ ჩაწერილა, მაგრამ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე 220-230 ლარი სახელდებოდა. 220 ლარი პენსია მართლაც გახდა, ოღონდ 8 წლის შემდეგ, 2020 წლის ივლისში.



რამდენი იყო პენსია ხელისუფლების ცვლილებამდე? სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს 2012 წელს ასაკობრივი პენსია 150 ლარს შეადგენდა. სინამდვილეში 67 წლამდე პირები 110 ლარს იღებდნენ, 67 წლიდან ზემოთ 125 ლარს. 150 ლარი კი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში იყო გათვალისწინებული. კიდევ უფრო მეტი სიზუსტისთვის 67 წლამდე პირების საბაზისო პენსია 100 ლარს შეადგენდა, რომელსაც სტაჟის მიხედვით 5, 7 ან 10 ლარი ემატებოდა, მაგრამ რადგან უმეტესობისთვის დანამატი 10 ლარს უდრიდა რიცხვი 110 მაინც შეიძლება სწორად ჩაითვალოს.



ოცნების ხელისუფლების პირობებში პენსიების ზრდა 2013 წელს დაიწყო და ის 150 ლარს გაუტოლდა, რაც 67 წლამდე პირებისთვის 36%-იან ზრდას ნიშნავდა, 67 წელს გადაცილებულებისთვის 20%-იანს. შემდგომ წლებში პენსია ან საერთოდ არ იზრდებოდა, ან ზრდის ტემპი ბევრად დაბალი იყო. 2014 წლის ნულოვანი ზრდის მდეგ 2015 წელს მხოლოდ 7%-ით 160 ლარამდე გაიზარდა.



2013-ის შემდეგ, ყველაზე მაღალი ზრდა 2020 წელს დაფიქსირდა, როდესაც საბაზისო პენსია 200-დან 220 ლარამდე გაიზარდა. 70 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ზრდის ტემპი 25%-ს შეადგენდა მათი პენსია 250 ლარს გაუტოლდა. ზრდა ორ ეტაპად იანვარსა და ივლისში მოხდა. ჯერ კიდევ პანდემიამდე ოპოზიციამ ზრდის ტემპის დაჩქარება საარჩევნო წელს დაუკავშირა, რაც მთავრობამ კატეგორიულად უარყო.


ასაკობრივი პენსია ბოლოს 2021 წლის იანვარში გაიზარდა. 70 წლამდელებისთვის 20 ლარით 240 ლარამდე 70 წლის და უფრო მაღალი წლოვანების ადამიანებისთვის 25 ლარით 275 ლარამდე.


მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირები პენსიაზე 20%-იან დანამატს იღებენ, შესაბამისად მათი პენსია 288 და 330 ლარს უდრის.


ინფლაციის გაუთვალისწინებლად არც მშპ-ის, არც ხელფასისა და არც პენსიის ნომინალური რაოდენობა ბევრს არაფერს გვეუბნება. საქსტატის ცნობით 2012 წლის დროინდელი 110 ლარი მსყიდველობითუნარიანობით 2021 წლის 147 ლარს უთანაბრდება. გამოდის რომ საბაზისო პენსია რომელიც დღეს 240 ლარია, 2012 წლის დროინდელს 63%-ით აღემატება. ისევე როგორც არასწორია ნომინალურით თავის მოწონება და იმის მტკიცება, რომ პენსია თითქოს 118%-ით გაიზარდა, ასევე მცდარია მისი დოლარებში დაანგარიშება და ზრდის ტემპის ხელოვნურად 10%-მდე შემცირება.



იმავე ინფლაციის კალკულატორით 9 წლის წინანდელი 125 ლარი, ამჟამინდელ 167 ლარს უდრის. 67 წლიდან 70 წლამდე პირებისთვის პენსია მხოლოდ 44%-ითაა გაზრდილი, ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 65%-ით.



მაღლმთიან დასახლებაში მცხოვრბთთათვის პენსიების შესაბამისად 96%-ით, 72%-ითა და 98%-ით გაიზარდა.



სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრებთთათვის რეალური პენსია 2012-2021 წლებში 44-98 პროცენტითაა გაზრდილი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობის მხოლოდ 6.7% ცხოვრობს და 67-70 წლის ადამიანთა წილიც პენსიონერთა საერთო რაოდენობაში არც ისე მაღალია, უმეტესობა მათგანის რეალური პენსია მაინც 63-65 პროცენტით გაიზარდა.


2012-2020 წლებში ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ  24.3%-ით გაიზარდა. ანუ პენსიის ზრდის ტემპი ეკონომიკის ზრდის ტემპს 2.6-ჯერ აღემატებოდა.



2012 წელს მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1.065 მლრდ ლარი იყო გამოყოფილი, რაც ამჟამინდელ 1.422 მლრდ-ს უდრის, 2021 წელს იმავე მიზნისთვის ბიუჯეტში 2.6 მლრდ ლარია გათვალისწინებული, ანუ 83%-ით მეტი. ჯამური თანხის უფრო მაღალი პროცენტული რაოდენობით ზრდა პენსიონერთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. თუ ამ თანხას სავალდებულო საპენსიო დაზღვევისთვის გამოყოფილ 220 მლნ-საც დავამატებთ მივიღებთ რიცხვ 2.82 მლრდ-ს, ანუ 9 წლის წინანდელთან შედარებით 98%-ით მეტს, რაც უკვე, ეკონომიკის რეალური ზრდის ტემპს არა 2.6-ჯერ, არამედ 4-ჯერ აღემატება.



გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up