”რეალურად, პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა მოსახლეობისთვის სუბსიდირების ხარჯზე არ გაძვირდება

”რეალურად, პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა მოსახლეობისთვის სუბსიდირების ხარჯზე არ გაძვირდება"

access_time2020-12-02 12:45:06

რეალურად, პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა მოსახლეობისთვის გაძვირება, სუბსიდირების ხარჯზე, არ მოხდება - ეს მდგომარეობა გათვალისწინებულია აპრილამდე, - ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთვებიან ის მწარმოებლები, რომლებიც 1 ტონა ფქვილს ხარჯავენ.

რეალობა ასეთია - არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ფაქტობრივად გაორმაგებულია ხორბლის ფასები. მსოფლიოში 8 ქვეყანაა ხორბლის გამყიდველი. მათ შორის ჩვენს რეგიონში რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და ევროპაში საფრანგეთი, ხოლო ამერიკის კონტინენტზე - ეს არის ამერიკა, არგენტინა და კანადა ასევე, ავსტრალია. წელს გამოყოფილად ორ ქვეყანას, რუსეთს და ავსტრალიას ყველაზე მეტი გასაყიდი მოსავალი მოუვიდათ. რუსეთმა საკმაოდ მაღალი ფასები დააწესა. მდგომარეობა ურთულესია - ჩვენი ლარის მიმართებაში და საერთოდ ეს ყველაფერი ერთად ფოკუსირდება ფასებზე. მინდა იცოდეთ, რომ პურში ფქვილის ღირებულება არის საკმაოდ მაღალი, ამიტომ ეს არის, რა თქმა უნდა, სატკივარი და საფიქრალი. მეწარმეები შექმნილ ვითარებას გაგებით ვეკიდებოდით და ყოველთვის საკითხებს ვაყენებდით მთავრობის წინაშე. მე მინდა დავაფიქსირო, რომ პური არ გაძვირდება, რადგან სუბსიდირება განხორციელდება”, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

ამასთან მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირის ფასი პურის მწარმოებლებისთვის არ გაიზრდება.

გაზის მწარმოებელმა დამირეკა და მითხრა, რომ ფასის ზრდის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პურის მწარმოებლებს არ შეგეხებათო, თუმცა წყლის მაღალი ღირებულება შეგვრჩა პურის ქარხნებს, რაც ძალიან სამწუხაროა”, - განაცხადა დოლიძემ.


Bpn.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up