„რეალურად პროექტი შედგა“ - რამდენი უცხოელი მუშაობს უკვე საქართველოდან

„რეალურად პროექტი შედგა“ - რამდენი უცხოელი მუშაობს უკვე საქართველოდან

access_time2020-11-04 17:30:00

„დღემდე მიღებული განაცხადების რაოდენობა 1200-ს აღემატება. აქედან დადასტურებულია უკვე 800“,-ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მარიამ გრძელიშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.



მისივე ინფორმაციით, დადასტურებული 800 აპლიკაციიდან ქვეყანაში სამუშაოდ უკვე 274 პირი შემოვიდა.



რაც შეეხება ფინანსურ სარგებელს, მარიამ გრძელიშვილის თქმით, დღეის მდგომარებით, 24 მლნ აშშ დოლარზე მეტია მოზიდული.



ცნობისთვის, „იმუშავე საქართველოდან“ 27 აგვისტოს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად იმუშაონ საქართველოდან.



„მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გაეშვა პროექტი და დღემდე მიღებული განაცხადების რაოდენობა 1200-ს აღემატება. აქედან დადასტურებულია უკვე 800 განაცხადი. აპლიკაციები ხარისხობრივად არის ძალიან მაღალ ნიშნულზე. დადასტურებული 800 აპლიკაციიდან ქვეყანაში სამუშაოდ დღეს დილის მდგომარეობით 274 პირი შემოვიდა.




ამ პროგრამით მივიღეთ განაცხადები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი. ანუ, ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ზოგადად, მოგზაურობის კულტურა წინასწარ დაგეგმვას გულისხმობს და არა სწრაფად გადაწყვეტას, დასტურის შემდეგ მეორე დღეს წამოსვლას სხვა ქვეყანაში. ჩვენ პოტენციურ თარიღებს ვუყურებთ და გვაქვს სტატისტიკა, ეს 800 ადამიანი თუ რა პერიოდში უნდა შემოვიდეს. დაახლოებით, დეკემბრის შუა რიცხვებამდე ველოდებით ამ ნაკადის ჩამოსვლას“,- განაცხადა მარიამ გრძელიშვილმა.



აისახება თუ არა პროექტის მიმდინარეობაზე ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, მარიამ გრძელიშვილი ამბობს, რომ არა.



„რაც შეეხება მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ბუნებრივია, შედეგებიდან გამომდინარე, ისეთი არ არის, როგორიც გვქონდა გაზაფხულზე, პირველი ტალღის დროს. მაგრამ ვიფქრობ, ეს არ შეუშლის ხელს მათ ჩამოსვლას, რადგან საქართველოს მთავრობამ ერთხელ უკვე დაამტკიცა, თუ როგორ შეიძლება სწორი რეგულაციებით იმართოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ეს ერთხელ დამტკიცებული კი, უსაფრთხოების განცდას ანიჭებს პოტენციურ ვიზიტორებს და ისინი ამის გამო საქართველოში შემოსვალას არ გადადებენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და ისინი მაინც გეგმავენ საქართველოში შემოსვლას. რაც შეეხება სამომავლო აპლიკაციებს, ჩვენ ბუნებრივია, ვუყურებთ ყოველდღიურ სტატისტიკასაც და ტენდენცია დასაწყისიდან დღემდე მეტ-ნაკლებად სტაბილურია.



დღეს უკვე პროექტმა შეძლო მოეზიდა 24 მილიონზე მეტი. დღევანდელი მონაცემებით, საშუალო 6-თვიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის პოტენციურ შემოსავალს ვითვლით 27 მილიონ აშშ დოლარამდე. მათ შორის უკვე ხელშესახები შემოსავალი ბევრად მეტია, მაგრამ მე ვისაუბრე პროექტის იმ კომპონენტზე, როდესაც საერთაშორისო ვიზიტორებს აქვთ სავალდებულო 8-დღიანი საკარანტინე პერიოდი. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს ქვეყანაში შემოსული 274 ადამიანი უდრის დაახლოებით, 2000-ზე მეტ აქ გატარებულ ღამეს, რაც თავის მხრივ მხოლოდ სასტუმროებისთვის უტოლდება ნახევარ მილიონ ლარზე მეტ შემოსავალს.



ამიტომ, გაწეული მარკეტინგული ხარჯები აუცილებლად უნდა შედარდეს პოტენციურ შემოსავალთან. როდესაც ინვესტირებულ 1 აშშ დოლარზე პროექტის მხრიდან უკუგება არის 1500 აშშ დოლარზე მეტი, ეს უკვე ნიშნავს, რომ რეალურად პროექტი შედგა“,- განაცხადა მარიამ გრძელიშვილმა.



BPN.GE 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up