რეალურად ირკვევა, რომ ამერიკული „კონტი“ ჯგუფი კონსორციუმში ხაზარაძეს და კომპანიას დასჭირდათ ტენდერის მოსაგებად

რეალურად ირკვევა, რომ ამერიკული „კონტი“ ჯგუფი კონსორციუმში ხაზარაძეს და კომპანიას დასჭირდათ ტენდერის მოსაგებად

access_time2019-08-17 19:02:51

გიორგი ცუცქირიძე: ამერიკული „კონტი“ ჯგუფი კონსორციუმში ხაზარაძეს და კომპანიას დასჭირდათ ტენდერის მოსაგებად და სხვა კონკურენტების ჩამოსაცილებლად"

დღეს გავრცელდა „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“ მიერ განცხადება, რომლის თანახმადაც სამინისტრო მოუწოდებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს", უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფის" ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე;

მიმაჩნია, რომ ამ განცხადებამ პრაქტიკულად დაადასტურა ამ პროექტის ირგვლივ ადრეც არაერთხელ გამოთქმული ეჭვები კონსორციუმის მხრიდან აღებული ვალდებულებების ვერ შესრულების თაობაზე.

რეალურად ირკვევა, რომ ამერიკული „კონტი“ ჯგუფი კონსორციუმში ხაზარაძეს და კომპანიას დასჭირდათ ტენდერის მოსაგებად და სხვა კონკურენტების ჩამოსაცილებლად, რადგან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი კომპანიებიდან ერთადერთი კომპანია, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებს იყო სწორედ ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“ იყო.

ამასთან, სამინისტროს მხრიდან დღეს გაკეთებული განცხადებიდან ასევე ირკვევა, მეტად საინტერესო კიდევ ერთი დეტალი. კერძოდ, ტენდერში გამარჯვების შემდეგ კონსორციუმში 42 პროცენტიანი წილის ფლობის მიუხედავად, "კონტი ჯგუფს" არ მიუღია მონაწილეობა არც პროექტის დაფინანსებაში, არც კონსორციუმის 120 მილიონ დოლარიანი საკუთარი კაპიტალის შევსებაში, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არც დაფინანსების მოძიების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში!.

„კონტი ჯგუფის“ პროექტში მონაწილეობა რომ რეალურად ერთგვარი ბუტაფორია იყო, დასტურდება თუნდაც 2018 წლის 6 დეკემბერს "კონტი ჯგუფის" პრეზიდენტის კურტ კონტის მიერ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვებითაც.


აქედანაც ჩანს, რომ კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ ფორმალური მონაწილეობის და რეალური სტრატეგიული ინვესტორის თავიდანვე არ არსებობის გამო, 2017 წლიდან დღემდე დაფინანსების მოპოვების ვადების 7 ჯერ გადავადების და მთავრობის მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერის მიუხედავად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმა“ ვერ უზრუნველყო ვერც საკუთარი კაპიტალის შევსება, და ვერც ბანკებისთვის ტვირთბრუნვის და სესხის სრული უზრუნველყოფის გარანტიები წარდგენა, სესხის მიღების თაობაზე. კონკურსის პირობის თანახმად, კონსორციუმის მიერ, უნდა მოძიებულიყო კომერციული ინვესტორი, რომელიც მოახდენდა პროექტის სრულ დაფინანსებას, უზრუნველყოფდა როგორც პორტის ოპერირებას, ასევე ტვირთების მოზიდვასაც ანუ მთელ კომერციულ მხარეს, ბუნებრივია კომერციული, მათ შორის ე.წ ტვირთბრუნვის რისკის (Traffic Risk) ჩათვლით; პირიქით, ისეთი სურათი დაიხატა, თითქოს პროექტის ხელისშეშლაში სახელმწიფო იყო დაინტერესებული, რადგან არ სურდა კომერციული რისკების აღება. ახალი დამატებითი პირობების წამოყენებაც, რაც ბანკების მხრიდან კრედიტის გამოსაყოფად, სახელმწიფოს მხრიდან თვირთბრუნვის რისკების დაზღვევას და კომერციული რისკის დაზღვევას ანუ სესხის უზრუნველყოფას მოითხოვდა და რაც სატენდერო პირობებში საერთოდ არ იყო გათვალისწინებილი, ამ სტრატეგიის ნაწილი იყო და რეალურად ქმნიდა წინაპირობებს პროექტის დროში გასაწელად და პროექტის ხელისშეშლაში აქეთ სახელმწიფოს დადანაშაულებისათვის!.

ბანკების მხრიდან კონსორციუმისათვის სესხის არ
გამოყოფის მიზეზი და დამატებითი გარანტიების მოთხოვნა კი გამოწვეული იყო არა სახელმწიფოსადმი ვალდებულებების აღების მოთხოვნით არამედ იმით, რომ კონსორციუმს, თუ ამერიკულ კომპანიას გამორიცხავთ, უბრალოდ არ ჰქონდა 400 მილიონი დოლარის სესხის უზრუნველსაყოფად სათანადო ფინანსური აქტივი!.

ვფიქრობ, სწორედ ეს არის ძალზე ნიშანდობლივი გარემოება, რადგან კონსორციუმის და თავად ხაზარაძის მხრიდან ეს თემა არაერთხელ იქნა წამოწეული და მთელი პიარ კამპანიაც ამ მიზანს ემსახურებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ თი ბი სი ბანკის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება გასული წლის ივნისში დაიწყო, ანაკლიის პროექტის თემის თი ბი სი ბანკზე მიბმაც ლოგიკურად მოჩანს!.

დღევანდელი განცხადებიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ამ მართლა სტრატეგიული პროექტის წარმატებით განხორციელებაში. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ისე ვიცე-პრემიერმა, მათ შორის, მაღალი ტრიბუნიდან და საერთაშორისო პარტნიორებთან დაადასტურეს, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება. ისიც ითქვა, რომ მთავრობა დაინტერესებულია მის მიერ დონორებთან და კონსორციუმთან ერთად პროექტში ჩადებული ძალისხმევა არ დაიკარგოს და კონსორციუმმა წლის ბოლომდე შეძლოს დაფინანსების მოპოვება;

ერთი რამ კი ცხადი ხდება. კონსორციუმის მხრიდან მორიგი განცხადებების კეთება, თითქოს "კონტი ჯგუფის" გასვლის მიუხედავად, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, დიდი ალბათობით არის მორიგი ბლეფი და მეტი არაფერი. ყოველ შემთხვევაში ოქტომბრამდე დიდი დრო ნამდვილად არ არის დარჩენილი.


თეგები:
ანაკლია



კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...

საქორწილო ტურიზმი საქართველოში და ყველაზე პოპულარული ლოკაცია უცხოელებისთვის

საქორწილო ტურიზმი საქართველოში და ყველაზე პოპულარული ლოკაცია უცხოელებისთვის
access_time2020-01-25 12:00:29
როგორია საქორწილო ტურიზმი საქართველოში და რა ლოკაციაა ყველაზე პოპულარული უცხოელებისთვის ? - ამ თემაზე ისაუბრეს რადიო კომერსანტზე Malibu Flowers • მალიბუს ყვავილები-ს დამფუძნებლებმა მარიამ კლდიაშვილმა და ლიკა ჯიღაურმა. „ჩვენი კომპანია მოიცავს ქორწილის,როგორც ორგანიზებას, ისე გაფორმებას. ვმუშაობთ დეკორაციაზე, ყვავილებსა და სხვადასხვა დეკორაციაზე,რომლებსაც ჩვენ ვაწყობთ. ასევე ვგეგმავთ და ვაფორმებთ კორპორატიულ ღონისძიებას, ივენთებს,...

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ
access_time2020-01-24 17:00:32
დღეს, პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო დისკუსია თემაზე „ინოფინის საგარანტიო პროგრამა და მისი მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ,...

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“
access_time2020-01-24 18:30:53
„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“- პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ პოლიტიკურ და ელიტურ კორუფციაზე საუბრობს. ის აღნიშნავს,რომ არსებობენ „მსხვილი ჯგუფები“, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პროცესებს მართავენ. „ეს ის ჯგუფებია,რომლებმაც თავის დროზე არაერთი ფინანსთა მინისტრი და პრემიერ მინისტრიც კი...


მსგავსი სიახლეები

up