„რეალურად დასახური კლინიკების ნაცვლად, რომელსაც მთავრობაში მფარველობენ, ხარისხიანი კლინიკები დაიხურებიან“

„რეალურად დასახური კლინიკების ნაცვლად, რომელსაც მთავრობაში მფარველობენ, ხარისხიანი კლინიკები დაიხურებიან“

access_time2019-12-25 18:15:22

„მოლოდინი მქონდა, რომ ამ შეხვედრაზე იქნებოდა შეჯამება და საუბარი იქნებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, რომელიც რელურად საყოველთაო აღარ არის და იგი უკვე გაბანკროტებულია. ფინანსურად უკვე ბიუჯეტში გახარჯულია ყველანაირი თანხა და სამინისტრო ამ 520-ე დადგენილებით ცდილობს ამოავსოს ეს შავი ხვრელი და კლინიკების დავალიანებების ხარჯზე გადააგოროს ეს წელი. კლინიკებისთვის დავალიანება 60 მილიონ ლარს აღწევს და მათ ივნისის მომსახურეობის თანხებიც კი არ აქვთ მიღებული“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა.გარდა ამისა დეპუტატი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყველა მიმართულებით ცდილობს იპოვოს ისეთი თემები, რომლებიც მოსახლეობის ხარჯზე, ბიუჯეტის შემცირების  შედეგად, შავ ხვრელებს ამოავსებენ.


„520-ე დადგენილებამ სამწუხაროდ გამოიღო ის შედეგი, რომ ექიმების დიდი რაოდენობა  შემცირებული ხელფასებით, ზოგიც სამსახურდაკარგული ხვდება ახალ წელს. სამწუხაროა, რომ ასეთი ნაბიჯებით ახალი მინისტრი ცდილობს ასე ცუდად, დაამახსოვროს თავი ჯანდაცვის სისტემას. 520-ე დადგენილება, რომელიც მთავრობის მიერ არის მიღებული,პრაქტიკულად მიმართულია არა იმისკენ, რომ ხარისხიანი ჯანდაცვით უზრუნველყოს ჩვენი მოსახლეობა, არამედ იმისკენ, რომ კლინიკების ხარჯზე მოხდეს თანხების დაზოგვა და ჯანდაცვის ბიუჯეტზე არსებული შავი ხვრელის ამოვსება,“ - განმარტავს ლევან კობერიძე.


დეპუტატი „კომერსანტთან“ საუბრისას  ჯანდაცვის მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით,კომერციულად ზედმეტად ორიენტირებული კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გავლენ ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფებით იხელმძღვანელებენ.



„მინისტრი უნდა ჩამოყალიბდეს, რა მიდგომა აქვს სახელმწიფოს, როგორი დაწესებულებებით აპირებს გაუწიოს სერვისი მოსახლეობას იმიტომ, რომ დღეს რასაც ის ამბობს, რომ ბიზნესი არ უნდა იყოს ჯანდაცვა - ეს შეუძლებელია, რადგან სამედიცინო სერვისების 99% მოსახლეობას მიეწოდება სწორედ კომერციული კლინიკებით და ეს მან კარგად იცის. რეფორმა უნდა იყოს თანმიმდევრული. ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა ასევე დასახური კლინიკების გაუქმება, თუმცა, მას ხარისხის სტანდარტი არ აქვს, რითაც მივა კლინიკასთან და ეტყვის რომ დასახურია. 520-ე დადგენილების შედეგად, რეალურად დასახური კლინიკების ნაცვლად, რომელსაც მთავრობაში მფარველობენ, დაიხურებიან ხარისხიანი კლინიკები, რომლებიც დღეს ამის შესახებ უკვე აკეთებენ განცხადებას“, - აცხადებს ლევან კობერიძე.


ნინო თამაზაშვილი





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up